ციტრუსის მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი 70 000 ტონაა

ციტრუსის მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი 70 000 ტონაა

access_time2021-10-18 11:00:59

ციტრუსის მოსავალი 2021 წელს, შარშანდელთან შედარებით, დაახლოებით 20 000 ტონით გაიზრდება. როგორც ,,კომერსანტს“ აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, წლევანდელ სეზონზე დიდ იმედს ამყარებენ, რადგან მოსავლის რაოდენობა მეტია და ექსპორტის მიმართულებითაც მოსამზადებელი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის გიორგი სურმანიძის ინფორმაციით, საერთო ჯამში მანდარინის სუბსიდირებაზე 500 ათასი ლარის დახარჯვაა დაგეგმილი. თუმცა, სეზონის განმავლობაში ამ თანხის მოცულობა შეიძლება შეიცვალოს.


,,სეზონი პრაქტიკულად დაწყებულია. გადამამუშავებელ კომპანიებთან აქტიური კომუნიკაცია გვაქვს, რომ ჩაუბარებელი ციტრუსი არ დარჩეს. ამ მიზნით იგეგმება არასტანდარტული მანდარინის სუბსიდირება. როგორც შარშან, წელსაც 1 კგ. არასტანდარტულ მანდარინში მთავრობა 10 თეთრს გადაიხდის. 10 თეთრს გადაიხდიან საწარმოები. საერთო ჯამში მანდარინის სუბსიდირებაზე 0,5 მილიონ ლარს დავხარჯავთ. საჭიროების შემთხვევაში თანხა დაემატება. ასე მოხდა 2020 წელსაც, თავიდან ზუსტად ამდენი იყო გამოყოფილი, მაგრამ საბოლოოდ სახელმწიფოს მხრიდან გაწეულმა ხარჯმა 1,1 მილიონ ლარს მიაღწია. ჯამში 11 000 ტონაზე მეტი ციტრუსი გადავამუშავეთ. რაც შეეხება მოსავლიანობას, არსებული პროგნოზით, წელს 70 000 ტონა ციტრუსს ველოდებით, რაც წინა წლის მაჩვენებელს 20 000 ტონით აღემატება“, - ამბობს გიორგი სურმანიძე.


აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის ინფორმაციით, აგროსერვის ცენტრიდან 10 ტონა მანდარინი უკვე გავიდა ექსპორტზე.


ფერმერების ინფორმაციით, რეგიონში საადრეო ჯიშის ციტრუსის კრეფა დაახლოებით ორ კვირაში დასრულდება, ხოლო თვის ბოლოდან მასიური კრეფა დაიწყება და ნოემბრის ბოლომდე გაგრძელდება.



,,სეზონი საკმაოდ კარგად დაიწყო. მოსავალი შედარებით მეტია, არც ხარისხის მხრივ შეიმჩნევა პრობლემა. მთავარია, სეზონის ბოლომდე გაამართლოს ამინდმა და დაუბრკოლებლად შევძლოთ ციტრუსის მოსავლის ჩაბარება. სუბსიდია დიდ დახმარებას გაგვიწევს. მე პირადად 8-10 ტონამდე მოსავალს ველი. იმედია, რომ რეალიზაციის პრობლემა არ შეგვექმნება“, - ამბობს ქობულეთელი ფერმერი სოსო ბოლქვაძე ,,კომერსანტთან“ საუბარში.

შეგახსენებთ, ციტრუსი C-ვიტამინის შემცველი პროდუქტია, ამიტომაც პანდემიიდან გამომდინარე, მსოფლიო ბაზარზე ციტრუსზე მოთხოვნა მზარდია.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემით, 2020 წელს საქართველოში ყველა სახის ხილის წარმოება იყო გაზრდილი, გარდა ციტრუსისა. ჯამში ქვეყანამ აწარმოა 57.1 ათასი ტონა ციტრუსი, რაც 10.8 პროცენტით ნაკლებია 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.


ხილისა და ხილის გადამუშავებით მიღებული პროდუქციის ექსპორტით შარშან საქართველომ 200 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო.


მარი ჩიტაია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up