CNBC - ჩინეთი მსოფლიო ბანკისგან მილიარდობით დოლარის სესხს იღებს

CNBC - ჩინეთი მსოფლიო ბანკისგან მილიარდობით დოლარის სესხს იღებს

access_time2019-01-12 18:20:21

ჩინეთი ისევ იღებს მილიარდობით დოლარის მოცულობის შეღავათიან კრედიტებს მსოფლიო ბანკისგან, რომელიც თავისი არსით, ღარიბი განვითარებადი ქვეყნების დახმარებას ისახავს მიზნად. ინფორმაციას ამერიკული ტელეარხი CNBC „გლობალური განვითარების ცენტრის“ კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს.


ანალიტიკური ორგანიზაცია „გლობალური განვითარების ცენტრის“ [The Center for Global Development] ბოლო კვლევის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი მსოფლიოს სიდიდით მეორე ეკონომიკაა, ყოველ წელს საშუალოდ, 2 მილიარდ დოლარს სესხულობს „რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკისაგან“ (IBRD), რომელიც მსოფლიო ბანკის შემადგენლობაში შემავალი ინსტიტუტია.


„გლობალური განვითარების ცენტრი“ მსოფლიოში ცნობილი ერთ-ერთი წამყვანი ანალიტიკური ორგანიზაციაა, რომელიც საერთაშორისო განვითარების საკითხებს იკვლევს და ოფისები ვაშინგტონსა და ლონდონში აქვს.


მსოფლიო ბანკი, რომელიც სიღარიბის დაძლევას ისახავს მიზნად, ძირითადად განვითარებად, დაბალშემოსავლიან ეკონომიკებს ეხმარება შეღავათიანი სესხების გაცემის გზით და მისი საპროცენტო განაკვეთები საბაზროზე ბევრად დაბალია.


ორგანიზაციის უმსხვილესი აქციონერი და სპონსორი ამერიკის შეერთებული შტატებია. შესაბამისად, მისი ხმა გადამწყვეტია დაფინანსების პოლიტიკის განსაზღვრის საკითხებში.


რაც შეეხება უშუალოდ IBRD-ს, ეს ორგანიზაცია სესხებს ძირითადად, საშუალო შემოსავლის მქონე ეკონომიკებზე გასცემს, ან დაბალი შემოსავლის მქონე, მაგრამ კარგი საკრედიტო ისტორიის მქონე ქვეყნებზე.



ჩინეთმა 2016 წელს უკვე გადალახა შემოსავლის ზედა ზღვარი, რომლის მაღლაც IBRD-ი კრედიტებს აღარ იძლევა. თუმცა, როგორც ანალიტიკურმა ცენტრმა გაარკვია, 2016 წლის შემდეგ ჩინეთს IBRD-სგან საერთო ჯამში, 7.7 მილიარდ დოლარზე მეტი სესხი აქვს აღებული. გარდა ამისა, ჩინეთმა უკვე თავად დაიწყო სესხების გაცემა „ერთი სარტყელი – ერთი გზის“ პროექტის ფარგლებში, რომელიც ისტორიული აბრეშუმის გზის განვითარება-გაფართოებას ისახავს მიზნად და პრიორიტეტული მარშრუტის გასწვრივ არსებულ განვითარებად ქვეყნებს ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებელ კრედიტებს აძლევს.


აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია უკმაყოფილებას გამოთქვამს, რომ მსოფლიო ბანკმა სესხები გასცეს ქვეყანაზე, რომელიც უკვე თავად იძლევა მილიარდობით დოლარის სესხს, თანაც საკმაოდ ბუნდოვანი და კაბალური პირობებით. თეთრი სახლი მსოფლიო ბანკის მიერ ჩინეთისთვის გაცემული სესხების გამჭვირვალობასაც ეჭვის თვალით უყურებს და უკვე მუშაობს იმ მიმართულებით, რომ ორგანიზაციამ შეწყვიტოს ჩინეთის დაფინანსება.


აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს ზოგიერთი წარმომადგენელი უკვე ღიად საუბრობს, რომ ჩინეთის ეკონომიკის ზრდის დაფინანსება აღარ არის მსოფლიო ბანკის საქმე.


ჯერჯერობით მსოფლიო ბანკი აგრძელებს დაფინანსებას, რადგან ანალიტიკოსების აზრით, ჩინეთისთვის კრედიტზე უარის თქმა ორგანიზაციას საშუალებას მოუსპობს, ჩაიხედოს ჩინეთში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებში და გავლენა მოახდინოს მათზე.


მიუხედავად თეთრი სახლის კრიტიკისა, მსოფლიო ბანკმა IBRD-ს დაფინანსება წელსაც გაუზარდა, თუმცა იმ პირობით, რომ მდიდარ ქვეყნებზე გაცემულ სესხებზე ორგანიზაცია უფრო მაღალ პროცენტს დააწესებს.


1tv.ge





თეგები:
სესხb



"საპენსიო რეფორმას არ აქვს თეორიული შანსი, რომ არ დაასრულოს სრული კატასტროფით“

access_time2019-01-21 19:30:29
"საპენსიო რეფორმას არ აქვს თეორიული შანსი, რომ არ დაასრულოს სრული კატასტროფით, ყველა შემთხვევაში, რაც არ უნდა მოხდეს, საპენსიო რეფორმა ამ ქვეყნისთვის, ანუ ადამიანებისთვის დამაზიანებელი იქნება," — წერს სიციალურ ქსელში  "გირჩის" წევრი ნიკა ობოლაძე და იქვე მიზეზებს განმარტავს: არსებობს 2 ვარიანტი: ა) საპენსიო რეფორმა შემდეგი ათწლეულები უპრობლემოდ მუშაობს შემოთავაზებული სქემით ბ) არსებული...

სამრეწველო ჯოჯოხეთი - საიტი Wired Tesla-ში მუშაობის არაადამიანურ პირობებზე წერს

სამრეწველო ჯოჯოხეთი - საიტი Wired Tesla-ში მუშაობის არაადამიანურ პირობებზე წერს
access_time2019-01-21 20:30:29
2016 წლის მარტში, ილონ მასკი ლოს-ანჯელესის გარეუბანში Tesla-ს ერთ-ერთ სალონში მივიდა. ეს იყო იმ დღეს, როდესაც კომპანიამ დაიწყო შეკვეთების მიღება ახალ მოდელზე - Model 3-ზე, რომელიც უნდა გამხდარიყო ბრენდის პირველი ნაბიჯი მასობრივი მოხმარების სეგმენტში. ტოპ მენეჯერები მარჩიელობდნენ შეკვეთების შესაძლო რაოდენობაზე და ელოდნენ დაახლოებით 50 000-ს, რაც იქნებოდა რეკორდი ელექტრომობილების ინდუსტრიისთვის. თუმცა, რეალობამ გადააჭარბა...

სოსო არჩვაძე: საქართველოში მდიდარი ფენის შემოსავალი დაახლოებით 17-ჯერ აღემატება ღარიბი ფენის შემოსავლებს

სოსო არჩვაძე: საქართველოში მდიდარი ფენის შემოსავალი დაახლოებით 17-ჯერ აღემატება ღარიბი ფენის შემოსავლებს
access_time2019-01-22 09:00:04
მოსახლეობის მდიდარი ფენის 10%-ის შემოსავლები 17-ჯერ აღემატება ღარიბი მოსახლეობის 10%-ის შემოსავლებს. ცხადია მდიდრებსა და ღარიბებს შორის განსხვავება არის და იქნება, მთავარია დროთა განმავლობაში ეს განსხვავება შემცირდეს, -ასე აფასებს სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე სოციალური უთანასწორობის საკითხს საქართველოში. საქსტატის მონაცემებით მოსახლეობის 21.9 % სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევითაა. საქართველოში ჯინის კოეფიციენტი, რომელიც...

კახა ბექაური : „ოპერატორებს არ მივცემთ უფლებას, რომ საკუთარი ძალაუფლება მომხმარებლებზე ბოროტად გამოიყენონ“

კახა ბექაური : „ოპერატორებს არ მივცემთ უფლებას, რომ საკუთარი ძალაუფლება მომხმარებლებზე ბოროტად გამოიყენონ“
access_time2019-01-21 17:10:48
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური ორი კომპანიის მიერ ტარიფების გაზრდასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას აფასებს და ამბობს, რომ კომისიას ყველა კანონიერი ბერკეტი გააჩნია, იმისთვის, რომ კომპანიების მხრიდან განხორციელებული არაკანონზომიერი ქმედებები აღკვეთოს. კახა ბექაური იმედს იტოვებს, რომ კომისიის განცხადების შემდეგ კომპანიები წინდახედულობას გამოიჩენენ და კომისიასთან საკითხის გავლის გარეშე გადაწყვეტილებას არ მიიღებენ....

პანორამა თბილისის შენობაში კერძო პირებმა ფართების გაყიდვა-გაქირავება დაიწყეს

პანორამა თბილისის შენობაში კერძო პირებმა ფართების გაყიდვა-გაქირავება დაიწყეს
access_time2019-01-21 16:00:10
პანორამა თბილისის ფარგლებში თაინვესტირების ფონდი „ცეკავშირის“ ყოფილ შენობაში მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას 2019 წლის ბოლოს დაასრულებს. როგორც „კომერსანტს“ „თანაინვესტირების ფონდში“ განუცხადეს, ამ ეტაპზე კომპანიის მიერ ფართების გაქირავება-გაყიდვის პროცესი დაწყებული არ არის. რაც შეეხება შენობის ქვედა სართულზე რამდენიმე ფართის გაყიდვა-გაქირავებას, როგორც კომპანიაში აცხადებენ, ამ ფართების მფლობელები კერძო პირები არიან, ვინც ჯერ კიდევ „თანაინვესტირების ფონდის“ მიერ შენობის შეძენამდე...


მსგავსი სიახლეები

up