20 000 ტონით ნაკლები - როგორი იქნება ციტრუსის მოსავალი წელს

20 000 ტონით ნაკლები - როგორი იქნება ციტრუსის მოსავალი წელს

access_time2020-11-10 09:30:00

გასულ წელთან შედარებით წელს ციტრუსის მოსავლი 20 000 ტონით ნალები, 40 000 ტონა იქნება - ამის შესახებ ,,ბიზნესპრესნიუსთან“ აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა განაცხადა.

გიორგი დიასამიძის თქმით, მოსავლის შემცირებას ორი მიზეზი აქვს, მეწლეურობა (რაც მრავალწლოვან კულტურებს ახასიათებს) და ასევე გასულ წელს ანომალიური ყინვები, რამაც ნარგავები დააზიანა.

,, წელს, აჭარაში 40 000 ტონა ციტრუსის მოსავალს ველოდებით, რაც გასულ წელთან შედარებით 20 000 ტონით ნაკლებია. თუმცა გაზრდილია ხარისხობრივი მაჩვენებელი და შესაბამისად, ველოდებით ფასის ზრდასაც. რაც შეეხება მოსავლის კლებას, ეს განპირობებულია ორი ფაქტორით, პირველია მეწლეურობა რომელიც ახასიათებს არა მხოლოდ ციტრუსს, არამედ ყველა მრავალწლოვან კულტურას და მეორეა ანომალიური ყინვები ქობულეთის დაბალ ზონაში, ზღვის დონიდან 50 მეტრ სიმაღლემდე. რის შედეგადაც თებერვალში მოხდა ციტრუსის დაზიანება და ამან გამოიწვია მოსავლის შემცირება“,- თქვა დიასამიძემ.

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, სტანდარტული ციტრუსის მინიმუმ 50% ექსპორტზე გავა. მისი თქმით, წელს, ქართველ ფერმერებს გაუყიდავი ციტრუსი არ დარჩებათ.

,,საექსპორტო ბაზრები განსაზღვრავს ჩვენი აგრარული სფეროს წარმატებას. წელს ტრადიციული საექსპორტო ბაზრები ნარჩუნდება. 40 000 ტონა მოსავლიდან დაახლოებით 6-7 ათასი ტონა გვექნება არასტანდარტული ციტრუსი, დარჩენილი 30-32 ათასი ტონა ციტრუსიდან კი ჩვენი ექსპორტიორები უკვე წინსწრებით არიან შეთანხმებული 15 000 ტონის გატანაზე საექსპორტო ქვეყნებში და ეს რიცხვი ყოველდღიურად მზარდია. სტანდარტული ციტრუსის 50% რომ ექსპორტზე გავა, ამის თქმა უკვე დანამდვილებით შეგვიძლია. წელს გაუყიდავი ციტრუსი არ დარჩება ქართველ ფერმერს, როგორც აჭარაში ასევე გურიასა და სამეგრელოშიც.

პანდემიიდან გამომდინარე, მსოფლიო ბაზარზე მზარდია ციტრუზე მოთხოვნა, რადგან ის С-ვიტამინის შემცველი პროდუქტია. ამიტომაც, თუ მოხდება სწორი მარკეტინგი და მუშაობა, ჩვენს ექსპორტიორებს შეუძლიათ ეს იყოს მათთვის ძალიან წარმატებული წელი. შემიძლია, დანამდვილებით ვთქვა, რომ კორონა შეზღუდვები მათ ხელს არცერთ შემთხვევაში არ შეუშლით არც რეალიზაციასა და არც პროდუქტის ქვეყნიდან გატანაში. სახელმწიფო ვერ ჩაერევა კონკრეტული საწარმოების მუშაობაში და ვერც ფასწარმოქმნაში, თუმცა ბაზრის ანალიზის და დაკვირვების შედეგად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ შემსყიდველები ციტრუსის ფასს 80 თეთრიდან 1.20 თეთრის ფარგლებში ელოდებიან. რაც შეეხება საადრეო ციტრუსს, მისი ფასი 1.50 თეთრიდან 2 ლარამდე ღირდა“, - აცხადებს ის.


გიორგი დიასამიძის თქმით, გასული წლის მსგავსად, არასტანდარტული ციტრუსის სუბსიდირება წელსაც მოხდება, რისთვისაც ბიუჯეტიდან უკვე გამოიყო 500 000 ლარი.

,,რაც შეეხება არასტანდარტულ ციტრუსს, ჩვენ უკვე გამოვყავით 2020 ბიუჯეტში 500 000 ლარი მისი სუბსიდირებისათვის. 10 თეთრს გადაიხდის სახელმწიფო, 10 თეთრს გადაიხდის საწარმო. ჩვენ უკვე დავათვალიერეთ საწარმო, რომელიც სრულ მზადყოფნაშია და ნოემბრის 25-27-დან დაიწყებს არასტანდარტული ციტრუსის მიღებას“, -თქვა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ,,ბიზნესპრესნიუსთან“.

ცნობისთვის, 2019 წელს მანდარინის ყველაზე დიდი ექსპორტი შემდეგ ქვეყნებში განხორციელდა: რუსეთში – 20 000 ტ. უკრაინაში – 5 200 ტ.• სომხეთში – 4 400 ტ.


BPN.GE 



თეგები:
ციტრუსი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up