„ცივი ომის შემდეგ, NATO-სა და რუსეთს შორის ურთიერთობა არ ყოფილა ისე დაძაბული, როგორც ეს არის დღეს“

„ცივი ომის შემდეგ, NATO-სა და რუსეთს შორის ურთიერთობა არ ყოფილა ისე დაძაბული, როგორც ეს არის დღეს“

access_time2017-08-04 10:42:22

NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი რუსეთის მიერ დაგეგმილ სამხედრო წვრთნებზე კომენტარს აკეთებს. 

 

„ჩვენ ვერ ვხედავთ მოახლოებულ საფრთხეს, რომელიც შეიძლება NATO-ს წევრებს ემუქრებოდეთ. მათ შორის ალიანსის წევრებს ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან. რუსეთის სამხედრო წვრთნებს განვიხილავთ, როგორც ნიმუშს, თუ როგორ ახდენს რუსეთი წლების განმავლობაში სამხედრო ძალების მობილიზაციას. ამას უკავშირდება NATO-ს საპასუხო ქმედება. NATO-მ ცივი ომის დასრულების შემდეგ, ყველაზე მეტად გააძლიერა კოლექტიური თავდაცვა, გავზარდეთ ჩვენი წარმომადგენლობა ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში, 4 ბატალიონი გავაგზავნეთ ბალტიისპირეთის ქვეყნებში და პოლონეთში. ასევე, მინდა ვთქვა, რომ ჩვენ არ გვსურს კონფრონტაცია რუსეთთან და არ გვსურს ახალი ცივი ომი“ - აცხადებს CNN-თან იენს სტოლტენბერგი. 

 

NATO-ს გენერალური მდივანი ამბობს, რომ რა ზომებსაც NATO იღებს, არის პროპორციული, თავდაცვითი და დაბალანსებული. „ვეძებთ გზებს და ვცდილობთ რუსეთთან დიალოგის წარმოებას. რუსეთი ჩვენი ყველაზე დიდი მეზობელია, ასე დარჩება მომავალში და უნდა ვეცადოთ, რომ დავწიოთ დაძაბულობის დონე“, - აცხადებს NATO-ს გენერალური მდივანი. 

 


იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ცივი ომის დასრულების შემდეგ, NATO-სა და რუსეთს შორის ურთიერთობა არ ყოფილა ისე დაძაბული, როგორც ეს არის დღეს. „ცივი ომის დასრულების შემდეგ, გვსურდა რუსეთთან  მჭიდრო პარტნიორობა. 2014 წელს ყირიმის ანექსიით და  აღმოსავლეთ უკრაინაში დესტაბილიზაციის შექმნით, NATO-სა და რუსეთს შორის ურთიერთობა მნიშვნელოვნად დაიძაბა, მაგრამ რუსეთი ჩვენი მეზობელია და NATO-ს აქვს ორმაგი მიდგომა - თავდაცვა, შეკავება და დიალოგი“, - ამბობს გენერალური მდივანი. 

 

სტოლტენბერგი განმარტავს, რომ  რაც უფრო პროგნოზირებადი და ძლიერი იქნება NATO, მით უფრო მეტი შანსი იქნება რუსეთთან პოლიტიკური დიალოგისთვის, სიტუაციის ესკალაციის და ახალი ცივი ომის თავიდან ასაცილებლად.

 

„რუსეთის ქცევა მიზეზია იმის, რომ გვაქვს დაძაბული ურთიერთობა. რუსეთმა დაარღვია საერთაშორისო კანონმდებლობა, მათ მიითვისეს სხვა ქვეყნის ნაწილი, ყირიმი. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ძალის გამოყენებით ევროპაში პირველად მოხდა საზღვრების შეცვლა. რუსეთი აგრძელებს აგრესიულ პოლიტიკას, უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში დესტაბილიზაციის შექმნას და რუსეთის სამხედრო ძალები სეპარატისტების მხარდაჭერას განაგრძობენ“, - აცხადებს სტოლტენბერგი.

 

„პირველი არხი“

 



რესპუბლიკური საავადმყოფო - საპარტნიორო ფონდის მორიგი ჩავარდნილი პროექტი

რესპუბლიკური საავადმყოფო - საპარტნიორო ფონდის მორიგი ჩავარდნილი პროექტი
access_time2020-09-18 10:00:56
2015 წელს საქართველოს მთავრობამ „საპარტნიორო ფონდს“ სამართავად თბილისში მდებარე სამი სახელმწიფო კლინიკა: „რესპუბლიკური საავადმყოფო,“ „ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფო“ და „ონკოლოგიის ეროვნული ცენტრი“ გადასცა. სამივე კლინიკაში გრძელვადიანი და მსხვილი მოცულობის ინვესტიციების განხორციელება იგეგმებოდა. ქვეყნის ერთ-ერთმა ყველაზე მაღალანაზღაურებადმა მენეჯერმა დავით საგანელიძემ ამორტიზებული და უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი კლინიკების განვითარებისთვის...

17 სექტემბერი - რეგიონში ყველაზე სწრაფად კვლავ ქართული ლარი უფასურდება

17 სექტემბერი - რეგიონში ყველაზე სწრაფად კვლავ ქართული ლარი უფასურდება
access_time2020-09-17 18:05:47
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 17 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 3 თეთრით გაუფასურდა და ერთი აშშ დოლარის...

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-09-17 21:00:49
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი: 1.თხუთმეტივე ქართული ბანკი უხერხული დუმილით შეხვდა მამუკა ხაზარაძის ინიციატივას კრედიტების გაიაფებასთან დაკავშირებით ყოფილი ბანკირი და პირველი ქართული ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე პოლიტიკაში წასვლის შემდეგ თავის ეკონომიკურ პროგრამაში...

1-ელი ოქტომბრიდან ქუთაისიდან რიგის მიმართულებით „ვიზეარის“ პირდაპირი ავირეისები აღდგება

1-ელი ოქტომბრიდან ქუთაისიდან რიგის მიმართულებით „ვიზეარის“ პირდაპირი ავირეისები აღდგება
access_time2020-09-17 16:00:44
ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ 1-ლი ოქტომბრიდან გავხსნათ პირდაპირი რეისი რიგის მიმართულებით, ქუთაისიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ ეს, პირველ რიგში, კეთდება საქართველოს მოქალაქეების ინტერესების და უპირობოდ, მათი ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაცვის გათვალისწინებით. „დღეს უნდა განვიხილოთ და ფაქტობრივად, წინასწარი...

Mastercard-სა და საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

Mastercard-სა და საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
access_time2020-09-17 13:00:26
Mastercard-სა და საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, მიზნად ისახავს ქვეყანაში ტურისტების მოგზაურობის გამარტივებას, მათი რაოდენობის გაზრდას, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას, ეკონომიკის ზრდას და საქართველოს ერთ-ერთ მთავარ ტურისტულ მიმართულებად ჩამოყალიბებას. დღევანდელი მემორანდუმი საფუძველს ჩაუყრის სტრატეგიულად მნიშვნელოვან პროექტებს და ხელს შეუწყობს საქართველოში ტურიზმის განვითარებას. Mastercard–ის უნიკალურ...


მსგავსი სიახლეები

up