Clepa - ელექტრომობილებზე სრულად გადასვლა ევროკავშირში ნახევარ მილიონ სამუშაო ადგილს შეიწირავს

Clepa - ელექტრომობილებზე სრულად გადასვლა ევროკავშირში ნახევარ მილიონ სამუშაო ადგილს შეიწირავს

access_time2021-12-08 21:30:00

ევროკავშირის მიერ 2035 წლისთვის შიდაწვისძრავიანი მანქანების აკრძალვა ნახევარ მილიონ სამუშაო ადგილს საფრთხეს შეუქმნის. ამის შესახებ ევროპის ავტომობილების მიმწოდებელთა ასოციაციის, Clepa-ს გამოკითხვის შედეგების ანგარიშში წერია, რასაც სააგენტო Bloomberg ავრცელებს.



Clepa-მ გამოკითხვა, თითქმის, 100 კომპანიას შორის ჩაატარა და დაასკვნის, რომ 2035 წლის დადგომამდე დარჩენილ 5 წელიწადში სამუშაო ადგილების ორ მესამედზე მეტი გაქრება, რაც მასობრივი უმუშევრობის „სოციალური და ეკონომიკური ზემოქმედების შედეგების“ შემსუბუქებას გაართლებს.



თუმცა PwC-ის კვლევამ აჩვენა, რომ ელექტრო კომპონენტების წარმოებაში, მომდევნო 20 წლის განმავლობაში, 226 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება, რაც უმუშევრობის ზრდას შეანელებს.



მიმდინარე წლის დასაწყისში ევროკომისიამ გამოაცხადა გეგმა, 2035 წლისთვის ახალ მანქანებში CO2 გამონაბოლქვის სრულად აღმოფხვრის შესახებ. ამ თარიღიდან წიაღისეული საწვავის მანქანების გაყიდვა, ფაქტობრივად, აიკრძალება. მიუხედავად იმისა, რომ ევროკომისიას არა აქვს დადგენილი შიდაწვისძრავიანი მანქანების აკუმულატორულ ბატარეაზე მომუშავე ელექტრომობილებით ჩანაცვლება, ავტომწარმოებლები, მათ შორის ევროპის უდიდესი გერმანული კონცენრნი Volkswagen სხვა ტექნოლოგიების, მათ შორის წყალბადის საწვავის გამოყენებას გამორიცხავენ.




Clepa მანქნების 3000-ზე მეტ მიმწოდებელს აერთანებს. ასოციაცია დიდი ხანია, ამტკიცებს, რომ შუალედური ტექნოლოგიების გამოყენება ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტზე გადასვლისგან მოსალოდნელ დარტყმას შეარბილებს.



„ერთი უნივერსალური მიდგომის მიმართ საზოგადოების მოთხოვნილებები მეტად მრავალფეროვანია. ჰიბრიდული ტექნოლოგიების, მწვანე წყალბადისა და განახლებადი, ეკოლოგიურად სუფთა საწვავის გამოყენება ინოვაციების განვითარებას განაპირობებს,“ - აცხადებს Clepa-ს გენერალური მდივანი, სიგრიდ დე ვრისი.



გერმანიის მთავრობის 2020 წლის ანგარიშში წერია, რომ შიდაწვის ენერგიაზე მომუშავე მანქანებიდან ეკოლოგიურზე გადასვლამ ქვეყანას შესაძლოა, 400 000-მდე სამუშაო ადგილი დააკარგვინოს. მაშინ Volkswagen-ის აღმასრულებელი დირექტორი ჰერბერტ დისი აცხადებდა, რომ ასეთი კატასტროფული სცენარი „ალბათ, უმნიშვნელოდ გაზვიადებულია“ და „არსებული ავტომანქანების ძირითადი ნაწილი იგივე დარჩება.“


bpn.ge









„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up