CNN: 22 მამაკაცი  უფრო მდიდარია, ვიდრე 326 მლნ. აფრიკელი ქალი

CNN: 22 მამაკაცი უფრო მდიდარია, ვიდრე 326 მლნ. აფრიკელი ქალი

access_time2020-01-21 20:30:47

გლობალური უთანასწორობა გავიდა კონტროლიდან ეკონომიკური სისტემების უსამართლობის გამო, რომელიც ზღუდავს ქალების უფლებებს  და აძლევს მილიარდერებს საზოგადოებისთვის უსარგებლო სიმდიდრის დაგროვების საშუალებას - ასეთია საერთაშორისო საქველმოქმედო  ორგანიზაცია Oxfam International-ის კვლევის დასკვნა.

 

ორგანიზაცია მოუწოდებს მთავრობებს მიიღონ ზომები, რომლებიც შეამცირებს დატვირთვას ქალებზე, რომელიც დაკავებულები არიან ბავშვების და მოხუცების მოვლით. ხშირ შემთხვევაში თითქმის უფასოდ ან მცირე ანაზღაურების სანაცვლოდ.

 

Oxfam-ი  მდიდრებისთვის გადასახადების გაზრდას  და მეტი სახსრების ჯანდაცვაზე და ბავშვებზე  ხარჯვას აუცილებლად მიიჩნევს.

 

საქველმოქმედო ორგანიზაციის მოხსენება გამოქვეყნდა დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე - როგორც ცნობილია, ამ ყოველწლიურ შეკრებაში მონაწილეობენ მთავრობების და მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები.

 

დოკუმენტში ასევე მოყვანილია სხვადასხვა მონაცემები, კერძოდ:

 

 2153 მილიარდერი  უფრო  მეტ ქონებას ფლობს, ვიდრე 4,6 მლრდ. ადამიანი

 

მსოფლიოში ყველაზე მდიდარი 22 მამაკაცი უფრო მდიდარია, ვიდრე ყველა აფრიკელი ქალი ერთად აღებული - გაეროს მონაცემებით, შავ კონტინენტზე ამჟამად  20 წლის ასაკზე უფროსი 326 მლნ. ქალი ცხოვრობს.

 

მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ადამიანთა 1% ფლობს მეტ ქონებას, ვიდრე დანარჩენი 6,9 მლრდ. ადამიანი.


 

ქალების მიერ ბავშვების და მოხუცების უფასო მოვლის ჯამური ღირებულება შეადგენს 10 ტრლნ. დოლარს.სწორედ ამ თანხას ვერ იღებენ ქალები, რომლებიც  ამ სფეროში მუშაობენ.

 

ბოლო 10 წლის მანძილზე მილიარდერების რაოდენობა მსოფლიოში გაორმაგდა.

 

63-გვერდიანი მოხსენება ამტკიცებს, რომ მსოფლიო ლიდერები  არასათანადო ყურადღებას მდიდრებს და ღარიბებს შორის უთანასწორობის ზრდას უთმობენ.Oxfam-ი  ასევე  ყურადღებას  ამახვილებს  წესებზე, რომელიც მამაკაცებს ბიზნესში და პოლიტიკაში  ძირითადი საკვანძო პოზიციების დაკავების საშუალებას აძლევენ. მოხსენების ავტორების აზრით, ეკონომიკური უთანასწორობის ერთ-ერთი საფუძველია გენდერული უთანასწორობა.

 

ქალები ამყარებენ საბაზრო ეკონომიკას უფასო ან იაფფასიანი შრომით. ისინი ასევე  მხარს  უჭერენ  სახელმწიფოს იმით, რომ უვლიან ბავშვებს და მოხუცებს, მაშინ, როდესაც ეს სწორედ სახელმწიფოს მოვალეობაა. ეს დისკრიმინაციული შრომა აძლიერებს სექსისტურ ეკონომიკურ სისტემას, რომელიც ართმევს ბევრს, და ურიგებს ცოტას - მიიჩნევენ Oxfam-ის ექსპერტები.

 

საერთაშორისო ორგანიზაცია აფრთხილებს მთავრობებს, რომ მოსახლეობის დაბერება და უფასო მომსახურეობის სახეობების შემცირება სავარაუდოდ გაზრდის მოთხოვნას მოხუცების და ბავშვების მოვლაზე და კიდევ უფრო გააძლიერებს უთანასწორობას.

 

ეკონომიკური უთანასწორობის საზარელი დონე და მოვლის სფეროში მოახლოებული კრიზისი - ეს ის პრობლემებია, რომლებთანაც გამკლავება შესაძლებელია, თუმცა, ეს მოითხოვს შეთანხმებულ ქმედებებს  და გაბედულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, რომლებიც შეძლებენ ზიანის ანაზღაურებას, ყველა მოქალაქეზე ზრუნვაზე აგებული ეკონომიკური სისტემის აშენებას - ნათქვამია მოხსენებაში,

 

ორგანიზაცია ასევე  მთავრობებს მოხუცებზე და ბავშვებზე ზრუნვის ეროვნული სისტემების შექმნას, მდიდრებისთვის გადასახადების გაზრდას და უფასო სოციალური მომსახურეობის უზრუნველყოფას ურჩევს. Oxfam-ი  ასევე მიიჩნევს აუცილებლად კორპორაციების და მილიარდერების გავლენის შემცირებას პოლიტიკურ და ეკონომიკურ სისტემებში.

 

მოხსენება გამოქვეყნდა იმ დროს, როდესაც შტატებში აქტიურად მიდის დისკუსია - არიან თუ არა მილიარდერები სასარგებლო საზოგადოებისთვის?აზრები ამ საკითხის გარშემო მკვეთრად გაიყო - ნაწილი თვლის, რომ მილიარდერები არიან ეფექტური კაპიტალისტური სისტემის განუყოფელი ნაწილი, და სწორედ ეს სისტემა ქმნის საშუალო ფენას, რომელიც თავის მხრივ, არის სტაბილურობის და დემოკრატიის მთავარი გარანტი ნებისმიერ მდიდარ ქვეყანაში.

 

ამიტომაც, ამ აზრის მომხრეები მიიჩნევენ, რომ მილიარდერები ნამდვილად სასარგებლო არიან ქვეყნების ეკონომიკების განვითარებისთვის.

 

სხვების აზრით, მილიარდერებისთვის უფრო მაღალი გადასახადების დაწესება გააუმჯობესებდა სამყაროს  და  მას სამართლიანობას შემატებდა. ამ საკითხმა განხეთქილება  შეიტანა  დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის, იმის მიუხედავად, რომ 2 მათგანი - მაიკლ ბლუმბერგი და ტომ სტეირი - თავად არის მილიარდერი.

 

Oxfam-ი  თვლის, რომ დღევანდელი კაპიტალისტური სისტემა არაეფექტურია, რადგანაც აძლევს მონოპოლიებს აყვავების საშუალებას,ხელს უწყობს სიმდიდრის კონცენტრაციას ადამიანთა მცირე ჯგუფის ხელში.

 

იმის შესწავლა, თუ საიდან მოდის მილიარდერთა სიმდიდრე  და როგორ გამოიყენება ეს ქონება, გვაძლევს მიზეზს ეჭვი შევიტანოთ მათ სარგებლობაში ჩვენი ეკონომიკის და ჩვენი საზოგადოებისთვის - ამტკიცებს Oxfam-ი.

 

CNN




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up