CNN - ჩინეთში კორონავირუსით გამოწვეული ზარალი 60 მლრდ დოლარი იქნება

CNN - ჩინეთში კორონავირუსით გამოწვეული ზარალი 60 მლრდ დოლარი იქნება

access_time2020-02-05 20:00:12

გაჩერებული საწარმოები, დახურული მაღაზიები და კვების ობიექტები, შემცირებული ეკონომიკა - ეს კორონავირუსის პირველი ნეგატიური შედეგია ჩინეთის ეკონომიკაზე. საერთო ჯამში კი, როგორც CNN საერთაშორისო ანალიტიკოსებზე დაყრდნობით წერს, ჩინეთის ეკონომიკა კორონავირუსის გამო 60 მლრდ დოლარით იზარალებს.


„კორონავირუსის გამო ჩინეთის ეკონომიკური ზრდა წლის ბოლომდე 0.5%-ით შემცირდება და 6.1%-ის ნაცვლად 5.6%-ს შეადგენს. ჩინეთის ეკონომიკის მასშტაბისა და მნიშვნელობიდან გამომდინარე კი ეს ყველაფერი მსოფლიო ეკონომიკურ ზრდაზეც აისახება და ნავარაუდევი 2.3%-იანი ზრდის ნაცვლად 2.1%-მდე შემცირდება“- წერს The New York Times-ი. 


გამოცემის მიხედვით, ბოლო დღეების განმავლობაში მსოფლიოში ნავთობის ფასი მკვეთრად დაეცა, რასაც სპეციალისტები კორონავირუსს უკავშირებენ. დღეისათვის ლონდონის ბირჟაზე ნავთობის ღირებულებამ ბარელზე 54,7 დოლარი შეადგინა, რაც ბოლო 13 თვის მინიმუმად შეიძლება ჩაითვალოს. კორონავირუსის გამო ჩინეთში ნავთობის მოხმარებაზე მოთხოვნა 20%-ით შემცირდა, რაც დღეში 3 მილიონ ბარელს შეადგენს.


კორონავირუსმა ასევე დიდი გავლენა მოახდინა ჩინური კომპანიების ფასებზე მსოფლიო ბირჟაზე. Investing.com-ის ინფორმაციით, Shanghai Composite-ის ინდექსი 8,7%-ით დაეცა, 2.734,66 პუნქტამდე, ხოლო SZSE Component-ის 9.1%-ით, 9.784,56 პუნქტამდე.


მნიშვნელოვანი ვარდნა მოხდა ჩინეთის ეკონომიკურ ცენტრ ჰონგ-კონგშიც. ჰონგ-კონგის საფონდო ბირჟაზე Hang Seng-ის ინდექსი 191 პუნქტით შემცირდა და 26 159 შეადგინა.



რაც შეეხება ჩინური კომპანიების ფასებს, კორონავირუსის გავრცელების შემდეგ მათი აქციების ფასები საშუალოდ 6.7%-ით შემცირდა.სპეციალისტების თქმით, კორონავირუსის გამო ჩინეთში წარმოებულ ასობით სხვადასხვა პროდუქტზე, მათ შორის მობილურ ტელეფონებზე, ტექნიკასა და საყოფაცხოვრებო ნივთებზე მოთხოვნა მთელი მსოფლიოს მასშტაბით მნიშვნელოვნად შემცირდა.


კორონავირუსის შედეგად გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად ჩინეთის ხელისუფლებამ 150 მილიარდი იუანი (22 მილიარდი აშშ დოლარი) გამოყო. აღნიშნული თანხა კორონავირუსის გავრცელების შეჩერებასა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას მოხმარდება.


CNN-ის მიხედვით, ეპიდემიის დასრულების შემდეგ ჩინეთში კორონავირუსით გამოწვეული ზარალი საერთო ჯამში 60 მილიარდი აშშ დოლარი იქნება.


კორონავირუსის გამო ისეთმა მსხვილმა კომპანიებმა, როგორებიცაა Apple, Starbucks, Ikea და Nike, ჩინეთში მაღაზიები დროებით დახურეს. ჩინეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით დროებით შეაჩერეს მუშაობა General Motors-ისა და Toyota-ს ავტომობილების მწარმოებელმა მაღაზიებმა.


კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო ავიაკომპანიებმა, მათ შორის, British Airways-მა, Delta-მ და Lufthansa-მ ჩინეთის მიმართულებით ასობით ავიარეისი გააუქმეს.


შეგახსენებთ, კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა ჩინეთში, ხუბეის პროვინციის ქალაქ უხანში გასული წლის დეკემბერში დაფიქსირდა. ბოლო მონაცემებით, კორონავირუსს ჩინეთში 425 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, დაინფიცირებულთა რაოდენობამ კი 20 000-სს გადააჭარბა. კორონავირუსის შემთხვევები ჩინეთის გარდა მსოფლიოს 25-ზე მეტ ქვეყანაში დაფიქსირდა.


bpn.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up