CNN კოვიდ-19-ის გავრცელების წინააღმდეგ საქართველოს წარმატებული ბრძოლის მეთოდებით დაინტერესდა

CNN კოვიდ-19-ის გავრცელების წინააღმდეგ საქართველოს წარმატებული ბრძოლის მეთოდებით დაინტერესდა

access_time2020-08-04 19:35:39

საკარანტინო ზონები, უსაფრთხოების ზომები, რეგულაციები, კერძო სექტორის ჩართულობა და პოსტპანდემიურ პერიოდში მთელ მსოფლიოში საქართველოს ერთ-ერთ უსაფრთხო ტურისტულ მიმართულებად დასახელება, - ამ და სხვა თემების შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა CNN-ის პოპულარული ბიზნესგადაცემაში Quest Means Business ისაუბრა. ინტერვიუს დროს რიჩარდ ქუესთის თანაწამყვანი ზეინ აშერი საქართველოში საერთაშორისო ტურიზმის გახსნის დეტალებით დაინტერესდა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა საზღვრების ფრთხილ, ეტაპობრივ გახსნას და უსაფრთხოების დაცვას, რათა ქვეყანაში ვირუსის გავრცელების პრევენცია მოხდეს.


„პირველ რიგში გეტყვით, რომ საქართველომ შეძლო წარმატებული ისტორიების დემონსტრირება, თუ როგორ ებრძოდა პანდემიას. ეს ფაქტი შეძლებს თითოეული მოგზაურის და ჩვენი მოქალაქის დარწმუნებას, რომ უდიდესი სიფრთხილით ვიცავდით და ვაგრძელებთ დავიცვათ მათი უსაფრთხოება. ტურიზმს ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი უკავია საქართველოს ეკონომიკაში, მხოლოდ 2019 წელს საქართველოში 9 მილიონზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი შედგა, მაშინ როცა ჩვენი მოსახლეობა 3.7 მილიონს შეადგენს. საქართველოს მიზანია დარჩეს უსაფრთხო მიმართულებად და ამ მიზნით ყველაფერს ვაკეთებთ. ეს გულისხმობს ეტაპობრივად, სიფრთხილით საზღვრების გახსნას იმ ქვეყნებთან სადაც ეპიდემიოლოგიური სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. ვიმედოვნებთ, რომ მომავალში შევძლებთ ქვეყნების სიის გაფართოვებას როგორც კი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია დასტაბილურდება მთელ მსოფლიოში“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.


გადაცემაში მარიამ ქვრივიშვილმა კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობის და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ ისაუბრა რეგულაციების შემუშავებისა და აღსრულების კუთხით.



„საქართველოს მთავრობამ უსაფრთხოების ზომები მიიღო და ჯანდაცვის პროტოკოლები დანერგა. გაზრდილია ტესტირების რაოდენობა. ჩვენი საერთაშორისო აეროპორტები აღჭურვილია საერთაშორისო სტანდარტებით. კერძო სექტორი სრულად მზად არის უმასპინძლოს საერთაშორისო მოგზაურებს. მინდა ხაზი გავუსვა, ჩვენი კერძო სექტორის მნიშვნელოვან ჩართულობას, რომელიც კოვიდ-19-თანბრძოლაში ფრონტის წინა ხაზზე ემსახურებოდა ქვეყანას. საქართველოს მთავრობას ძალიან მჭიდრო, აქტიური თანამშრომლობა ჰქონდა და აქვს კერძო სექტორთან, განსაკუთრებით რთულ პერიოდში. ჩვენ პანდემიის დროს, ასზე მეტი სასტუმრო ვიქირავეთ და საკარანტინო სივრცეებად გამოვიყენეთ. დღეს ეს პროექტი საერთაშორისო არეალზე დაპოზიციონირებულია და ყველასთვის ცნობილია, როგორც „საქართველოს 5 ვარსკვლავიანი კარანტინი“. ჩვენმა კერძო სექტორმა ამ პროექტში ჩართულობით უდიდესი გამოცდილება დააგროვა პროტოკოლების დანერგვით და შესაბამისი აღსრულებით, ეს არის არა მხოლოდ სოციალური დისტანცია, არამედ ყველა ის საოპერაციო წესი, რაც უზრუნველყოფს, როგორც შიდა ასევე საერთაშორისო ტურისტების უსაფრთხო მასპინძლობას.“ - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.


imedinews.ge


თეგები:
კოვიდ-19



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up