ციფრული ტექნოლოგიების როლი სადაზღვევო ბიზნესში

ციფრული ტექნოლოგიების როლი სადაზღვევო ბიზნესში

access_time2021-11-23 16:00:35

“თიბისი დაზღვევა„ მას შემდეგ შეიქმნა, რაც თიბისი ჯგუფმა 2016 წელს კომპანია „კოპემბური“ შეიძინა.  უკვე 5 წელია კომპანია მომხმარებელს სადაზღვევო პროდუქტების სრულ ნაკრებს სთავაზობს როგორც საცალო, ისე კოპორატიულ ბაზარზე. თუმცა, აღსანიშნავია, რომ თიბისი დაზღვევისთვის მთავარი მიზანი საცალო ბაზრის ათვისებაა, მთავარი სტრატეგია კი ადამიანებისთვის ცხოვრების გამარტივება ახალი ტექნოლოგიებით და მიგნებებით. როგორია ციფრული ტექნოლოგიების როლი სადაზღვევო ბიზნესში, - ამ და სხვა თემებზე, “თიბისი დაზღვევის“ გენერალური დირექტორის მოადგილე დავით კიღურაძე რადიო “კომერსანტის“ გადაცემაში “დაზღვევის დრო“ საუბრობს.


 
 
მისი თქმით დაზღვევის საცალო პროდუქტები ერთ-ერთი ყველაზე დიდი პოტენციალის მქონე ბაზარია, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით სადაზღვევო სერვისების მომხმარებლამდე მიტანა უფრო მარტივად არის შესაძლებელი. აქედან გამომდინარე, კომპანიის მთავარი მიზანი საცალო ბაზარზე სწრაფი და ციფრული მომსახურების დანერგვაა, რის შედეგადაც მომხმარებელი დროს და ენერგიას დაზოგავს და პროცესები უფრო ეფექტურად წარიმართება.


 
“ჩვენ არაერთ ქვეყანაში ვხედავთ ახალ სტარტაპებს, ახალ წამოწყებებს, რომლებიც ხელს უწყობენ სადაზღვევო ინდუსტრიაში ახალი ტექნოლოგიების დანერგვას. სტარტაპები ცდილობენ, რომ სტანდარტული მიდგომები შეცვალონ და უკვე არსებული პროდუქტების ციფრული ტრანსფორმაცია მოახდინონ. აქედან გამომდინარე, ჩვენც დავინახეთ ეს შესაძლებლობა და ასევე, შევნიშნეთ დაბალი პენეტრაცია სადაზღვევო ბაზარზე სხვა განვითარებულ ბაზრებთან შედარებით და მივხვდით, რომ ტექნოლოგიებს სადაზღვევო ინდუსტრიაში მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა. შესაბამისად, ვიფიქრეთ, რომ ფოკუსი ყოფილიყო საცალო ბაზარი და ამ საცალო ბაზრისთვის ინვესტიციები IT ტექნოლოგიებში გაგვეხორციელებინა, რითაც სერვისებს უფრო ხელმისაწვდომს გავხდიდით და ხარისხს გავაუმჯობესებდით.


 
 
“თიბისი დაზღვევის“ დაარსების პირველივე დღიდან იყო საუბარი იმაზე, თუ რა უნდა ყოფილიყო ჩვენი კომპანიის სტრატეგია და როგორ უნდა განვითარებულიყო პროცესები. ფაქტობრივად, თავიდანვე დავიწყეთ ცვლილებების განხორციელება და ახალი ტექნოლოგიების დანერგვა. 2017 წელს უკვე ჩავუშვით ფეისბუქ ბოტი - ბი ბოტი, რომლის საშუალებით დღესაც არის შესაძლებელი, რომ მომხმარებელმა შეიძინოს დაზღვევა დისტანციურად, ელექტრონულად მიიღოს პოლისი და ონლაინ მოახდინოს ზარალის დაფიქსირება.
ამ ყველაფერთან ერთად, სამოგზაურო დაზღვევა ჩავაშენეთ თიბისის მობაილ და ინტერნეტ ბანკში. ასევე, შევქმენით ვებ-გვერდი, სადაც არა მხოლოდ სამოგზაურო დაზღვევის შეძენა შეეძლო მომხმარებელს, არამედ ავტომობილის, სიცოცხლის, კრიტიკული დაავადებების და მესამე პირის დაზღვევაც. ასევე, დაემატა ბინის დაზღვევაც.


გარკვეული პერიოდით ვებ-გვერდზე მომხმარებელს შეეძლო შეეძინა სრიალის დაზღვევა, რომელიც ადამიანს აზღვევდა გუდაურში და ბაკურიანში სრიალის დროს. ეს შეიძლება ყოფილიყო ერთდღიანი ან მთელი სეზონის პოლისი, რომელიც ტრავმების შემთხვევაში, მომხმარებელს უნაზღაურებდა მკურნალობის ხარჯებს. პოლისში, მკურნალობის ხარჯებთან ერთად, გათვალისწინებული იყო დაზღვეულის გადაყვანის ხარჯიც. გვქონდა ასევე დამატებითი ფუნქცია, საჭიროების შემთხვევაში, ვერტმფრენით გადაყვანა.“ - აღნიშნა დავით კიღურაძემ.


 
თიბისი დაზღვევას ჯამში 5 ფილიალი აქვს, მათგან ერთი სათავო ოფისი თბილისშია, ხოლო დანარჩენი რეგიონებში. გამომდინარე იქიდან რომ ძირითადი გათვლა ციფრულ პროდუქტებზე იყო, თიბისი დაზღვევამ არსებული ფილიალები შეინარჩუნა და აღარ დაუმატებია, რადგან ლოკდაუნის პირობებში დაზღვევა მომხმარებელს ისედაც დისტანციურად ემსახურებოდა.


“ჩვენ ახალი ფილიალების გახსნის საჭიროება ვერ დავინახეთ. ამავე დროს, თავიდანვე გვქონდა შესაძლებლობა, რომ „თიბისი ბანკის“ ფილიალებში, მათ სისტემაშივე მიგვეწოდებინა მომხმარებლისთვის ის საცალო პროდუქტები, რომლებიც ნებაყოფლობითაც იყიდებოდა, მაგალითად: ავტოდაზღვევა, ბინის დაზღვევა და ა.შ.. თუმცა, აღსანიშნავია, რომ პროცესები ამ არხშიც გაციფრულებულია და ბანკის ფილიალში მისვლა საჭირო საერთოდ აღარ არის.  მომხმარებელს შეუძლია პირად ბანკირსაც დაუკავშირდეს და ბინის ან ავტომობილის დაზღვევა მიიღოს.


ამ პროცესებს გზადაგზა დაემატა სხვადასხვა არხები. 2019 წელს ჩვენ დავიწყეთ სამედიცინო დაზღვევა. ამას მოჰყვა მობილური აპლიკაციის შექმნის საჭიროება, სადაც დღეს საკმაოდ ბევრი მომსახურებაა გაერთიანებული. შესაძლებელია, როგორც პოლისის პირობების ნახვა და ოჯახის ან ვიწრო სპეციალობის ექიმთან ჩაწერა, ისე საგარანტიო წერილების გამოთხოვნა, გადახდილი თანხების დოკუმენტაციის წარდგენა ზარალების ასანაზღაურებლად, მომსახურების გადახდა, ლიმიტების ნახვა და ა.შ.“ - აღნიშნა დავით კიღურაძემ.
 
 
კიღურაძის თქმით როდესაც ორი წლის წინ, თიბისი დაზღვევამ სამედიცინო დაზღვევა ჩაუშვა, მთავარი აქცენტი ტექნოლოგიებზე და მომსახურების მაღალ ხარისხზე გაკეთდა. კომპანია საწყის ეტაპზე მომხმარებელს მხოლოდ კორპორატიულ დაზღვევას სთავაზობს. დღეის მონაცემებით 25 000-ზე მეტი ფიზიკური პირი და 100-ზე მეტი კომპანია ჰყავს დაზღვეული.
 
“ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს მომსახურება ისეთივე ხელმისაწვდომი და მარტივი იყოს ჩვენი მომხმარებლისთვის, როგორც საცალო ბაზარზე არსებული პროდუქტებია. ამასთან ერთად, ჩვენ 2019 წლის ბოლოს დავიწყეთ მუშაობა პროექტზე - რედმედი - ეს არის პლატფორმა, ე.წ. “მარკეტ პლეისი“, სადაც ყველა მომხმარებელს, აქვს შესაძლებლობა მოძებნოს სასურველი ექიმი, დაუკავშირდეს მას როგორც სატელეფონო, ისე ვიდეო ზარის მეშვეობით და მიიღოს საჭირო ინფორმაცია. ასე აღმოვაჩინეთ დამატებითი შესაძლებლობა იმისთვის, რომ ყველა მომხმარებელს, მათ შორის საზღვარგარეთ მყოფებს, ჰქონდეთ შესაძლებლობა დისტანციურად მიიღონ მარტივი სამედიცინო მომსახურება და დაზოგონ დრო. მომხმარებლებს საშუალება აქვთ, ნახონ ექიმების დახასიათება და მათი შეკვეთების რაოდენობა, რაც საბოლოო ჯამში გარკვეულ შთაბეჭდილებას შეუქმნის კონკრეტულ ექიმზე. ამ ყველაფერს ტელემედიცინასაც ეძახიან, რაც თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი მიმართულებაა.“ - აღნიშნა დავით კიღურაძემ.


 
კიღურაძემ გადაცემაში მომხმარებელს “კრიტიკული დაავადებების დაზღვევაც“ გააცნო და აღნიშნა, რომ კრიტიკული დაავადებების დაზღვევა არ არის ახალი პროდუქტი და “თიბისი დაზღვევამ“ საქართველოში ამ პროდუქტის დანერგვა ორი წლის წინ დაიწყო.
 
 
“თავიდან “თიბისი ბანკის” ფილიალებში ვთავაზობდით მომხმარებელს აღნიშნულ პროდუქტს. შემდეგ გავაციფრულეთ და უკვე შესაძლებელი იყო პროდუქტის შეძენა ჩვენს ვებ-გვერდზეც. კრიტიკული დაავადების დაზღვევა იმ თვალსაზრისითაა მნიშვნელოვანი, რომ ის ფარავს 7 მთავარ დაავადებას, რომელიც სერიოზულ მკურნალობას საჭიროებს. ფაქტობრივად, ეს სერვისი დამატებაა სამედიცინო დაზღვევაზე, რომელსაც დღეს 800 000-მდე მომხმარებელი ჰყავს.


კრიტიკული დაავადებების დაზღვევა ერთიანად გასცემს ლიმიტით გათვალისწინებულ დიდ თანხას. ლიმიტი კი 20 000 ლარიდან იწყება და 100 000 ლარს აღწევს. პროდუქტი მომხმარებელს აძლევს საშუალებს, რომ ჰქონდეს ფინანსური მხარდაჭერა მაშინ, როდესაც მას ეს ყველაზე მეტად სჭირდება დაავადებასთან საბრძოლველად. კრიტიკული დაავადების დიაგნოსტირებისას მომხმარებელს მაშინვე უნაზღაურდება ლიმიტით გათვალისწინებული თანხა, რომელსაც იგი სურვილისამებრ ხარჯავს - იქნება ეს საქართველოში ან საზღვარგარეთ მკურნალობა, თუ თანხის სხვა მიზნებისთვის გამოყენება. 


“კრიტიკული დაავადებების დაზღვევას“, ძირითადად, ციფრულად ვყიდით. თუმცა პროცესში ჩვენი თანამშრომლებიც არიან ჩართულები, რადგან მისი ცნობადობა ჯერჯერობით დაბალია და საჭიროებს თანამშრომლების მხრიდან მომხმარებლისთვის დეტალების ახსნას“ - აღნიშნა დავით კიღურაძემ.
 
 
დავით კიღურაძემ “სიცოცხლის დაზღვევაზეც“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ განვითარებულ ქვეყნებში სიცოცხლის დაზღვევა ბაზრის ნახევარს, დაახლოებით 55-60% შეადგენს, თუმცა საქართველოში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 10%-ზეა, მისივე თქმით “თიბისი დაზღვევამ” გადაწყვიტა, რომ სიცოცხლის დაზღვევა მხოლოდ სესხთან დაკავშირებული არ ყოფილიყო და ადამიანს მისით სარგებლობა ოჯახის კეთილდღეობისთვის შეძლებოდა .


“ჩვენ ვთვლით, რომ კიდევ არსებობს სიცოცხლის დაზღვევასთან დაკავშირებული გამოწვევები, რაც საკანონმდებლო თემატიკას უკავშირდება. ვფიქრობთ, რომ ეს მდგომარეობა უნდა შეიცვალოს და იმედი გვაქვს, რომ მომავალში კიდევ უფრო განვითარდება და შესაბამისად, დაასტიმულირდება გაყიდვებიც. ამ ეტაპზე კი უკვე შევძელით, რომ გაგვეკეთებინა სიცოცხლის დაზღვევის პოლისი 5 წლიანი პერიოდით მრავალჯერადი განახლებით. ეს არის პროდუქტი, რომელიც საყვარელ ადამიანებზე ზრუნვისთვის შეიქმნა. მომხმარებელი აზღვევს საკუთარ სიცოცხლეს იმისთვის, რომ გააგრძელოს საყვარელ ადამიანზე ზრუნვა, მაშინაც კი, როცა ეს თავად აღარ შეუძლია. ჩვენ, დღეს არსებული სტატისტიკიდან გამომდინარე, ბოლო 5 წლის მანძილზე 20 მილიონ ლარზე მეტი გვაქვს ანაზღაურებული.“ - აღნიშნა დავით კიღურაძემ.


 
რაც შეეხება ვერიფიკაციის პროცესს კიღურაძე ამბობს, რომ კლიენტებთან ურთიერთობის დროს ვერიფიკაციის და იდენტიფიკაციის პროცესი მნიშვნელოვანია და ამ ნაწილში ორი ეტაპია: ერთი როდესაც სადაზღვევო კომპანია აზღვევს მომხმარებელს, ხოლო მეორე - როცა მომხმარებელი ზარალის ანაზღაურებისათვის მიმართავს მას.
“ ორივე ეტაპზე საჭიროა ვიცოდეთ ვინ არის მეორე მხარეს, როდესაც მომხმარებელს დისტანციურად და ონლაინ ვთავაზობთ პროდუქტების შეძენას და ზარალის ანაზღაურებას. ჩვენ ვიყენებთ SMS ვერიფიკაციას, რაც არ გვაძლევს საშუალებას, სრულად დავაიდენტიფიციროთ პირი, ამიტომ წელს ჩვენ დავნერგეთ Face ID ტექნოლოგია, რაც გულისხმობს უფრო მყარ გარანტიას, რომ ჩვენ სწორ და საჭირო ადამიანთან გავდივართ ურთიერთობის ამ პროცესს. ამის დანერგვა მოხდა ზარალების მართვის პროცესში, რადგან, როდესაც სადაზღვევო თანხები დიდია ჩნდება პირის ვერიფიკაციის საჭიროება. მცირე თანხებზე ასეთ პროცესს არ გავდივართ.


ფულის გათეთრების ახალი გაიდლაინების მიხედვით, გვიწევს უფრო მეტი მონაცემების შეგროვება და დამუშავება. აქედან გამომდინარე, ასეთი სიახლის დანერგვა კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო. - აღნიშნა დავით კიღურაძემ.
 


თიბისი დაზღვევამ ევროპის ქვეყნებში აპრობირებული ყველაზე სწრაფი და მარტივი ელექტრონული ხელმოწერა დანერგა, სამოგზაურო პოლისს მიყვება თიბისის ბეჭედი და ხელმოწერა, რომელიც ელექტრონულია და მის გადამოწმება ნებისმიერ დამოუკიდებელ წყაროსთან არის შესაძლებელი.
 
„დროდადრო გარკვეული ცვლილებები გახდა საჭირო. იმისათვის რომ პოლისები გაცემულიყო, გავააქტიურეთ ელექტრონული ხელმოწერების მეორე ნაწილი, რომელიც პირადობის მოწმობის მეშვეობით ხდება. ამ შემთხვევაშიც, სახელმწიფო სერვისების სისტემით ვისარგებლეთ და ჩვენ მიერ გაცემულ პოლისებს იურიდიულ პირებთან სხვა ფორმატში მიყვება ციფრული ხელმოწერები. ცხადია, კომპანიის შიგნითაც გარკვეულ ოქმებს და გადაწყვეტილებებს სჭირდება ხელმოწერა, ამიტომ აქაც შევიტანეთ ციფრული ხელმოწერა, რაც თანამშრომლებს საშუალებას აძლევს, რომ კონტრაქტზე ხელი ციფრულად მოაწერონ.


რაც შეეხება საცალო პროდუქტებს, ციფრული ხელმოწერები ამ ნაწილშიც ანალოგიურად გამოიყენება - ხელმოწერა დაიტანება პოლისზე და ვალიდაციის დამოწმებას არსებული სისტემა ახდენს. თუმცა, ცხადია, ნებისმიერ დროს შეიძლება გადამოწმდეს.”- აღნიშნა დავით კიღურაძემ.
კიღურაძის თქმით საცალო ბაზარზე წამყვანი პროდუქტი, ავტომობილების დაზღვევაა. ეს ის მიმართულება იყო, სადაც როგორც IT, ასევე ტექნოლოგიების განვითარების კუთხით ყველაზე დიდი რესურსის დახარჯვა შეიძლებოდა. კიღურაძემ ასევე აღნიშნა, რომ თიბისი დაზღვევა აქტიურად ეცნობა მომხმარებელთა უკუკავშირს და ყოველთვის ცდილობს მომსახურების გაუმჯობესებაზე.


„ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ სწრაფ და დროულ მომსახურებას. ვცდილობთ, რომ ზარალები მაქსიმალურად მოკლე დროში იყოს ანაზღაურებული. დღეს ჩვენი ზარალები საშუალოდ ხუთ სამუშაო დღეში რეგულირდება. აქედან 10 წუთიან შუალედში დაახლოებით 30%-ზე მეტი მხოლოდ დასურათებით ანაზღაურდება დისტანციურად.


სადაზღვევო ინდუსტრიაში, დროის სვლასთან ერთად, უფრო და უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება მომხმარებლის დროისა და ენერგიის დაზოგვას, რის გამოც ამ ინდუსტრიის მომსახურებაში აუცილებელი ხდება ტექნოლოგიური სიახლეების შემოტანა და განვითარება. “თიბისი დაზღვევაც” სწორედ ამ მიზნის მისაღწევას ცდილობს - სადაზღვევო პროდუქტების გაციფრულება და მომხმარებლისთვის ხარისხიანი სერვისების შეთავაზება.



თაკო კვაჭანტირაძე







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up