CITROEN – "სხვადასხვა კომპანიები, ერთობლივად შეთანხმებული ქმედებებით, ხელს უშლიან ბაზარზე ახალი კომპანიების შესვლას"

CITROEN – "სხვადასხვა კომპანიები, ერთობლივად შეთანხმებული ქმედებებით, ხელს უშლიან ბაზარზე ახალი კომპანიების შესვლას"

access_time2016-10-14 19:00:00

კოპმანია „სიტროენი" აცხადებს, რომ საქართველოს საავტომობილო ბაზარზე შემოსვლიდან მოკლე დროში სხვადასხვა კომპანიების მხრიდან არაცივილური წესების დამკვიდრების მცდელობის მომსწრე აღმოჩნდა.

 


სამწუხაროდ, გაირკვა, რომ საავტომობილო ბიზნესში არსებული გარიგების თანახმად, სხვადასხვა კომპანიები, ერთობლივად შეთანხმებული ქმედებებით, ხელს უშლიან ბაზარზე ახალი კომპანიების შესვლას და საფრთხეს უქმნიან კონკურენტული გარემოს არსებობას.
ასევე აღმოჩნდა, რომ ეს კომპანიები, რომელთა დასახელებისგანაც ამ ეტაპზე თავს შევიკავებთ, სახელმწიფო შესყიდვებისას არ შედიან ერთმანეთან კონკურენციაში, რაც საბოლოოდ, საბიუჯეტო სახსრებს აზარალებს. მათ მიერ ხელოვნურად გაზრდილი ფასი, ხშირად, პოლიტიკური ბრალდებების საბაბიც ხდება.

 


საინტერესოა, რას ხმარდება ამ კომპანიების მიერ ხელოვნურად გაზრდილი ფასით მიღებული ჭარბი ფინანსური მოგება, რადგან საზოგადოებას კარგად ახსოვს, საავტომობილო ბაზარზე სხვადასხვა კომპანიების შემოსვლის დრო და მათი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება.

 


კომპანია სიტროენი მოუწოდებს შესაბამის სამსახურებს, დაინტერესდნენ, რა ფასად სთავაზობენ სხვადასხვა კომპანები კერძო სექტორს ავტომობილების შესყიდვას და რამდენად ადეკვატურია მათ მიერვე სახელმწიფოსთვის მიწოდებული ფასი.


 


ასევე მივმართავთ შესყიდვების სააგენტოს, შეამოწმოს ბოლო წლების მონაცემები, უწევდნენ თუ არა კონკურენციას ერთმანეთს საავტომობილო ბიზნესში ჩართული კომპანიები და აქვს თუ არა ადგილი მათი მხრიდან კარტერულ გარიგებას საბიუჯეტო სახსრების ხარჯზე.
დაინტერესების შემთხვევაში, კომპანია სიტროენი მზადაა შესაბამის სამსახურებს მიაწოდოს განცხადებაში დასახელებული კონკრეტული ფაქტების ამსახველი დოკუმენტაცია.

 


ამ ყველაფრის გარკვევა განსაკუთრებით საინტერესოა, მაშინ, როცა ავტომობილების ბიზნესი სახელმწიფოს მთლიანი ბაზრის წილის 65% მოიცავს.

 


ჩვენმა კომპანიამ, შეისწავლა ბაზარი და უკვე თანამშრომლობს მსხვილ კერძო და სახელმწიფო სტრუქტურებთან, კვლავ განაგრძობს დასახული გეგმების განხორციელებას და საავტომობილო ბაზარზე ლიდერი პოზიციის დამკვიდრებას.

 


კომპანია სიტროენი უფრთხილდება მსოფლიო ბაზარზე არსებობის 96 წლიან გამოცდილებას, და სხვა, კონკრეტული კომპანიების მიერ დაწესებულ არაჯანსაღ პროცესებში მონაწილეობას არ გეგმავს.

 


ამასთან, საავტომობილო ბიზნესში ჩართული კომპანიებისთვის თავიანთი უფლებების დაცვის, კონკურენტული გარემოს შექმნისა და სიტუაციის გაჯანსაღების მიზნით, კომპანია ნებისმიერ უწყებასთან თანამშრომლობის მზადყოფნას გამოთქვამს.




მაჟორიტარი დეპუტატები NDI-ის კვლევის შედეგებზე - 90-იან წლების შემდეგ ჩემს მუნიციპალიტეტში პროგრესი თვალშისაცემია

მაჟორიტარი დეპუტატები  NDI-ის კვლევის შედეგებზე - 90-იან წლების შემდეგ  ჩემს მუნიციპალიტეტში პროგრესი თვალშისაცემია
access_time2019-09-17 19:00:57
გამოკითხულთა 49 % ფიქრობს,  რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, რაც ბოლო 10 წლის მანძილზე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 63% ამბობს, რომ საქართველოს ამჟამინდელი ეკონომიკური მდგომარეობა ცუდია; 84%- ეკონომიკურ პრობლემებზე პასუხისმგებლობას უმთავრესად მთავრობას აკისრებს. 54% ამბობს, რომ გასულ წელს მკურნალობა გადადო, რადგან ფინანსური შესაძლებლობა არ ჰქონდა. 48% -ის თქმით,...

„ომეგა ჯგუფი“ მამუკა ხაზარაძეს პასუხობს

„ომეგა ჯგუფი“ მამუკა ხაზარაძეს პასუხობს
access_time2019-09-17 17:00:35
„ომეგა ჯგუფი“ საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის მიერ ტელეეთერში გაკეთებულ კომენტართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „ომეგა ჯგუფის” განმარტებით, მამუკა ხაზარაძის განცხადება, რომ 2016 წლის 21 და 22 აპრილს ადგილი არ ჰქონია „ომეგა ჯგუფში“ შემავალი კომპანიების კუთვნილი 4 მილიონი ლარის “თიბისი ბანკიდან” უკანონოდ გაცემას, რასაც შედეგად მოჰყვა აღნიშნული თანხის გამოძალვა, სინამდვილეს არ შეესაბამება და აღნიშნული თანხა არასამუშაო საათებში, საბანკო...

„ცხინვალელი“ ავტომფლობელები ვლადიკავკაზში საპროტესტო აქციებს მართავენ

„ცხინვალელი“ ავტომფლობელები ვლადიკავკაზში საპროტესტო აქციებს მართავენ
access_time2019-09-17 18:00:54
ოსი ავტომფლობელები, რომლებსაც ავტომობილები ჰყავთ ე.წ. „სამრეთ ოსეთის“ ნომრებით, უკვე რამდენიმე დღეა რუსეთში ავტომობილების დროებით შემოყვანის ახალ წესებს აპროტესტებენ. რადენიმე აქცია უკვე ჩატარდა სასაზღვრო პუნქტ ზარამაგთან და ვლადიკავკაზში, ჩრდილოეთ ოსეთის საბაჟოს ოფისთან. რუსეთის მიერ ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების შემდეგ, ჩრდილოეთ ოსებმა მოიფიქრეს ქვეყანაში მოქმედი ავტომობილების განბაჟების უკიდურესად მაღალი განაკვეთის თავიდან არიდების სქემა - კერძოდ, ისინი...

ოთარ ნადარაია - იპოთეკურ სესხზე 200 ათას ლარიანი ზღვარი შეიძლება, გაიზარდოს, თუმცა დაშვებული უნდა იყოს მულტი სავალუტო დაკრედიტება

ოთარ ნადარაია - იპოთეკურ სესხზე 200 ათას ლარიანი ზღვარი შეიძლება, გაიზარდოს, თუმცა დაშვებული უნდა იყოს მულტი სავალუტო დაკრედიტება
access_time2019-09-17 16:00:04
მარეგულირებელი ჩარჩოს შემოღება აუცილებელი და გარდაუვალი იყო, – ამის შესახებ საბანკო რეგულაციებთან დაკავშირებით „თიბისი ბანკის“ მთავარმა ეკონომისტმა, ოთარ ნადარაიამ განაცხადა. ნადარაიას შეფასებით, უპირველეს ყოვლისა, ეს ეხება 50 პროცენტიან ეფექტურ საპროცენტო ლიმიტს, რადგან განსაკუთრებით არასაბანკო სექტორში, ამან პრობლემური სესხების წილი გაზარდა. „შესაბამისად, ეს გამკაცრება ვფიქრობ, აუცილებელი იყო და ეს საერთო აზრია. გამოიწვია თუ არა ამან საცალო...

ტერიტორიების მორიგი დავა მეზობელ სახელმწიფოსთან - საზღვრის მონაკვეთი, სადაც ხუჯაბის სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს, შესაძლოა, სომხეთს გადაეცეს

ტერიტორიების მორიგი დავა მეზობელ სახელმწიფოსთან - საზღვრის მონაკვეთი, სადაც ხუჯაბის სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს, შესაძლოა, სომხეთს გადაეცეს
access_time2019-09-17 20:00:45
სოციალურ ქსელში დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველო-სომხეთის საზღვრის დამდგენმა კომისიამ მუშაობა დაასრულა და ივერიის ღვთისმშობლის ქართული მონასტერი (ხუჯაბის სამონასტრო კომპლექსი) და მის ირგვლივ მდებარე არპის ნაციონალური ტყე-პარკი სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ოფიციალურად 1 სექტემბრიდან აღმოჩნდა. ინფორმაციას სოციალური ქსელების მომხმარებლების მხრიდან აღშფოთება მოჰყვა, მიუხედავად იმისა, რომ დაზუსტებული ინფორაცია ან ოფიციალური დოკუმენტი არ...


მსგავსი სიახლეები

up