ციფრული ლარის შექმნით 80-მდე ტექნოლოგიური კომპანია დაინტერესდა

ციფრული ლარის შექმნით 80-მდე ტექნოლოგიური კომპანია დაინტერესდა

access_time2021-09-26 12:00:13

ეროვნული ბანკის მიერ დაწყებული ციფრული ლარის პროექტი მალე განვითარების ახალ ეტაპზე გადავა. მარეგულირებელმა ბაზრის შესაძლებლობების შესწავლა თითქმის დაასრულა.

ციფრული ვალუტის შექმნის იდეით 80-მდე ტექნოლოგიური კომპანია დაინტერესდა, რომელთა უმრავლესობაც საერთაშორისო ბაზარზე ოპერირებს. კომპანია, რომელთან ერთადაც ეროვნული ბანკი ციფრული ლარის პროექტს განახორციელებს შერჩეული არ არის, თუმცა იქიდან გამომდინარე რომ ადგილობრივ ფინტექ კომპანიებს ჯერჯერობით ამ ტიპის პროექტებში მონაწილეობის მცირე გამოცდილება აქვთ, პროექტის ძირითადი პარტნიორი სავარაუდოდ უხოური კომპანია იქნება.

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განმარტებით, ეროვნული ბანკი ციფრული ლარის საპილოტე პროექტს უკვე შემდეგი წლიდან დაიწყებს და შესაბამისად მოხდება ეროვნული ბანკის მიერ გამოშვებული ციფრული ლარის რეალურ რეჟიმში ტესტირება.

“საპილოტე პროექტის წარმატებულად განხორციელებაზეა სწორედ დამოკიდებული ციფრული ლარის საბოლოო გამოშვება და მისი გადახდის საშუალებად მიმოქცევაში ჩაშვება. ნაღდ ფულთან შედარებით ციფრული ვალუტის საოპერაციო ხარჯები გაცილებით დაბალია.

კვლევების მიხედვით, ციფრული ლარის გამოყენება იმ ხარჯების დაახლოებით 15%-ს შეადგენს, რაც საჭიროა ნაღდი ფულის შემთხვევაში. აღსანიშნავია, რომ ციფრული ლარი იქნება უფრო იაფი, სწრაფი გადახდის საშუალება. მისი მთავარი უპირატესობა იმაშია, რომ ის საფუძველს ჩაუყრის ფინტეკ ეკოსისტემის განვითარებას,“ - განმარტა პაპუნა ლეჟავამ.

მისივე ინფორმაციით, ცენტრალური ბანკების 80% სხვადასხვა ფორმით ჩართულია საკუთარი ქვეყნის ეროვნული ციფრული ვალუტის შემუშავების პროცესში.

„ვცდილობთ ფეხი ავუბათ დანარჩენ მსოფლიოს. ცენტრალური ბანკების 80% რაღაც ფორმით მუშაობს ციფრულ ვალუტაზე. ზოგი კვლევით ეტაპზეა, ზოგი საპილოტე რეჟიმისთვის ემზადება, ზოგმა გატესტა საპილოტე რეჟიმი. არის რამდენიმე ქვეყანა, რომელმაც აქტიურ ფაზაში შემოიღო ციფრული ვალუტა, მათ შორისაა ჩინეთი და ბაჰამა,“-აღნიშნა პაპუნა ლეჟავამ.

საქართველოს ეროვნული ბანკი პირველ ეტაპზე ციფრული ლარის მცირე მოცულობას გამოუშვებს. მის რაოდენობას კი ცნობადობის ზრდასთან ერთად ეტაპობრივად გაზრდის. ციფრული ლარი ეროვნული ვალუტის ექვივალეტი იქნება და მას უცხოურ ვალუტებთან მიმართებით ზუსტად ისეთივე გაცვლითი კურსი ექნება როგორც ეროვნულ ვალუტას.


შეგახსენებთ, რომ ციფრული ლარის გამოშვების იდეა ეროვნულმა ბანკმა მიმდინარე წლის აპრილის ბოლოს გააჟღერა. ზუსტი თარიღი თუ როდის ექნება საქართველოს ციფრული ვალუტა ჯერჯერობით უცნობია, თუმცა სავარაუდო პერიოდად შემდეგი წელი განიხილება.

რას ნიშნავს ლარის გაციფრულება და რა პერსპექტივა აქვს ციფრულ ფულს საქართველოში?  

საქართველოს ფინტექ ასოციაციის განმარტებით, ციფრული ლარი ეკონომიკის გაციფრულების წინაპირობაა. ფინტექ კომპანიები ეროვნული ბანკის ინიციატივას ციფრული ლარის შექმნაზე იწონებენ, თუმცა ამბობენ, რომ ახლო მომავალში ეს შეუძლებელი იქნება. 

ციფრული ლარი ჩვენ ქვეყანაში, ერთი მხრივ, ეკონომიკის გაციფრულების წინაპირობა იქნება, მეორე მხრივ, კი, ბიძგს მისცემს ფინანსურ-ტექნოლოგიური დარგის განვითარებას, - აცხადებენ ფინტექ ასოციაციაში და ამტკიცებენ, რომ პროცესში ბევრი ტექნოლოგიური კომპანია ჩაერთვება.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკი, ახალი ფინანსური ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობისათვის, საგადახდო სისტემის ეფექტიანობისა და ფინანსური ჩართულობის გაუმჯობესების მიზნით, ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის (CBDC) გამოშვებას განიხილავს. მას გადახდის საშუალების სტატუსი ექნება. პროექტის ფარგლებში, ეროვნული ბანკი მზადყოფნას გამოთქვამს, ფინტექ კომპანიებთან და დაინტერესებულ ფინანსურ ინსტიტუტებთან ითანამშრომლოს.

ციფრულდება დოლარიც. აშშ-ში შემდეგი 12 თვის განმავლობაში ციფრული დოლარის 5 საპილოტე პროგრამა ჩაეშვება. ამით აშშ-ში ციფრული ვალუტის პოტენციურ გამოყენებას შეამოწმებენ.პირველ ეტაპზე საპილოტე პროგრამებს გლობალური ტექნოლოგიური კომპანია Accenture დააფინანსებს და მასში ჩაერთვებიან ფინანსური ფირმები, საცალო ვაჭრობის კომპანიები და არასამთავრობო ორგანიზაციები. მიღებულ მონაცემებს აშშ-ს ხელისფლებაში ციფრული დოლარის განვითარებისთვის გამოიყენებენ.

ციფრული ევროს გამოშვებისთვის ევროპაც ემზადება


ავტორი: ბელა გელაშვილი

წყარო: ბიზნესპარტნიორი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up