CNBC - ციფრულმა ვალუტამ შესაძლოა, მსოფლიო ფინანსური სისტემა ჩამოშალოს

CNBC - ციფრულმა ვალუტამ შესაძლოა, მსოფლიო ფინანსური სისტემა ჩამოშალოს

access_time2021-04-20 19:30:00

უოლ-სტრიტის ბანკები ციფრულ ვალუტას ფინანსური სისტემის ჩამოშლის საფრთხედ აღიქვავენ. ბიზნეს-პორტალ CNBC-ის ცნობით, ამერიკის ცენტრალურმა ბანკმა, რომლის ფუნქციასაც ფედერალური სარეზერვო სისტემა ასრულებს, ციფრული დოლარის შემუშავების პროექტი ჩაუშვა. ფედერალურმა ბანკმა ეს მასაჩუსეტის ტექნოლოგიურ ინსტიტუტთან ერთად გააკეთა, თუმცა ციფრული დოლარის დანერგვას არ ჩქარობს.



მისგან განსხვავებით, მსოფლიო ქვეყნების ცენტრალური ბანკები, დაწყებული ჩინეთიდან (ციფრული იუანი) და ბაჰამის კუნძულებით დამთავრებული („ქვიშის დოლარი“), ნაღდი ფულის ალტერნატივად ციფრულ ფულს სულ უფრო დიდი ინტერესით ეკიდებიან. 2020 წელს საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის გამოკითხვამ აჩვენა, რომ მსოფლიო ბანკების 60% ციფრული ვალუტის „კონცეფციის მტკიცებულებებზე“ მუშაობს, თუმცა მხოლოდ 14%-მა ჩაუშვა საპილოტე პროგრამები ან ციფრული ფულის შემუშავების სტადიაშია. ციფრული ვალუტის მთავარ დადებით მხარედ ასახელებენ გადახდების დაჩქარებასა და ფინანსურ სისტემაზე ხელმისაწვდომობას იმ პირების მხრიდან, რომლებიც საბანკო სისტემაში არ იმყოფებიან.



CNBC-ის ცნობით, ფედერალური სარეზერვო სისტემის ციფრული ვალუტა, ერთის მხრივ, კრიპტოვალუტის მსგავსი, მაგრამ, ამავე დროს, მისგან განსხვავებული იქნება: ის ქაღალდის დოლარის მსგავსად იფუნქციონირებს და მთლიანდ ცენტრალური ხელისუფლების დაქვემდებარებაში და რეგულაციის ქვეშ იქნება. თუმცა Morgan Stanley-ის მთავარი ეკონომისტი ჩეთან ახია აცხადებს, რომ ციფრული ვალუტისკენ გადადგმული ნაბიჯები ფინანსურ სისტემას, ფაქტიურად, დაანგრევს.



„რაც ცუფრო ფართოდ გამოიყენება ციფრული ვალუტა, მით უფრო ბევრი ინოვაციური შესაძლებლობაა, რაც ფინანსური სისტემის დანგრევის ბევრ შესაძლებლობასაც გულისხმობს,“ - აცხადებს ჩეთან ახია.



საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი-დირექტორი კრისტალინა გეორგიევა მიიჩნევს, რომ ციფრული ვალუტის პოტენციურ წამგებიან მხარეს წარმოადგენენ ტრადიციული ბანკები და ფინანსურ-ტექნოლოგიური სტარტაპები: მათ შესაძლოა, დეპოზიტები დაკარგონ, რადგან კლიენტები თავიანთ ანგარიშებს ცენტრალურ ბანკებში გადაიტანენ. ამასთან, ციფრული ვალუტის სფეროში კონფიდენციალურობის პრობლემაც დადეგბა და ახალ სისტემასთან აბსოლუტური ინტეგრაცია ვერ მოხდება.




CBS-თან ინტერვიუში ფედერალური სარეზერვო სისტემის თავმჯდომარე ჯერომ პაუელი აცხადებს, რომ ციფრული ვალუტისკენ გზაზე ბევრი ფრთხილი პოლიტიკური და დიზაინური გადაწყვეტილებაა მისაღები.



„საბოლოო გადაწყვეტილებმადე, დამაჯერებლად უნდა ვუპასუხოთ შემდეგ კითხვაზე: რა სარგებელს მოუტანს ეს ხალხს, რომელსაც ჩვენ ვემსახურებით?!“ - აცხადებს პაუელი.



საბანკო პოლიტიკის გენერალური დირექტორი გრეგ ბაერი ციფრულ ვალუტაზე თავის ერთ-ერთ სამუშაო დოკუმენტში ტრადიციული საბანკო სისტემის შესაძლო დასუსტებაზე გაფრთხილებას იძლევა. ის წერს, რომ ციფრულ ვალუტას ეკონომიკურ ზრდაზე მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა ექნება, თუკი ცენტრალური ბანკი, ასევე, არ აიღებს თავის თავზე საკრედიტო პასუხისმგებლობას ან ბანკების დაფინანსების რეგულარუ წყაროდ არ გადაიქცევა.



ციფრული ვალუტის პროექტ „ბრიტკოინზე“ ევროპის ცენტრალური ბანკიც მუშაობს. თუმცა ბანკში აცხადებენ, რომ ეს პროექტი მხოლოდ ბანკებს შორის კავშირის საშუალება იქნება და მათი ციფრული ვალუტის ანგარიშებისთვის შუამავლის როლს შეასრულებს. „ბრიტკოინი“ ფუნტის ღირებულებას მიებმება, რათა მოგების მიღების მიზნით მათი აქტივების სახით ფლობა გამოირიცხოს. საერთაშორისო ბიზნეს-გადახდების კომპანია Equals Money-ის სპეციალისტი ჯერემი ტომსონ-კუკი აცხადებს, რომ შემდეგი ათწლეულის განმავლობაში, გაუთვალისწინებელი ხარჯებისა და სპონტანური ხარჯვის გარდა, ყველა გადახდა ონლაინით მოხდება.




BPN.GE









„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up