ციტრუსის ექსპორტში რუსეთის ბაზარი წელსაც ლიდერია

ციტრუსის ექსპორტში რუსეთის ბაზარი წელსაც ლიდერია

access_time2021-11-24 17:00:24

ციტრუსის მიმართ მოთხოვნა სტაბილურია. აჭარაში ციტრუსის რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბში ფაქტობრივად ყველა პირობაა, რომ ფერმერებს ლოგისტიკასა და რეალიზაციაში ხელი შეუწყონ. იმის გამო, რომ ქართული ციტრუსი კარგი ხარისხით გამოირჩევა, ექსპორტზე იგი ერთ-ერთი მოთხოვნადი და კონკურენტუნარიანი ქართული პროდუქტია. ექსპორტში მოწინავე პოზიციას რუსეთის ბაზარი იკავებს, სადაც ამ დროისთვის 1,703 ტონა ციტრსუსია გასული.



როგორც ციტრუსის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელი ირაკლი ონიანი ,,კომერსანტთანამბობს, ინტენსიური კრეფა ჯერ დაწყებული არ არის, შესაბამისად, ექსპორტი მომდევნო თვეების განმავლობაში გააქტიურდება, პანდემიის მიუხედავად საფრთხე ამ მხრივ არ შექმნილა.



„აქტიური სეზონი წინ გველის, ყველა პირობაა, რომ მოსავალი გაუყიდვავი არ დაგვრჩეს. ამის იმედს იძლევა ხარისხიც, რეგიონში 30-მდე დამხარისხებელი საწარმოა, რომელიც ექსპორტისთვის ამზადებს პროდუქტს. უცხოელ პარტნიორებთან შეთანხმება მიღწეულია და ამ მხრივ არანაირი დაბრკოლება არ არის. ექპორტი ძირითადად ტრადიციულ ბაზრებზეა. გარკვეული რაოდენობა გავა ევროპაშიც.  ამ ტაპზე რუსეთი ლიდერობს, მაგრამ შეიძლება სიტუაცია შეიცვალოს. რაც არ უნდა იყოს, ციტრუსის მიმართ მოთხოვნა არ შემცირდება, პირიქით, ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, უცხოურ ბაზრებზე რეალიზაცია, ეპიდემიის გათვალისწინებით, უფრო მოიმატებს, ვიდრე ჩვეულებრივ პერიოდში იყო“, - ამბობს ირაკლი ონიანი.



შეგახსენებთ, რომ ციტრუსის სარეალიზაციო შტაბი 2021 წლის 5 ნოემბერს გაიხსნა და მუშაობას 1-ელ თებერვლამდე გააგრძელებს.



შტაბის საქმიანობის  ძირითადი მიზანია მანდარინის ჩაბარების პროცესის მართვა, შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავება და მისი შესრულების კონტროლი. სამუშაო ჯგუფი, გარდა არასტანდარტული მანდარინის რეალიზაციისა, უწყვეტ რეჟიმში იქნება ჩართული სტანდარტული მანდარინის რეალიზაციის მიმდინარეობის პროცესებში.




წელს საექსპორტო მანდარინს 30–მდე ციტრუსის საწარმო მიიღებს.



რაც შეეხება სუბსიდიის კომპონენტს, 1კგ. არასტანდარტულ მანდარინში მთავრობა 10 თეთრს იხდის. 10 თეთრს - საწარმოები. საერთო ჯამში მანდარინის სუბსიდირებაზე 500 ათასი ლარის დახარჯვაა დაგეგმილი.



წელს აჭარაში 65-70 ათასი ტონა მანდარინის და 3.6 ათასი ტონა ხურმის მოსავალს ელოდებიან.



გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემით, 2021 წლის 1-ლი სექტემბრიდან 21 ნოემბრამდე პერიოდში, საქართველოდან 3512 ტონა მანდარინის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 1.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.



აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული მანდარინის ექსპორტის მოცულობა 153%-ით, ხოლო ექსპორტის ღირებულება 142%-ით გაიზარდა 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.



2021 წელს წარმოებული მანდარინის ექსპორტში რუსეთი ლიდერია (1,703 ტონა), მეორე ადგილზეა სომხეთში (1,346 ტონა); რაც შეეხება სხვა ქვეყნებს:  უკრაინაში (375 ტონა), ყაზახეთში (40 ტონა), სლოვენიასა (28 ტონა) და ყირგიზეთში (20 ტონა).


მარი ჩიტაია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up