„ციფრული ვალუტის შემოღება ბანკებს შეავიწროებს, თუმცა მათი ჩანაცვლება მარტივად ვერ მოხდება“

„ციფრული ვალუტის შემოღება ბანკებს შეავიწროებს, თუმცა მათი ჩანაცვლება მარტივად ვერ მოხდება“

access_time2021-05-14 11:00:32

საქართველოს ეროვნული ბანკი ციფრული ლარის გამოშვების პროექტზე მუშაობს. სებ-ის ინფორმაციით, მისი მანდატი ფასებისა და ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფაა, ხოლო ციფრული ტექნოლოგიების განვითარებამ ცენტრალური ბანკის ფულის განვითარებისა და ლარის ციფრული ვერსიის შექმნის აუცილებლობა გამოკვეთა, რათა ის უკეთ მოერგოს ციფრულ ეკონომიკას და ეკონომიკური პოლიტიკის ეფექტიანობა გაზარდოს. როგორც აღმოჩნდა ეროვნულ ბანკს თავისი მანდატის უკეთ შესასრულებლად ციფრული ლარი სჭირდება. ეროვნული ბანკში ასევე აღნიშნავენ, რომ CBDC-ს (ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტა, Central Bank Digital Currency) გადახდის საშუალების სტატუსი ექნება.


ციფრული ლარის გამოშვების ირგვლივ არაერთი კითხვა გაჩნდა, ხშირ შემთხვევაში მას კრიპტოვალუტასთან აიგივებენ ან აღნიშნავენ რომ საბანკო ანგარიშებისგან არაფრით იქნება განსხვავებული. გარდა ამისა, ინფლაციაზე, ფასების სტაბილურობაზე და ლარის კურსზე მის დადებით გავლენაზე საუბრობენ.


„ფინტექ ასოციაციის“ თავმჯდომარე დავით კიკვიძე „კომერსანტთან“ იმ მნიშვნელოვან დეტალებზე საუბრობს, რაც შესაძლოა ციფრული ლარის გამოშვებას მოჰყვეს.


„ციფრული ლარი არის ელექტრონული ვალუტა რომელსაც არ გააჩნია ფიზიკური სახე. თუმცა არ უნდა აგვერიოს ციფრული და ელექტრონული ვალუტა, რადგან ელექტრონული არის არსებული ფულის ციფრული ნაირსახეობა და არა თვითონ ციფრული ფული. ციფრული ფული არის წმინდა ტექნოლოგიური გზის საფუძველზე დამზადებული ფულადი ერთეული, ხოლო ელექტრონული ფული ეს არის ასე ვთქვათ ფულის ნაირსახეობა რომელიც ელექტრონულ არხებში მოძრაობს. აქედან გამოდინარე მათ შორის განსხვავება საკმაოდ დიდია.


რეალურ ეტაპზე ციფრულ და ჩვეულებრივ ფულს ერთნაირი მსყიდველობითუნარიანობა ექნებათ და როგორც სებ-მა დაანონსა, 1 ციფრული ლარი = 1 ქაღალდის ლარს, სტანდარტულად მთელ მსოფლიოში დაახლოებით ანალოგიური მიდგომა არსებობს იქედან გამომდინარე, რომ მონეტარული პოლიტიკა არ გაირღვეს, ფულად მასებს შორის სხვაობა არ მოხდეს და ამან არ გამოიწვიოს ეკონომიკურ-ფინანსური პრობლემები. გაციფრულებული ეკონომიკის ფონზე, ციფრულ არხებში ფულის მოძრაობის სისწრაფე და მოქნილობა ერთ-ერთი კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხია. დღევანდელ რეალობაში არსებული ფული რომელიც ტრიალებს, აუცილებლად შუამავლის მეშვეობით ხორციელდება, ისინი კი როგორც წესი კომერციული ბანკები და ფინანსური ინსტიტუტები არიან, ეს კი ფულის მოძრაობას საკმაოდ აფერხებს ანუ მას სჭირდება დამატებითი დრო და დაკავშირებულია სხვადასხვა ტიპის საკომისიოებთან. ციფრული ვალუტის შემთხვევაში აღარ მოგვიწევს გარკვეული შუამავლის დაქირავება, მაგალითად ბანკის და პირდაპირ განვახორციელებთ ტრანზაქციებს“,
- გვიყვება კიკვიძე.


დავით კიკვიძე ციფრული ვალუტის შემთხვევაში საბანკო სექტორში ტრანსაქციების შემცირებაზეც საუბრობს და ამბობს, რომ მართალია ამ სექტორს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, მაგრამ შესაძლოა ცოტა შევიწროვდეს, თუმცა მისი ჩანაცვლება ამ ეტაპზე ვერ მოხდება.



„ეს შესაძლოა ბანკების შევიწროებას გავდეს, თუმცა საბოლოო ჯამში საბანკო სექტორს განსაკუთრებული ადგილი უკავია ფინანსურ სექტორში და როგორც არ უნდა განვითარდეს ციფრული ვალუტა, ბოლომდე ჩვეულებრივი ვალუტით ჩანაცვლება ვერ მოხდება, რადგან ნაღდი ფულის მოძრაობა ძალიან მაღალია და წლების განმავლობაში ეს მაინც შენარჩუნდება. მეორე ვარიანტია თუ ბანკებიც გადმოერთვებიან ციფრულ ვალუტაზე და ჩაერთვებიან ამ ზოგად მიმოქცევაში. შესაძლოა რაღაც ეტაპზე საბანკო სექტორი ცოტა შევიწროვდეს, თუმცა მათი ჩანაცვლება ასე მარტივად ვერ მოხდება. ციფრული ლარის შემთხევაში იარსებებს ე.წ. ელექტრონული საფულეები და ანგარიშები სადაც შენახული იქნება ჩვენი ციფრული ვალუტა და ნებისმიერი ფიზიკური თუ იურიდიული პირი პირდაპირ ერთმანეთის ანგარიშებზე შეძლებენ გადარიცხვებს, შესაბამისად დროის თვალსაზრისით იქნება ბევრად სწრაფი და შუამავლისთვის საკომისიოს გადახდაც არ მოგვიწევს, რაც სამომხმარებლო ბაზრისთვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური ეფექტია, რადგან რამდენიმე მილიონს მოსახლეობაში დატოვებს და არ წავა შუამავალებთან.


ციფრული ვალუტა ტექნოლოგიურ ციკლზე აწყობილი იქნება და ამას რომელიმე ან რამდენიმე კომპანია ააწყობს, თუმცა აქვე გასათვალისწინებელია რომ ეროვნული ბანკი არ იქნება ამის უკან, ის მარეგულირებელია და მას მხოლოდ ვალუტის ჩაშვების ან ამოღების უფლება ექნება.  ტექნოლოგიურ მხარეს კი 
ბევრ კომპანიას ექნება საშუალება რომ ჩაერთოს და შექმნან ისეთი ტექნოლოგიები რომლებიც მოემსახურება ციფრული ვალუტის პროგრამულ ციკლს და მიმოქცევას“, - აღნიშნავს დავით კიკვიძე.


დავით კიკვიძე საერთაშორისო გამოცდილებაზეც საუბრობს და ამბობს, რომ დღევანდელ რეალობაში ჩინეთს, იაპონიას და ევროპის წამყვან ქვეყნებს აქვს გამოშვებული ციფრული ვალუტა და ის სატესტო რეჟიმშია. საბოლოო ჯამში კი მთელი მსოფლიო ერთხმად თანხმდება, რომ ციფრული ვალუტის შემოღება ეკონომიკის გამოსაჯანსაღებლად აუცილებელია, რადგან მისი თქმით, დღევანდელ რეალობაში თითოეული ქვეყნისთვის ის წარმოადგენს მონეტარული პოლიტიკის გატარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტს, რადგან თუ დღევანდელ რეალობაში ცენტრალურ ბანკს სჭირდება დრო და შესაბამისი არხები რომ თავისი გადაწყვეტილება მივიდეს ეკონომიკამდე, ციფრული ეკონომიკის შემთხვევაში ეს ასახვა უფრო სწრაფი და მოქნილი იქნება.


„ციფრული ლარი არ იქნება მიბმული ევროზე და დოლარზე, მისი კონვერტირება დიდი ალბათობით მოხდება შემდეგი პრინციპით, რომ ჯერ ტრადიციულ ფულში მოგვიწევს გადაყვანა და შემდეგ უკვე კონვერტირება. თუ მოხდება ციფრული დოლარის და ევროს გამოშვება და აქტიური ვაჭრობა საერთაშორისო პლატფორმაზე, ამ შემთხვევაში უკვე შეგვიძლია ვისაუბროთ რომ იარსებებს გაცვლითი კურსები ციფრულ ვალუტებს შორის.


ბიზნესისთვისაც მომგებიანი იქნება გაციფრულება, რადგან მოგვიტანს ფასების სტაბილურობას. თუ დღეს სებ-ს სჭირდება კომერციული ბანკები რომ მათი გავლით ეკონომიკაში მოხდეს სხვადასხვა ცვლილებების ასახვა, ამ შემთხვევაში უფრო სწრაფად მოახდენს ცვლილებებს შუამავლების გარეშე. ბიზნესს კი ასევე თავის მხრივ საშუალება ექნება ციფრული ვალუტის მეშვეობით მოახდინოს ტრანსაქციები სწრაფად და მარტივად, შუამავლების გარეშე.


ციფრული ვალუტის ერთადერთი უარყოფითი მხარე არის კიბერშეტევები, რადგან ეს იქნება დეცენტრალიზირებული ტექნოლოგიური ციკლი და თავიდან ბოლომდე ელექტრონიკაზე აგებული, ამიტომ რისკები იმისა რომ უფრო მეტი კიბერშეტევა მოხდეს ვიდრე ბანკების შემთხვევაში მაღალია. თუმცა ევროდირექტოვების მკაცრი დაცვა ამ პრობლემას მაქსიმალურად აღმოფხვრის  
განმარტავს კიკვიძე.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up