ციხელაშვილი: აფხაზეთში ე.წ. არჩევნებს ლეგიტიმურობა ვერ ექნება

ციხელაშვილი: აფხაზეთში ე.წ. არჩევნებს ლეგიტიმურობა ვერ ექნება

access_time2019-08-25 20:40:41

ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე ე.წ. არჩევნებს ვერანაირი ლეგიტიმურობა ვერ ექნება, განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა.


მინისტრის კომენტარს მისივე უწყება ავრცელებს.


„ე.წ. არჩევნებს ისევე როგორც სხვა მსგავს პროცესებს ვერ ექნება ვერანაირი ლეგიტიმურობა სხვა სამართლებრივ ასპექტებთან ერთად და ცხადია, ვერანაირად გამოხატავს აფხაზეთის რეგიონის მკვიდრი მოსახლეობის ნებას და ვერ ექნება მასთან საერთო იმ პირობებში, როდესაც მოსახლეობის უმეტესობა გამოდევნილია.

რაც შეეხება თვითონ ამ პროცესებს, ცხადია ჩვენთვის მნიშვნელოვანი გახლავთ ერთი რამ, რომ ზოგადად ნებისმიერი განვითარება იყოს მშვიდობიანი, რადგან ჩვენთვის სულერთი არ არის საზოგადოების და მოსახლეობის მდგომარეობა იქ. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ოკუპაციის ქვეშ ძალიან რთული ვითარებაა, ძალიან ბევრს აქვს იმედგაცრუების განცდა სრულიად სამართლიანად და მზარდია იზოლაციის განცდა ოკუპაციის პირობებში, ოკუპაციის გამო.


ამიტომ ჩვენი ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რომ პირველ რიგში მოსახლეობის მდგომარეობა გაუმჯობესდეს და ამისათვის ცხადია, საჭიროა გარკვეული ნაბიჯების გადადგმა.

ქართულ საზოგადოებაში, დიდ ნაწილში არსებობს უკვე მზაობაც და გაცნობიერებაც, ჩვენი ხელისუფლების მხრიდან იდგმება კონკრეტული ნაბიჯები, არსებობს ძალიან კონკრეტული კონტაქტები და დიალოგის სხვადასხვა თუმცა, ასე ვთქვათ არაფორმალური ფორმატები და მზაობა არაერთხელ გამოგვიცხადებია ამ დიალოგების გაფართოებაზე, აფხაზური საზოგადოების ყველა დონეზე.

აქ ცხადია საუბარი არ არის და ვერც მომავალში იქნება რაიმე ე.წ. ფორმალურ რეგალიებზე, მაგრამ დიალოგს, კომუნიკაციებს, ალტერნატივა არ აქვს პირველ რიგში მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის, ამისთვის ჩვენ ძალიან კონკრეტული ხედვები და ინიციატივებიც გვაქვს მშვიდობისთვის და საბოლოო ჯამში რა თქმა უნდა, გარდაუვალი პროცესისთვის, რომელიც ჩვენს საზოგადოებებს შორის ნდობის მშენებლობას და შერიგებას გულისხმობს“, - აცხადება მინისტრი.


ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. რუსული მედიის ინფორმაციით, „პრეზიდენტის“ თანამდებობისთვის 9 კანდიდატი იბრძვის.

.






forbes - საუდის არაბეთზე შეტევას ნავთობის გაძვირება მოჰყვა

forbes - საუდის არაბეთზე შეტევას ნავთობის გაძვირება მოჰყვა
access_time2019-09-16 19:00:49
საუდის არაბეთმა ოფიციალური დაადასტურა ნავთობმოპოვების თითქმის 6 მლნ. ბარელით შემცირება, მას შემდეგ, რაც სახელმწიფო ნავთობკომპანია Saudi Aramco-ს ქარხნებზე უპილოტო საფრები აპარატებით შეტევა განხორციელდა. შავ ოქროზე ფასების ნახტომისებრი ზრდის თავიდან აცილების მიზნით, აშშ-მ განაცხადა, რომ მზადაა აამოქმედოს თავისი რეზერვები. ორ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე საჰაერო შეტევა შაბათს დილით მოხვდა - პირველმა ეს ინფორმაცია საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრმა აბდელ...

ამერიკა ცდილობს უზბეკეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს დაკავშირებას

 ამერიკა ცდილობს უზბეკეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს დაკავშირებას
access_time2019-09-16 20:00:25
უზბეკეთმა და საქართველომ მიაგნეს შეხების წერტილს - ესაა ტრანზიტი. თბილისისთვის ეს არის ქვეყნის ტერიტორიაზე ტვირთბრუნვის გაზრდის საშუალება, ხოლო უზბეკეთი იღებს ქართული პორტების გავლით ევროპულ ბაზრებზე გასვლის საშუალებას. ინტერესი ორმხრივია, თუმცა, პრობლემა იმაშია, რომ დღეისათვის არ არსებობს კავკასიურ სატრანსპორტო დერეფანზე გასატარებელი ტვირთების საკმარისი რაოდენობა. 11-13 სექტემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი...

აუდიტის სამსახური - 400 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 27 პროექტის წლიური ბიუჯეტი საერთოდ არ არის ათვისებული

აუდიტის სამსახური - 400 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 27 პროექტის წლიური ბიუჯეტი საერთოდ არ არის ათვისებული
access_time2019-09-16 18:00:58
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯამში 400 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების, 27 კაპიტალური პროექტის წლიური ბიუჯეტი, 6 თვის მონაცემებით, საერთოდ არ არის ათვისებული. ბიუჯეტით გათვალისწინებული კაპიტალური პროექტებისა და მათზე გამოყოფილი სახსრების ათვისების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო აუდიტის სამსახრუსი ბიუჯეტის მონიტორი აქვენებს, რომლის თანახმად, 6 თვის მონაცემებით, 26 პროექტში ათვისებულია წლიური ბიუჯეტის 1%-დან...

ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია Vetements -დან მიდის

ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია Vetements -დან მიდის
access_time2019-09-16 14:30:27
„ვგრძნობ, რომ ჩემი მისია შევასრულე“ - ამბობს დიზაინერი, რომელმაც 5 წლის წინ გავლენიანი ბრენდი „Vetements“ დაარსა“. ასე იწყებს სტატიას ერთ-ერთი გავლენიანი მედია გამოცემა მოდის სფეროში. „WWD“ წერს, რომ ქართველმა დიზაინერი, რომელიც ქუჩის მოდის მთავარი შემოქმედი იყო „Vetements“ -დან მიდის.   ბრენდი, რომელმაც ქუჩის სტილის თამაშის წესები შეცვალა დემნამ ძმასთან ერთად 2014 წელს დაარსა. გურამ გვასალია,...

Meridian Capital Limited - რას წარმოადგენს კომპანია, რომელმაც ხაზარაძის თქმით, შესაძლოა ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებაში „კონტი ჯგუფი“ ჩაანაცვლოს

  Meridian Capital Limited - რას წარმოადგენს კომპანია, რომელმაც ხაზარაძის თქმით, შესაძლოა ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებაში „კონტი ჯგუფი“ ჩაანაცვლოს
access_time2019-09-16 15:40:55
რას წარმოადგენს კომპანია, რომელმაც ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებაში შესაძლოა „კონტი ჯგუფი“ ჩაანაცვლოს? როგორც საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ  TV “მთავარის“ ეთერში აღნიშნა, რამდენიმე დღის წინ ანაკლიის განვითრების კონსორციუმმა საქართველოს ხელისუფლებას წარუდგინა ანაკლიის ერთ-ერთი პოტენციური ინვესტორი —  ბრიტანული საინვეტსიციო კომპანია  Meridian capital...


მსგავსი სიახლეები

up