CNN-ის სამოგზაურო პლატფორმაზე CNN travel საქართველოს შესახებ კიდევ ერთი სტატია მომზადდა

CNN-ის სამოგზაურო პლატფორმაზე CNN travel საქართველოს შესახებ კიდევ ერთი სტატია მომზადდა

access_time2020-02-01 13:00:12

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი მედიასაშუალების CNN-ის სამოგზაურო პლატფორმაზე CNN travel საქართველოს შესახებ კიდევ ერთი სტატია მომზადდა. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.



საქართველოს კურორტების, ბუნების, ტურისტული მიმართულების შემდეგ CNN-ის სამოგზაურო პორტალი ქართულ კერძებს დაეთმო.
„საქართველოს საუკეთესო კერძები და ადგილები თუ სად უნდა დავაგემოვნოთ“ ამ სათაურით ვრცელ სტატიას კულინარიის ჟურნალისტი პოლ რიმფლი აქვეყნებს.



სტატიას ეხმაურება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი.



„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში CNN-მა საქართველოს კულინარიის შესახებ კიდევ ერთი სტატია მოამზადა, შედეგად გავლენიანი პლათფორმის მილიონობით მკითხველს საშუალება მიეცა გაცნობოდნენ საქართველოს ტურისტულ მიმართულებას.



მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგულ პლათფორმაზე საპრომოციო სტატიების გამოქვეყნება ხელს უწყობს ჩვენი უნიკალური ტურისტული ადგილების, ღირსშესანიშნაობების ცნობადობის გაზრდას და პოზიციონირებას ჩვენს მიზნობრივ ბაზრებზე, შესაბამისად მაღალამხარჯველუნარიანი ტურისტების მოზიდვას.




ჩვენი მიზანია უფრო წინ წამოვწიოთ ის ტურისტული პროდუქტები, რომელიც მოიცავს საქართველოს სათავგადასავლო, ეკო ტურიზმს, კულინარიას, რომელიც ჩვენი უნიკალური ტურისტული პროდუქტია, ღვინოს, რომელიც გამოარჩევს საქართველოს. მხოლოდ საქართველოს შეუძლია თქვას მთელ მსოფლიოში, რომ ის არის ღვინის სამშობლო. „-აცხადებს მარიამ ქვრივიშვილი.



„ქართულმა კერძებმა და ღვინომ, რომელიც დიდი ხანია უნიკალურობით, ეგზოტიკურობითა და გემოვნებით გამოირჩევა, დღეს მსოფლიოს სუფრებზე სამართლიანად დაიმკვიდრა საკუთარი ადგილი და უდიდეს კულინარიულ საიდუმლოსაც ფარდა აეხადა.



ამასობაში თბილისში კულინარიული რევოლუცია დაიწყო. შეფ-მზარეულებმა ქართული კერძების კონცეფციის ხელახალი განსაზღვრა დაიწყეს, ეს ეხება კერძების გემოს, მომზადების მეთოდებს და სირთულეებს. დანარჩენ მსოფლიოსთან აქტიური კონტაქტის პარალელურად საქართველოში ძველი კულინარიული ტრადიციების ხელახალი აღდგენა დაიწყო. შედეგად საქართველოში კერძების დაგემოვნებისთვის არასდროს ყოფილა ისეთი საუკეთესო დრო როგორც დღეს არის.“-წერს ჟურნალისტი პოლ რიმფლი.



სტატიაში დეტალურად აღწერილია ქართული ტრადიციული კერძების მომზადების წესები, მათშორის: ხინკალი, სხვადასხვა სახის ხაჭაპური, მწვადი, ღომი, ხარჩო, ჩაქაფული, ამ კერძების დაგემოვნების წესები და ის რეგიონები სადაც მზადდება.



„საქართველოს მთიანი რეგიონი რაჭა ღვინითა და ღორის ხორცით გამოირჩევა. რაჭა ცნობილია ნახევრად ტკბილი ღვინო ხვანჭკარით და შებოლილი ლორით, ასევე რეგიონი ცნობილია ნივრით შეკმაზული ქათმის კერძით შქემრულით.“-წერს პოლ რიმფლი, რომელიც CNN-ის სამოგზაურო გვერდის მილიონობით მკითხველს ქართული კერძების დაგემოვნებას ურჩევს.



მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს მედიასაშუალებას CNN--ის ტელევიზიას და ვებგვერდს წელიწადში მილიარდზე მეტი მაყურებელი და მკითხველი ჰყავს.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up