ციმბირის ნახანძრალ ტერიტორიაზე ავიაკომპანია S7 მილიონამდე ხეს დარგავს

ციმბირის ნახანძრალ ტერიტორიაზე ავიაკომპანია S7 მილიონამდე ხეს დარგავს

access_time2019-09-04 22:00:10

ავიაკომპანია S7 Airlines-მა ციმბირის ნახანძრალი ტყის აღსადგენად ფულის შეგროვების პროცესი დასრულებულად გამოაცხადა. კომპანიაში შეგროვებული თანხის მოცულობას არ აკონკრეტებენ. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.


პირველ ხეს ნოვოსიბირსკის ოლქში 13 სექტემბერს დარგავენ, ოქტომბერში რგვების პროცესი დაიწყება ირკუტსკის ოლქშიც. ჯამში კომპანია ორი წლის განმავლობაში ციმბირის ნახანძრალ ტერიტორიაზე მილიონამდე ხის დარგვას გეგმავს.


ივლის-აგვისტოში რუსეთის ტყეებში მასშტაბური ხანძარი სამ მილიონ ჰექტარზე მეტ ფართობზე იყო გავრცელებული. ხანძრისგან წარმოქმნილი კვამლი თითქმის ყველა დიდ ქალაქამდე აღწევდა, მათ შორის შეინიშნებოდა ალასკასა და მონღოლეთის დედაქალაქ ულან-ბატორშიც.


რუსეთის პრემიერმინისტრმა დიმიტრი მედვედევმა 1 აგვისტოს განაცხადა, რომ შესაძლოა რუსეთში ტყის ხანძრები სპეციალურად გააჩინეს, იმისთვის, რომ ხე-ტყის მოპოვების უკანონო ფაქტები დამალონ.


პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 31 ივლისს გამოსცა ბრძანება, რომლითაც თავდაცვის სამინისტროს ტყის ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართვა უბრძანა.


რუსეთში ტყის ხანძრებს მსახიობი ლეონდარდო დიკაპრიო კრიტიკით გამოეხმაურა.


imedinews.ge





დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-04-09 21:30:56
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.„ავტომობილების 60 პროცენტი საზღვარგარეთ გადიოდა“ - კორონავირუსის და ჩაკეტილი საზღვრების გავლენა ავტობაზარზე კორონავირუსის პანდემიის პირობებში უძრავ-მოძრავ ქონებაზე მოსახლეობის მინიმუმამდე დასული ინტერესი ავტომობილების შიდა ბაზარზეც ისევე მძიმედ...

9 აპრილი - ქართული ლარი, თურქული ლირა და სომხური დრამი უმნიშვნელოდ გამყარდა

9 აპრილი - ქართული ლარი, თურქული ლირა და სომხური დრამი უმნიშვნელოდ გამყარდა
access_time2020-04-09 19:00:54
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის დასაწყისიდან ლარის მნიშვნელოვანი გაუფასურება დაიწყო და წლის დასაწყისთან შედარებით, დაახლოებით 22%-ით გაუფასურდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაშიც ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი ძირითადად მკვეთრად უფასურდებოდა, რეგიონის ვალუტის კურსები კი ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან მყარდება.   ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 8 აპრილის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი...

დარგები, რომელიც პანდემიის დასრულების შემდეგ გაკოტრების წინაშე აღმოჩნდება-ირაკლი ბერძენაძე

დარგები, რომელიც პანდემიის დასრულების შემდეგ გაკოტრების წინაშე აღმოჩნდება-ირაკლი ბერძენაძე
access_time2020-04-09 18:00:52
ევროპის ლიბერალური ეკონომიკის ასოციაციის საერთაშორისო ეკონომიკური ექსპერტი ირაკლი ბერძენაძე facebook-ში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „კორონავირუსის პანდემია აუცილებლად დასრულდება მაქსიმუმ 2 თვის ვადაში, მაგრამ სექტორები, რომლებიც აღმოჩნდებიან ღრმა ფინანსურ კრიზისში და გარკვეულწილად გაკოტრების წინაშე იქნება შემდეგი: 1) უძრავი ქონების ბაზარი - (კომერციული და საცხოვრებელი ბინების გაქირავება, მშენებლობა).2) ტურიზმი (სასტუმრო, AirBnb ზე...

საერთაშორისო მისიების ღია წერილი საქართველოს მთავრობასა და ხალხს - „საჭიროა დაუცველი ბიზნესებისა და მოსახლეობის მხარდაჭერა, რომ შოკს გაუძლონ“

საერთაშორისო მისიების ღია წერილი საქართველოს მთავრობასა და ხალხს - „საჭიროა დაუცველი ბიზნესებისა და მოსახლეობის მხარდაჭერა, რომ შოკს გაუძლონ“
access_time2020-04-09 14:31:25
საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების წარმომადგენლები და დიპლომატები საქართველოს მთავრობასა და ხალხს ღია წერილით მიმართავენ. ღია წერილი მსოფლიო ბანკმა გაავრცელა. წერილში პანდემიისგან გამოწვეულ პრობლემებთან გასამკლავებლად საქართველოს მზაობასა და ქვეყნის მხარდაჭერაზეა საუბარი. „COVID-19–ის პანდემია და მასთან დაკავშირებული ეკონომიკური კრიზისი უპრეცედენტო სისწრაფით ღრმავდება და მსოფლიოს ეკონომიკას რეცესიისკენ...

რუსეთში კარანტინის პირველივე კვირას ტანსაცმლის გაყიდვები განულდა

რუსეთში კარანტინის პირველივე  კვირას ტანსაცმლის გაყიდვები განულდა
access_time2020-04-09 18:30:46
„სბერბანკის“ ინფორმაციით, პირველივე არასამუშაო კვირა რუსეთში, რომელიც 30 მარტიდან 5 აპრილამდე გაგრძელდა, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიებისთვის კრახის დასაწყისი გახდა, მოთხოვნა პრაქტიკულად განულდა - რეალიზაცია 94,2 პროცენტით შემცირდა. ავეჯსა და ინტერიერის ნივთებზე მოთხოვნა რუსეთში 81 პროცენტით დაეცა, ხოლო ტექნიკა და ელექტრონიკის გაყიდვები 58 პროცენტამდე შემცირდა. თუმცა, რუსებმა მოიმარაგეს ღვინო, საკვები და წამლები. სხვა სფეროებს კრიზისის...


მსგავსი სიახლეები

up