CNBC: რუსეთის ახალი ულტრაბგერითი იარაღი 2020 წლისთვის მზად იქნება

CNBC: რუსეთის ახალი ულტრაბგერითი იარაღი 2020 წლისთვის მზად იქნება

access_time2018-05-16 19:00:20


 CNBC-ის ინფორმაციით, რუსეთის ახალი ულტრაბგერითი იარაღი, რომლისგანაც დაცვა აშშ-ს ჯერჯერობით არ შეუძლია, 2020 წლისთვის მზად იქნება. აღნიშნული ინფორმაცია CNBC-ის ანონიმურმა წყარომ მიაწოდა, რომელსაც აშშ-ის დაზვერვასთან აქვს კავშირი.

 

წყაროს თანახმად, რუსეთმა ულტრაბგერითი იარაღის ტესტირება რუსეთმა 2016 წელს ორჯერ წარმატებით ჩაატარა. თუმცა მესამე ტესტირება 2017 წლის ოქტომბერში წარმატებული არ გამოდგა. იარაღის მეოთხე გამოცდა მიმდინარე წლის ზაფხულშია დაგეგმილი.

 

ულტრაბგერით იარაღს Avangard ეწოდება. აეროდინამიკული ძალების დახმარებით, მას ატმოსფეროდან გასვლა შეუძლია, სადაც იწყებს მანევრირებას და საბოლოო წერტილს ანტისარაკეტო სისტემების გვერდის ავლით აღწევს.

 

CNBC წერს, რომ იარაღზე მოსკოვი 30 წელიწადზე მეტი დროის განმავლობაში მუშაობდა. მას წამში დაახლოებით 1.6 კმ-ის დაფარვა შეუძლია.


 

 აშშ-ის დაზვერვის ინფორმაციით, იარაღი მზად 2020 წლისთვის იქნება.

 

მარტში რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. მისი თქმით, Avangard-ს ბგერის სიჩქარეზე გაცილებით სწრაფად შეუძლია გადაადგილება. „ეს სიმართლეა,“ აღნიშნა პუტინმა.

 

ულტრაბგერით იარაღთან დაკავშირებით განცხადება აშშ-ის საჰაერო ძალების გენერალმა, ჯონ ჰაიტენმა გააკეთა. „ჩინეთი და რუსეთი ულტრაბგერითი იარაღის შესაძლებლობებზე აქტიურად მუშაობენ. ჩვენ მისგან თავდაცვა არ შეგვიძლია,“ აღნიშნა მან.

 

ჰაიტენი რუსეთს აშშ-ის მთავარ მტერს უწოდებს. მისი აზრით, თავდაცვისთვის აშშ-მა თავის არსენალს ახალი ტიპის ბირთვული იარაღი უნდა შემატოს.

 

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის უახლესი ბიუჯეტი $686 მილიარდს შეადგენს, სადაც ჩინეთისგან და რუსეთისგან წამოსული საფრთხის წინააღმდეგ შესაბამისი ზომების მიღებაა გათვალისწინებული.

 




კლუბი ბასიანი იხსნება

კლუბი ბასიანი იხსნება
person access_time2018-05-23 15:12:40
კლუბი ბასიანი იხსნება. ამის შესახებ კლუბის ერთ-ერთი დამფუძნებელი ზვიად გელბახიანი „facebook“-ზე წერს. გელბახიანის ინფორმაციით მათ შსს-დან დაურეკს და უთხრეს, რომ კლუბს ლუქი მოეხსნა.   შეგახსნებთ, რომ სამართალდამცავებმა სპეცოპერაცია “გალერისა” და “ბასიანში” 12 მაისს, შუაღამისას, დაახლოებით პირველ საათზე, ერთდროულად დაიწყეს. როგორც შსს ამბობს, ნარკოტიკების...

პირველად ისტორიაში, ნიუ-იორკის საფონდო ბირჟას ქალი უხელმძღვანელებს

პირველად ისტორიაში, ნიუ-იორკის საფონდო ბირჟას ქალი უხელმძღვანელებს
person access_time2018-05-23 14:50:45
  226-წლიანი ისტორიაში პირველად, ნიუ-იორკის საფონდო ბირჟას ქალი უხელმძღვანელებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს.     კაპიტალიზაციის მოცულობით მსოფლიოში უმსხვილეს ბირჟას სტეისი კანინგემი უხელმძღვანელებს, რომელიც ამ მომენტისთვის ოპერაციული დირექტორის პოსტს იკავებს.     კანინგემი ახალ პოზიციას 25 მაისს დაიკავებს.  

ბათუმში კაზინო ეკლიპსი იხსნება - კომერსანტის ექსკლუზივი

ბათუმში  კაზინო  ეკლიპსი იხსნება - კომერსანტის ექსკლუზივი
person access_time2018-05-23 11:52:13
  კომერსანტისთვის სანდო წყაროზე დაყრდნობით გახდა ცნობილი, რომ ბათუმში  ცნობილი ლაქშერი ტიპის სამორინე  — Eclipse შემოდის. უკვე რამდენიმე კვირაა, რაც ბათუმისა და თბილისის ქუჩებში საინტერესო ბანერები გაჩნდა წარწერით: ეკლიპსი გვიახლოვდება. როგორც — ეკლიფსი-ის წარმომადგენლობამ განგვიცხადა, ახალი...

Human Rights Watch მსოფლიო ლიდერებს მოუწოდებს, მოსკოვში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის მატჩს ბოიკოტი გამოუცხადონ

Human Rights Watch მსოფლიო ლიდერებს მოუწოდებს, მოსკოვში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის მატჩს ბოიკოტი გამოუცხადონ
person access_time2018-05-23 10:47:35
  Human Rights Watch-ის აღმასრულებელი დირექტორის კენეტ როტის განცხადებით, რუსეთს მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობით  სურს პატივისცემის მოპოვება და თავის მხარეს სურს მსოფლიო საზოგადოებრივი აზრის გადაბირება.    ამიტომ უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch მსოფლიო...

საქართველო საქმიანი თუ საერთაშორისო შეხვედრების ეპიცენტრი ხდება

საქართველო  საქმიანი თუ საერთაშორისო შეხვედრების ეპიცენტრი ხდება
person access_time2018-05-23 11:00:00
   საერთაშორისო კონგრესებისა და კონვენციების ასოციაცია – ICCA-ს რეიტინგში, საქმიანი ტურიზმის სფეროში საქართველოს მაჩვენებელი გაუმჯობესდა. როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს ხელმძღვანელმა  თორნიკე ზირაქიშვილმა რადიო „კომერსანტს “უთხრა, გამარტივებული სავიზო რეჟიმი, კარგი ინფრასტრუქტურა...


მსგავსი სიახლეები

up