„ციფრული ტექნოლოგიები ტურიზმში“- Google-ისა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით ონლაინ სემინარი გაიმართა

„ციფრული ტექნოლოგიები ტურიზმში“- Google-ისა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით ონლაინ სემინარი გაიმართა

access_time2020-04-14 20:45:36

Google-ის და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს  ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით ონლაინ მასტერკლასი  „ციფრული ტექნოლოგიები ტურიზმში“ გაიმართა. პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო.

 სემინარი Google-ის სერტიფიცირებულმა საერთაშორისო  ტრენერებმა და ფოტოგრაფებმა ჩაატარეს.

სემინარის მონაწილეებს სიტყვით მიმართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.

„დიდი მადლობა Google-ის მთელ ჯგუფს,  ეს არის ძალიან კარგი ინიციატივა. COVID-19-ის ფაქტორიდან გამომდინარე ტურიზმის ინდუსტრია  ახლა განსაკუთრებით დაზარალდა, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებს, რომ ეს დრო კერძო სექტორის მხარდასაჭერად გამოვიყენოთ. ეს არის  ერთობლივი ინიციატივა Google-ის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და               საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით, რათა არააქტიური პერიოდი, გამოვიყენოთ იმ ადამიანების  განვითარებისთვის, რომლებიც  დასაქმებულები იყვნენ და არიან ტურიზმის სექტორში. ყოველივე ამის მიზანია, როდესაც  ტურიზმის ინდუსტრია თავის ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება  ჩვენ უფრო ძლიერები ვიყოთ, ვიდრე ვიყავით COVID-19-ის პანდემიამდე.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ყოველთვის კერძო სექტორის გვერდით დგას, რომ მისმა  წარმომადგენლებმა ახალი ტექნოლოგიები აითვისონ.

ციფრული მსოფლიო დღეს ისეთი მნიშვნელოვანი ხდება, როგორც არასდროს. ვფიქრობ ჩვენ როგორც ერი, როგორც ტურისტული მიმართულება, ერთად  გავუმკლავდებით  COVID-19-ის გამოწვევას.

ჩვენ თანამედროვე საზოგადოება ვართ  და უკვე ვემზადებით ხვალინდელი დღისთვის,   ჩვენ ვაცნობიერებთ, თუ როგორი მნიშვნელოვანია ციფრული ერა კერძო სექტორისთვის, რათა  უზრუნველყოს ბიზნესის განვითარება.  ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უმთავრესი როლია კერძო სექტორის მხარდაჭერა.   დღეს ჩვენი აუდიტორია  გიდებისგან, ტურ-ოპეტორებისგან, განთავსების ობიექტების, ტრანსპორტის და ლოჯისტიკის წარმომადგენლებისგან შედგება.  თითოეულ მათგანს განსხვავებული გაყიდვების პლატფორმა აქვს, მაგრამ მიზნობრივი სეგმენტი ერთია.  ვფიქრობ ეს სემინარი ძალიან კარგ შესაძლებლობას აძლევს თითოეულ მათგანს, როგორ დავგეგმოთ სტრატეგია და როგორ განვავითაროთ ბიზნესი. დღეს ჩვენ გვჭირდება სწორედ ციფრული გზით ვიყოთ წარმოდგენილები მთელს მსოფლიოში და ამ მხრივაც  მოვახდინოთ ჩვენი პოზიციონირება.  “-განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.


 

Google-ის ონლაინ სემინარის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ  Google Map-ის კორექტირების, ლოკაციების დამატების, ვიზუალიზაციასთან მუშაობისა და ტურიზმთან დაკავშირებული მოვლენების ანალიზის მიმართულებით ციფრული უნარები აემაღლებინათ და შეკითხვებზე პასუხი მიეღოთ. 

 

 სემინარი საქართველოს ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს Google Map-ის გამოყენებით თავიანთი ტურისტული ობიექტების პოპულარიზაციისა და ტურისტების მოზიდვაში ეხმარება. 

 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით Google-ის მასტერკლასის ჩასატარებლად  თბილისში საერთაშორისო ტრენერების ჩამოსვლა იგეგმებოდა, თუმცა   COVID-19-ის ვირუსით გამოწვეული გლობალური პანდემიის გამო მასტერკლასი ონლაინ გაიმართება. 

 

 





დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-07 21:30:29
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.ტამანის პორტი საქართველოს კონკურენტი ვერ გახდება - ბათუ ქუთელია „ამ ხელისუფლების პირობებში ანაკლიის პორტი არ აშენდება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს არის გეოპოლიტიკური პროექტი.როგორც ჩანს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის რუსული გეოპოლიტიკური ინტერესები უფრო ანგარიშგასაწევია...

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სტრატეგიული პარტნიორისგან პირველი სანქცია მივიღეთ - ბათუ ქუთელია

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სტრატეგიული პარტნიორისგან პირველი სანქცია მივიღეთ - ბათუ ქუთელია
access_time2020-07-07 16:00:47
„ღიად და პირდაპირ,  „ქართული ოცნების“ მთავრობამ მიიღო პირველი სანქცია, რომელიც თავისი მასშტაბით არ არის დიდი, მაგრამ მნიშვნელობით არის კატასტროფული, — ასე აფასებს საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი ბათუ ქუთელია აშშ-ს კონგრესის კანონპროექტს საქართველოსთვის განკუთვნილი დახმარების 15 პროცენტის გაყინვის შესახებ.  ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილი კანონპროექტი გამოაქვეყნა,...

მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტი გორის მუნიციპალიტეტში 4 წლის განმავლობაში ვერ დასრულდა

მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტი გორის მუნიციპალიტეტში 4 წლის განმავლობაში ვერ დასრულდა
access_time2020-07-06 16:00:47
მსოფლიო ბანკის მიერ მხარდაჭერილი პროექტის დასრულება ხიდისთავი-ატენი-ბოშურის 10 კმ-იან მონაკვეთზე ისევ გადაიდო. ამჯერად მისი განმახორციელებელი უწყება ვარაუდობს, რომ პროექტი, რომელიც ტენდერში გამარჯვებულმა უცხოურმა კომპანიამ 2016 წელს დაიწყო შემოდგომამდე დასრულდება. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევისთვის კი სამუშაოების განმახორციელებელ კომპანიას ჯარიმა დაეკისრა. ეს გადაწყვეტილება დამკვეთმა უწყებამ 2019 წლის 31 ოქტომბრის შემდეგ...

Handelsblatt: უკრაინას გაკოტრება ემუქრება

Handelsblatt: უკრაინას გაკოტრება ემუქრება
access_time2020-07-07 20:00:58
უკრაინის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იაკოვ სმოლი მოულოდნელად გადადგა. ეს იმ დროს მოხვდა, როდესაც მთავრობამ 1, 7 მლრდ. დოლარის სახელმწიფო ობლიგაციების გამოშვება დაიწყო.უკრაინა, როგორც სახელმწიფო, ისევ გაკოტრების წინაშე დგას.მხოლოდ 2020 წელს კიევმა 17 მლრდ. დოლარის ოდენობის საგარეო დავალიანება ან უნდა დაფაროს, ან მისი რესტრუქტურიზება მოახერხოს.ამ მიზნით გამოშვებული ობლიგაციების გაყიდვა ლონდონის საფონდო ბირჟაზე იგეგმებოდა. თუმცა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის...

ტურისტების გარეშე Hilton-ის გახსნას აზრი არ აქვს - ლაშა პაპაშვილი

ტურისტების გარეშე Hilton-ის გახსნას აზრი არ აქვს - ლაშა პაპაშვილი
access_time2020-07-07 13:30:27
თბილისში Hilton-ის ბრენდის პირველი სასტუმროს გახსნა კიდევ ერთხელ გადაიდო. პროექტი ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის კომპანია „რედიქსს“ ეკუთვნის. ამის შესახებ ბიზნესმენმა „კომერსანტს“ თავად განუცხადა. მისი განმატებით, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე Hilton-ის ბრენდის პირველი სასტუმროს გახსნამ ტურისტების არარსებობის გამო, კიდევ ერთხელ გადაიწია. „Hilton-ის გახსნა გადადებულია. ფანჯარაში ვიხედებით, როდესაც მსოფლიოში კარგი სიტუაცია იქნება ანუ როცა ტურისტები შემოსვლას დაიწყებენ,...


მსგავსი სიახლეები

up