CNN: აღდგომის ხალხმრავლობის ფონზე აღნიშვნა კორონავირუსთან ბრძოლაში საქართველოს წარმატებას საფრთხეს შეუქმნის

CNN: აღდგომის ხალხმრავლობის ფონზე აღნიშვნა კორონავირუსთან ბრძოლაში საქართველოს წარმატებას საფრთხეს შეუქმნის

access_time2020-04-18 13:10:33

„ურჩი ქართული მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის დღესასწაულზე მრევლს აკრძალვების მიუხედავად მიიღებს“ - ამ სათაურით სტატიას ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს. სტატიის ავტორი ნილ ჰოუერი აღნიშნავს, რომ საქართველომ კორონავირუსთან ბრძოლაში წარმატებას მიაღწია და ამ დროისთვის ინფიცირებულთა რაოდენობა მხოლოდ 370-ით შემოიფარგლება, თუმცა აღდგომის დღესასწაულის გამო ქვეყანა სერიოზული ტესტის წინაშე აღმოჩნდება.

„19 აპრილს ქვეყანა აღდგომას იზეიმებს და გავლენიანი მართლმადიდებელი ეკლესია მასშტაბურ დღესასწაულის ჩატარებას გეგმავს, რასაც, ჯანდაცვის სფეროს მუშაკთა განცხადებით, შესაძლოა ფატალური შედეგი მოჰყვეს.

საქართველოს ხელისუფლებამ კორონავირუსს სწრაფად და დროულად უპასუხა. სკოლებში სწავლა 29 თებერვალს შეჩერდა, როდესაც ქვეყანაში მხოლოდ 3 დადასტურებული შემთხვევა იყო. პირველი დღეებიდან ისმოდა მოწოდებები სოციალური დისტანცირების და სხვა აუცილებელი ზომების გათვალისწინების შესახებ.

მიუხედავად ამისა, ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ უარი თქვა ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელთა მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულებაზე, რომლებიც მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ. ეკლესიები საქართველოში კვლავ ღიაა, გრძელდება ღვთისმსახურება, რასაც, ექსპერტების აზრით, შესაძლოა კატასტროფა მოჰყვეს.

გასულ კვირას, ბზობის დღესასწაულზე ეკლესიებში ათასობით ადამიანი შეიკრიბა. ღვთისმსახურება ჩატარდა მიუხედავად იმისა, რომ 30 მარტს სახელმწიფომ კარანტინი გამოაცხადა, რომლითაც 3-ზე მეტი ადამიანის შეკრება იკრძალება. ეპიდემიოლოგების რჩევების მიუხედავად, ტრადიციების მიმდევარი ეკლესია უარს ამბობს ზიარების წესის შეცვლაზე. მსახურების ბოლოს მორწმუნეები ერთი კოვზით ეზიარებიან.


„კოვზი ხშირად არც კი ირეცხება“, - აცხადებს CNN-თან საუბარში „საქართველოს პოლიტიკური ინსტიტუტში“ რელიგიის საკითხებზე მომუშავე სალომე კანდელაკი. საპატრიარქოში ჩვენს კითხვებს არ უპასუხეს, თუმცა საეკლესიო პირებს არაერთხელ უთქვამთ, რომ რელიგიური რიტუალების დროს დაინფიცირება გამორიცხულია“, - აღნიშნულია სტატიაში.

ნილ ჰოუერი აღნიშნავს, რომ ქართული ეკლესიის გადაწყვეტილება კიდევ უფრო გაუგებარია იმ ფონზე, როდესაც სხვა მართლმადიდებელმა ეკლესიებმა, მათ შორის რუსულმა და ბერძნულმა ეკლესიებმა მრევლს აღდგომის დღესასწაულზე სახლში დარჩენისკენ მოუწოდეს.

„აღდგომის დღესასწაული საქართველოსთვის დიდი რისკის შემცველი იქნება. თუ დღესასწაული ხალხმრავლობის ფონზე აღინიშნება, საქართველოს წარმატებას კორონავირუსთან ბრძოლის კუთხით შესაძლოა საფრთხე დაემუქროს“, - აღნიშნულია სტატიაში.


imedinews

თეგები:
CNN



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up