ხელისუფლება იმ ტოტს ჭრის, რაც თბილისს, როგორც ურბანულ ძეგლს, იუნესკოს ნუსხაში ყოფნის შესაძლებლობას აძლევს''

ხელისუფლება იმ ტოტს ჭრის, რაც თბილისს, როგორც ურბანულ ძეგლს, იუნესკოს ნუსხაში ყოფნის შესაძლებლობას აძლევს''

access_time2018-05-30 20:30:12

„ყოფილი ცეკავშირის შენობის ადგილზე პანორამა თბილისის ფარგლებში შემინული შენობის განთავსებით  კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონი დაირღვა. ახალი შენობა ვიზუალურად და მასშტაბით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ნაგებობებს აკნინებს და ისინი მეორე პლანზე გადადიან,“ - ამის შესახებ „კომერსანტს“ „ტფილისის ჰამქარის“ თავმჯდომარე ცირა ელისაშვიმა განუცხადა.

 

 

ელისაშვილის თქმით, სოლოლაკის ტერიტორიას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული , რაც კიდევ ერთ სირთულეს წარმოადგენს.   ამგვარი დამოკიდებულება თბილისისთვის ცუდი ნიშნულია. ინვესტორები ახალ შენობაზე გააკეთებენ სწორებას და ეს ტერიტორიას საბოლოოდ შეუცვლის სახეს.   

 

 

„კანონით, მსგავსი ტიპის ძეგლებისათვის დაცვის არეალი არსებობს, ანუ იგივე დაცვის ზონა. თუ აღნიშნულ ტერიტორიაზე განლაგებულ სხვა ზონებს ვანიჭებთ ძეგლის სტატუსს, რა თქმა უნდა, ჩარევა უფრო კორექტულად უნდა ხდებოდეს.

ის რაც უკვე მოხდა სასტუმრო ბილტმორის შენობის შემთხვევაში, თბილისისთვის, როგორც ისტორიული ქალაქისთვის, დამღუპველია.   ეს ქალაქის განვითარების არასწორი პრეცენდენტია, რადგან თბილისის ისტორიულ ბირთვს ეხება“, - განაცხადა ცირა ელისაშვილმა.


 


„ტფილისის ჰამქარის“ თავმჯდომარე პანორამა თბილისის კიდევ ერთ  პრობლემურ მიმართულებას შეეხო - კერძოდ, სოლოლაკის ქედს. მისი თქმით,  ეს ტერიტორია საუკუნეების მანძილზე არასდროს ყოფილა განაშენიანებული და არც უნდა განაშენიანდეს, რადგან დედაქალაქის უნიკალურობას ლანდშაფტის დაცვაც განსაზღვრავს.


როგორც ცნობილია,  სოლოლაკის  ფერდობზე მშენებარე  მრავალფუნქციური კომპლექსი  ცეკვაშირის შენობას ადგილას აშენებულ შვიდვარსკვლავიან სასტუმროს სახურავიდან საბაგიროს გზით დაუკავშირდება. ამ საბაგიროს ერთ-ერთი საყრდენი სვეტის მშენებლობა  ლეონიძის #3-ში უკვე მიმდინარეობს (ყოფილი ეროვნული ბანკის).


არადა, როგორც ელისაშვილი აცხადებს, ეს შენობაც და მის მიმდებარედ არსებული შენობებიც ავარიულია.

 

„ ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ბინა ივანიშვილს სასამართლოში ვუჩოვოდით, მაგრამ წავაგეთ. მიხედავად ამისა, დღესაც ვამტკიცებდით, რომ ტერიტორია, სადაც მშენებლობა მიმდინარეობს, ლანდშაფტის დაცვის ზონაა. 2009 წელს, წინა ხელისუფლებამ ეს ზონა დოკუმენტებიდანაც კი  გააქრო, ამიტომ  სასამართლოზე საშუალება არ მოგვეცა, რომ ზონის არსებობა დაგვედასტურებინა. ამიტომ დღესაც ვამბობთ, რომ აქ მსგავსი ტიპის მშენებლობა არ შეიძლება.

თბილისის უნიკალურობას განსაზღვრავს არა მხოლოდ არქიტექტურული ხასიათი, არამედ აღნიშნული არქიტექტურის მიმართება ლანდშაფტთან.  ეს ტერიტორია საუკუნეების მანძილზე არასდროს ყოფილა განაშენიანებული და არ უნდა განაშენიანდეს, რაზეც მე ვსაუბრობ, ის კანონშიც ეწერა, თუმცა დღეს ამოღებულია,“ - აღნიშნა ელისაშვილმა.




 


 „ტფილისის ჰამქარის“ თავმჯდომარე  არ გამორიცხავს, რომ  შეიძელბა პანორამა თბილისი სტიქიის მიზეზიც გახდეს და 13 ივნისის ტრაგედია განმეორდეს. 

 

„სოლოლაკის მშენებლობის საძირკველი პირდაპირ ამოდის წავკისის წყლის კალაპოტიდან. 13 ივნისი მხოლოდ 2015 წელს არ მომხდარა და ეს 2015 წლის შემდგომაც მოხდება, თუმცა არ ვიცით როდის. წავკისის წყალიც არაპროგნოზირებადია და მას რა შედეგების მოტანა შეუძლია, ეს ცალკე საკითხია,“ - განმარტა ცირა ელისაშვილმა.

 

 „კომერსანტის“ კითხვაზე რა შედეგამდე მიგვიყვანს დედაქალაქის ისტორიულ ნაწილში მსგავსი სახის ქაოტური მშენებლობები?


ცირა ელისაშვილი გვპასუხობს:  „ პროგნოზირება არ არის რთული, რადგან ამ პირობებში, როდესაც სახელმწიფო ნება სრულად მორგებულია ინვესტორების ინტერესებზე და სახელმწიფო რეგულირების ჩარჩოს თავად არ აყალიბებს, თბილისმა ისტორიული სახე დაკარგა. ეს კი თავისთავად, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის ნუსხაში მოხვედრას შეუძლებელს ართმევს. ხელისუფლებისგან მუდმივად ისმის, რომ ტურისტული პოტენციალის გაუმჯობესებაზე ზრუნავს, არადა, პრაქტიკულად, იმ ტოტს ჭრის, რაც თბილისს, როგორც ურბანულ ძეგლს, ამ პრესტიჟულ სიაში  ყოფნის შესაძლებლობას აძლევს,“ - განაცხადა ცირა ელისაშვილმა.


 

 


პანორამა თბილისისპირველადი პროექტი ოთხ მრავალფუნქციურ კომპლექსს  - სოლოლაკის მაღლობს, სოლოლაკის ბაღებს, თავისუფლების მოედანს და ერეკლე II- მოედანს აერთიანებს.

 

ეს კომპლექსები ერთ მთლიანობაში იფუნქციონირებენ. პროექტის წინასწარი ჯამური ბიუჯეტი კი ნახევარ მილიარდ ამერიკულ დოლარს აჭარბებს.

 

პროექტის ფარგლებში ქალაქის ცენტრალური და ისტორიული უბნები გამწვანებულ შემოგარენს საბაგირო გზებითა და დახრილი ლიფტებით დაუკავშირდება.

 

პროექტის ფარგლებში დაირგვება 30 000 ახალი ხე. ამასთან, მათი თქმით, პროექტის დამატებითი უპირატესობა თანამედროვე ავტოსადგომების ინფრასტრუქტურის განვითარებაა.

 

 

ქალაქის ცენტრსა და შემოგარენში დამატებით მოეწყობა 1 800 ავტომობილზე (თავისუფლების მოედანი - 300; ერეკლე II- მოედანი – 500; სოლოლაკის ბაღები - 500; სოლოლაკის მაღლობი - 500) გათვლილი მიწისქვეშა ავტოსადგომები, რაც პროექტის საჭიროებას ბევრად აღემატება და უზრუნველყოფს ქალაქში არსებული პარკირების პრობლემის მოგვარებას

 

 

ავტორი: ლიკა გურაბანიძე

 

 




დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-06-18 21:00:37
დღის Top 10 საინტერესო ამბავი:     1. ბოლო 10 წელიწადში აშენებული ჰესების წილი გენერაციაში 19%-ს აჭარბებს     ენგურჰესის გამომუშავება რეაბილიტაციის შემდეგ, მაისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 98%-ით გაიზარდა და 404 მლნ კვტ/სთ-ს მიაღწია. ძირითადად მის ხარჯზე, 24%-ით 1.221...

18 ივნისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა

18 ივნისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2021-06-18 18:00:43
18 ივნისის ვაჭრობის შედეგად სებ–ის მიერ დაფიქსირებული ოფიციალური კურსის თანახმად, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 9 პუნქტით გამყარდა. შედარებისთვის, დაახლოებით 110 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი, პრაქტიკულად, უცვლელია. 18 ივნისის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურდა და 3.1681 ლარი გახდა (ეს კურსი 19 ივნისს შევა ძალაში). 18 ივნისს მოქმედი...

გარემოს დაცვის მინისტრის და საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის წევრების ვიზიტი „არემჯიში“

გარემოს დაცვის მინისტრის და საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის წევრების ვიზიტი „არემჯიში“
access_time2021-06-18 15:55:24
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტთან არსებული ქვემო ქართლის რეგიონში დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის წევრებთან ერთად, („საყდრისის კომიტეტი “, „მწვანე პოლიტიკის საზოგადოებრივი და სამეცნიერო - კვლევითი პლატფორმები “) დაბა კაზრეთში „არემჯის “გარემოსდაცვითი პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო. მინისტრმა რეგულარული მონიტორინგის ფარგლებში „არემჯი კოპერის“ #4 ფუჭი ქანების სანაყაროს...

საქართველოს რკინიგზა $500–მილიონიანი მწვანე ბონდების განთავსებით $140 მილიონს დაზოგავს

საქართველოს რკინიგზა $500–მილიონიანი მწვანე ბონდების განთავსებით $140 მილიონს დაზოგავს
access_time2021-06-18 15:18:53
საქართველოს რკინიგზამ ლონდონის საფონდო ბირჟაზე პარტნიორი საინვესტიციო ბანკების დახმარებით, 500 მილიონი დოლარის ნომინალური ღირებულების  მწვანე ობლიგაციები წარმატებით განათავსა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს. კომპნიის ცნობით, საპროცენტო განაკვეთი 7 წლის ვადით 4%-ით განისაზღვრა.  „ახალი ობლიგაციებით...

Forbes: Google-ის თანადამფუძნებლის ყოფილი მეუღლე მილიარდერი გახდა

Forbes: Google-ის თანადამფუძნებლის ყოფილი მეუღლე მილიარდერი გახდა
access_time2021-06-18 20:00:07
Google-ის თანადამფუძნებლის სერგეი ბრინის მეუღლე ანა ვოიჟიტოვსკი მილიარდერი გახდა მას შემდეგ, რაც მისი კომპანია 23andMe, რომლის პროფილიცაა გენეტიკური ტესტირება, ბირჟაზე გავიდა.   ამ დროისთვის ის უკვე იყო მულტიმილიონერი - 2020 წელს მან ამერიკის ყველაზე მდიდარ self-made ქალ-მეწარმეებს შორის 49–ე ადგილი დაიკავა - ამ კატეგორიაში შედიან ქალები, რომლებიც თავისით და არა მეუღლეებთან გაშორებით ან მემკვიდრეობის მიღებით გამდიდრდნენ.   23andMe ბირჟაზე...


მსგავსი სიახლეები

up