Citi Group-ი საქართველოს საინტერესო და სანდო პარტნიორად აფასებს

Citi Group-ი საქართველოს საინტერესო და სანდო პარტნიორად აფასებს

access_time2019-01-23 20:01:58

მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი Citi Group-ი საქართველოს საინტერესო და სანდო პარტნიორად აფასებს. ამის შესახებ ჯგუფის თავმჯდომარის მოადგილემ, ჯეი კოლინსმა დავოსში საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას განაცხადა.


პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბარი შეეხო საქართველოს ეკონომიკისა და კაპიტალის ბაზრის განვითარებას, ასევე დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში განსახილველ საკითხებს.


ყურადღება გამახვილდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე. პრემიერმა Citi Group-ის თავმჯდომარის მოადგილეს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს მთავრობის საგადასახადო ინიციატივების შესახებ.



შეხვედრისას ასევე ისაუბრეს OPIC-ის ხელმძღვანელების ვიზიტზე საქართველოში, რომელიც უახლოეს მომავალში იგეგმება.


"განვიხილეთ საქართველოს ეკონომიკის საკითხები და პრემიერ-მინისტრის ხედვა ქვეყნის შემდგომ განვითარებასთან დაკავშირებით, ასევე კაპიტალის ბაზრების პოზიცია საქართველოსთან მიმართებაში. ჩვენი საუბრის ძირითადი თემები ეხებოდა ინვესტიციებს, ზრდას, სამუშაო ადგილებს. ჩვენ გვქონდა ძალიან კონსტრუქციული შეხვედრა, რისთვისაც ძალიან მადლობელი ვარ. Citi-სთვის დიდი პატივია თქვენს ქვეყანაში საქმიანობა. ჩვენ მტკიცე მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოს", - განაცხადა ჯეი კოლინსმა.


შეხვედრას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია დაესწრო.







მართლმსაჯულება ქართულად - ყოფილი სამხედროს ბრძოლა სახელმწიფო ინსტიტუტებთან

მართლმსაჯულება ქართულად - ყოფილი სამხედროს ბრძოლა სახელმწიფო ინსტიტუტებთან
access_time2020-10-01 10:00:49
საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში არაერთი სერიოზული პრობლემა, რომ არსებობს, ეს ყველამ კარგად იცის. ყველა საუბრობს იმის შესახებ, რომ ხელისუფლებას სასამართლოზე გავლენა აქვს, რომ სასამართლო პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებებს იღებს, მიკერძოებულია და ხდება სამართლის შერჩევითად გამოყენება. რომ სასამართლო საქართველოში ყველა მოქალაქეს ერთნაირად არ ეპყრობა, თუმცა დღეს „კომერსანტი“ მოგიყვებათ რადიკალურად განსხვავებულ ამბავს, ამბავს თუ როგორ აღმოჩნდა ყოფილი სამხედრო სახელმწიფო ინსტიტუტებთან...

სილქნეტი განცხადებას ავრცელებს კომპანიის ყოფილ თანამშრომელთა მცირე ჯგუფის მიერ პროვოცირებული ბოლოდროინდელი ქმედებების შესახებ

სილქნეტი განცხადებას ავრცელებს კომპანიის ყოფილ თანამშრომელთა მცირე ჯგუფის მიერ პროვოცირებული ბოლოდროინდელი ქმედებების შესახებ
access_time2020-09-30 18:55:13
ბოლო პერიოდში, სილქნეტის აბონენტთა მომსახურების მიმართულების ყოფილთანამშრომელთა მცირე ჯგუფის მიერ ხდება სხვადასხვა არხებით მცდარი ინფორმაციის გავრცელება კომპანიასთან დაკავშირებით, თითქოს კომპანიაში მიმდინარეობს გაფიცვა, სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით. ეს ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება და შეცდომაში შეჰყავს მედია საშუალებები და საზოგადოება. კომპანიის აბონენტთა მომსახურების მიმართულება გამართულად მუშაობს და სრული დატვირთვით...

30 სექტემბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გამყარდა

30 სექტემბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გამყარდა
access_time2020-09-30 18:05:31
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 30 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 8 თეთრით გამყარდა და ერთი აშშ...

ჩვენ უკეთესი სატარიფო შეთავაზებები გვაქვს - ელექტროსკუტერების ბაზარზე მაღალი კონკურენციაა

ჩვენ უკეთესი სატარიფო შეთავაზებები გვაქვს - ელექტროსკუტერების ბაზარზე მაღალი კონკურენციაა
access_time2020-10-01 12:00:17
„რაც  უფრო მეტი კონკურენტი გამოჩნდება ეს ჩვენთვისაც და ქალაქისთვისაც უფრო  კარგი იქნება , რადგან ქალაქს ველობილიკებიც ემატება და შედეგად ეკოლოგიური მდგომარეობაც გაუმჯობესდება“ - ასე  გამოეხმაურა ელექტროსკუტერების გაზიარების სერვისის „სქროლის“ ბიზნესგანვითარების მიმართულების ხელმძღვანელი დანიელ დოინიცინი  ბაზარზე  ორი კონკურენტის kicky-ს და „ტრენდის“ გამოჩენას. ელექტროსკუტერების გაზიარების სისტემა „სქროლი“, დედაქალაქში კორონავირუსის...

საქართველოში მზის პირველ ელექტროსადგურს ახალი ინვესტორი ააშენებს

საქართველოში მზის პირველ ელექტროსადგურს ახალი ინვესტორი ააშენებს
access_time2020-09-30 16:00:57
საქართველოში მზის პირველ ელექტროსადგურს ახალი ინვესტორი ააშენებს. "უდაბნოს მზის ელექტროსადგურის“ პროექტისთვის ინვესტორის შერჩევა წლის ბოლომდე დაიწყება. თითქმის, 1 მლნ დოლარით შემცირდა პროექტის საინვესტიციო ღირებულება და 5 მგვტ-იანი ელექტროსადგურის აშენებას ინვესტორი 3,5-4 მლნ დოლარად შეძლებს. "უდაბნოს მზის ელექტროსადგური“ საგარეჯოში, სოფელ უდაბნოს მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება და მისი წლიური გამომუშავება დაახლოებით, 7 მლნ კვტ/სთ...


მსგავსი სიახლეები

up