CNN-ზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანია გრძელდება

CNN-ზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანია გრძელდება

access_time2020-02-26 15:20:12

ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით CNN -ის ერთ-ერთ ონლაინ-პლატფორმაზე Great Big Story ქართული მეღვინეობის, ღვინის წარმოების უნიკალური მეთოდის, ახალგაზრდა ქართველი მეღვინის, კახეთის რეგიონისა და კულტურის შესახებ ვიდეო-რგოლი მომზადდა. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.


უახლოეს მომავალში CNN საქართველოს შესახებ ონლაინ-პლატფორმაზე Great Big Story კიდევ ერთი ვიდეო-რგოლს განათავსებს, რომელიც მარტვილის კანიონს და სამეგრელოს უნიკალურ ბუნებას ეხება.



Great Big Story პოპულარული სამოგზაურო ონლაინ-პლატფორმაა, რომელსაც მხოლოდ Youtube-ზე 4,7 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს, Facebook-ზე კი გვერდს 5,6 მილიონზე მეტი მოწონება აქვს.




ვიდეო-რგოლში მეღვინე ბაია აბულაძე უცხოელ ჟურნალისტებს საქართველოში ღვინის წარმოების 8 ათას წლოვანი ისტორიის, ქართული უძველესი ვაზის ჯიშების, ქვევრის და ღვინის მომზადების ტრადიციული წესების შესახებ უყვება. ბაია აბულაძის თქმით, ის ღვინის დასამზადებლად თანამედროვე ტექნოლოგიებს არ იყენებს და ქვევრში ღვინის დაყენების უპირატესობაზე საუბრობს. ახალგაზრდა მეღვინის მიზანია ღვინის მომზადების უნიკალური ტრადიცია თაობიდან თაობაზე შენარჩუნდეს.



CNN-ზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში საქართველოს შესახებ გაშვებული სარეკლამო ვიდეო რგოლების დაფარვის ზონა ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებია.



კამპანიის ფარგლებში CNN-ის ვებ-გვერდებსა და სოციალურ ქსელებში სტატიები, ონლაინ ბანერები და საქართველოს ტურისტული ტურისტული პროდუქტებისა და მიმართულების შესახებ სტატიები გამოქვეყნდა, ქართული კულტურის შესახებ კი 30 წუთიანი გადაცემა მომზადდა. CNN-ის ეთერით 30 წამიანი ვიდეორგოლი (ზაფხული/ზამთარი) გადაიცემოდა, მომზადდა 5 სატელევიზიო რეპორტაჟი.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up