ცირკის  შენობა  სტატუსის გამო ვერ იყიდება

ცირკის შენობა სტატუსის გამო ვერ იყიდება

access_time2019-10-21 16:45:46

ცირკის შენობა, რომელიც წლებია ახალი მეპატრონის ძიებაშია, ამ დრომდე მინიმალურად დატვირთული და ერთ–ერთი ყველაზე წამგებიანი ობიექტია– ამის შესახებ „კომერსანტთან“ ამჟამინდელმა მფლობელმა მზია პატარკაციშვილმა ისაუბრა.


ნეოკლასიკური, მრგვალი ფორმის 5 სართულიანი ნაგებობა, რომლის საერთო ფართი  4,750 კვ.მეტრია, პატარკაციშვილების ოჯახს ეკუთვნის და უკვე 3 წელია მის გაყიდვას უშედეგოდ ცდილობენ. საბროკერო კომპანია Colliers International Georgia-მ ისტორიული ობიექტი მრავალფუნქციური განვითარების პოტენციალით გასაყიდად 2017 წლის ოქტომბერში გამოიტანა.


როგორც მზია პატარკაციშვილი „კომერსანტთან“ აცხადებს, ცირკის შენობისთვის სტატუსის შეცვლა არ შეიძლება, შესაბამისად, ეს აბრკოლებს პოტენციურ მყიდველს შენობით დაინტერესებისგან.


 „მიზეზი, რატომაც უკვე წლებია ცირკის შენობა ვერ იყიდება არის ის, რომ მას სტატუსი არ უნდა შეეცვალოს, ეს ვალდებულებაა.  აქედან გამომდინარე, არ არიან ეტყობა დაინტერესებულები, არც უცხოელები და არც ქართველები მისი შეძენით. თუ სტატუსს შეუცვლიდნენ ამ შემთხვევეაში ალბათ გამოჩნდებოდა ვინმე, მაგრამ, როცა ცირკი არც მუშაობს ნორმალურად, არ არის მომგებიანი. დაინტერესება ფაქტიურად არ არის. ერთი, რაც ზუსტად ვიცით არის ის, რომ  გვინდა აუცილებლად  გაიყიდოს.“ - აცხადებს მზია პატარკაციშვილი.


 

ცირკი 1939 წელს აშენდა. აღნიშნულ შენობა-ნაგებობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. ობიექტი შესაძლებელია გამოყენებულ იქნას მრავალფუნქციური განვითარებისთვის, მათ შორის ოფისის, სასტუმროს, საკონცერტო დარბაზის და სხვა დანიშნულების ადგილების მშენებლობისთვის. აქტივზე არსებობს ბიზნეს გეგმაც, რომლის გაცემაც შესაძლებელია მოთხოვნის შესაბამისად.

 

 

2017 წელს, როცა პატარკაციშვილების ოჯახმა ცირკი გასაყიდად გამოიტანა, Colliers International Georgia-ში აცხადებდნენ, რომ მისი ფასი 18 მლნ დოლარი იყო. დღეს კომპანია ობიექტის ღირებულების შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს.

 

მარიამ მორგოშია





რაზე ესაუბრა გახარია საპარლამენტო უმრავლესობას?-პირველი კომენტარი

 რაზე ესაუბრა გახარია საპარლამენტო უმრავლესობას?-პირველი კომენტარი
access_time2019-11-15 20:33:48
ქვეყანას პროპორციული სისტემა ექნება, როგორც ეს გვაქვს კონსტიტუციაში - 2024 წლიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს გიორგი გახარიამ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოფისში განუცხადა. როგორც გახარიამ აღნიშნა, პროპორციული საარჩევნო სისტემა ხარისხობრივად ცვლის...

სალომე ზურაბიშვილი ხელისუფლებას და ოპოზიციას მიმართავს

სალომე ზურაბიშვილი ხელისუფლებას და ოპოზიციას მიმართავს
access_time2019-11-15 19:57:11
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „პირველ რიგში, მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში შექმნილი დაძაბულობიდან და პოლარიზაციიდან გამომდინარე, ჩვენი ერთობლივი მონაპოვრის - სტაბილურობის შენარჩუნება არის ჩემი მთავარი საზრუნავი და ხალხის მოთხოვნა. ამ მოთხოვნას ყველამ პატივი უნდა ვცეთ. ჩვენი საზოგადოება გადაიღალა მუდმივი სკანდალებითა და კრიზისებით. მას სჭირდება პერსპექტივის დანახვა...

საავიაციო სფეროს ახალი მოთამაშე შეემატა – Aero Georgia Group-ი რამდენიმე მიმართულებით იმუშავებს

საავიაციო სფეროს ახალი მოთამაშე შეემატა – Aero Georgia Group-ი რამდენიმე მიმართულებით იმუშავებს
access_time2019-11-15 18:17:34
საავიაციო სფეროს ახალი მოთამაშე შეემატა. ავიაკომპანია Myway Airlines-ის ყოფილმა მეწილემ და კომერციულმა დირექტორმა იგორ აფციაურმა თანამოაზრეებთან ერთად კომპანია Aero Georgia Group-ი ჩამოაყალიბა, რომელიც რამდენიმე მიმართულებით იმუშავებს, თუმცა მისი საქმიანობა მაინც ავიაციასთან იქნება მჭიდრო კავშირში. იგორ აფციაური ამბობს, რომ ავიაციის სფეროში მომუშავე საკუთარი კომპანიის დაფუძება დიდი ხანია სურდა. ქართული ავიაკომპანია Aero Georgia Group-ი საქმიანობა...

ეკონომიკა და ლარის კურსი მორიგი დიდი დარტყმის წინაშეა

ეკონომიკა და ლარის კურსი მორიგი დიდი დარტყმის წინაშეა
access_time2019-11-15 19:45:18
20 ივნისის შემდეგ, ქვეყანაში ვითარება 14 ნოემბერს დაიძაბა. სახელმწიფო კიდევ ერთი არასტაბილურობის საფრთხის წინაშეა. პოლიტიკური ვითარება რომ ჩიხშია, ფაქტია. ახლა მთავარია რა ეკონომიკურ ბერკეტს იპოვნის ხელისუფლება, რომ ქუჩის პროტესტმა ეროვნულ ვალუტას და მთლიანად ეკონომიკას მორიგი დარტყმა არ მიაყენოს. ახლა ყველაფერი პროტესტის მასშტაბსა და ხანგრძლივობაზეა დამოკიდებული. 2019 წლის 19 ივნისის მდგომარეობით, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2,7664 ლარის უტოლდებოდა. 20-21 ივნისს...

რა შეიცვლება 2020 წლიდან თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკაში

რა შეიცვლება  2020 წლიდან თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკაში
access_time2019-11-15 22:30:57
გერმანული კომპანიის - „გოპა“ სპეციალისტებმა თბილისის მერიის, საჯარო უწყებებისა და სატრანსპორტო კომპანიების წარმომადგენლებს თბილისში „ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემების“ განვითარების მიმართულებები გააცნეს. მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ცნობით, 2020 წლიდან მერია სატრანსპორტო ნაკადების მართვის კომპლექსურ პლატფორმას ქმნის. იგი ხელს შეუწყობს ტრანსპორტის მენეჯმენტის დახვეწას, გზებზე ტრანსპორტის გამტარიანობის გაზრდასა და საცობების...


მსგავსი სიახლეები

up