ციფრული ეპოქის მსხვერპლები -  Kodak, Polaroid, Nokia

ციფრული ეპოქის მსხვერპლები - Kodak, Polaroid, Nokia

access_time2021-08-02 19:00:55

Kodak


Kodak-ის პირველი ფოტოკამერა ჯერ კიდევ 1888 წელს გამოჩნდა.


ათწლეულების მანძილზე ბრენდი პოპულარობას არ კარგავდა, და ფირზე მომუშავე ფოტოაპარატებს მთელ მსოფლიოში ყიდდა.


წარმატების საწინდარი იყო ის, რომ კომპანია არა უბრალოდ ფოტოაპარატს, არამედ სერვისს ყიდდა - მისი სლოგანი იყო „თქვენ ღილაკს აჭერთ, ყველაფერ დანარჩენს ჩვენ ვაკეთებთ“.


სხვადასხვა ქვეყნებში ათასობით სერვის-ცენრტი გაიხსნა, სადაც მომხმარებლებს გადაღებული ფირის გამჟღავნება და დაბეჭდვა შეეძლოთ.


მერე კი ციფრული ტექნოლოგია გამოჩნდა, რომელმაც Kodak-ის ბიზნეს-მოდელი საბოლოოდ დაასამარა. და ეს მაშინ, როდესაც სწორედ ამ კომპანიის ინჟინერმა სტივ სასონმა, ჯერ კიდევ 1975 წელს, პირველი ციფრული ფოტოკამერა შექმნა. მაშინ ფირზე მომუშავე აპარატების გაყიდვა-მომსახურეობას კომპანიისთვის დიდი მოგება მოჰქონდა, ამიტომაც მენეჯმენტმა რადიკალური გადაწყობა არ მოისურვა.


20 წლის შემდეგ Kodak-მა ციფრულზე გადასვლა სცადა და Apple-თან ერთად სამოყვარულო ციფრული აპარატი Quicktake 100 შექმნა, თუმცა, შეზღუდული ტექნიკური შესაძლებლობების გამო, ამ იდეამ არ გაამართლა.


2012 წელს Kodak-მა ფოტოაპარატების წარმოებაზე საბოლოოდ უარი განცხადა და დღეს, ძირითადად, პრინტერებს უშვებს.


Polaroid



ციფრული ტექნოლოგიების შემოტევას ვერც Polaroid-მა გაუძლო.


კომპანია პოპულარული ჯერ კიდევ მე-2 მსოფლიო ომის დროს გახდა, როდესაც მისი ძირითადი სპეციალიზაცია სამხედრო ოპტიკა იყო.


70-ან წლებში კომპანიამ სწრაფი ბეჭდვის ფოტოაპარატი  SX-70 გამოუშვა, რომელმაც მომხმარებლების დიდი მოწონება დაიმსახურა.  მხოლოდ 1978 წელს კომპანიამ 14 მლნ ფოტოაპარატი გაყიდა.


თუმცა, 90-ანი წლების ბოლოდან გაყიდვაში ციფრული ფოტოაპარატები შემოვიდა და უკვე 2001 წელს Polaroid  გაკოტრდა.


2016 წელს კომპანიამ წარადგინა სმარტფონი Snap, რომელმაც მომხმარებლების ინტერესი ვერ გამოიწვია.


2017 წელს Polaroid ბაზარზე ციფრული ფოტოაპარატ OneStep-ით დაბრუნდა, რომელსაც საკმაოდ კარგი გაყიდვები აქვს, თუმცა, წინა ათწლეულების წარმატება საბოლოოდ წარსულში დარჩა.


Nokia


კომპანია 1865 წელს, ჯერ  კიდევ ამ დროს გაჩნდა, როდესაც ფინეთი რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში იყო, თუმცა, მაშინ ის ქაღალდს აწარმოებდა.

 

მე-20 საუკუნის მანძილზე კომპანიამ ძალები ბევრ დარგში მოსინჯა - ის სადენებს, საბურავებს და სხვადასხვა ტიპის საყოფადცხოვრებლო ტექნიკას აწარმოებდა, თუმცა, მისი საქმიანობა ფინეთის საზღვარს არ გასცდენია.


პირველი გარღვევა კონცერნმა 1987 წელს მოახდინა - წარადგინა ტელეფონი Mobira Cityman, რომელიც სიმდიდრის და ფუფუნების სიმბოლო გახდა. ტელეფონი 800 გრამს იწონიდა და დღევანდელი ფასებით დაახლოებით 4500 ევრო ღირდა. განსაკუთრებული სტატუსი ტელეფონმა 1988 წელს შეიძინა, როდესაც მსოფლიოში გავრცელდა ფოტო, სადაც  სსრკ-ს ლიდერი  ფინეთის პრეზიდენტს სწორედ Cityman-ით ესაუბრებოდა.


1992 წელს  Nokia–მ აქცენტი ტელეკომუნიკაციების სწრაფად ზრდად სექტორზე გააკეთა და ყველა დანარჩენი წარმოება დახურა. 2007 წელს ფინურ კონცერნზე მსოფლიოში არსებული მობილური ტელეფონების 47% მოდიოდა.


1 წლის შემდეგ მობილური ტელეფონების ბაზარზე პირველი iPhone გამოჩნდა, რაც Nokia-ს ძლევამოსილების დასასრულის დასაწყისი იყო. სულ რაღაც 5 წლის შემდეგ კომპანიამ მობილური ტელეფონების წარმოებაზე უარი განაცხადა და ეს ბიზნესი Microsoft-ს მიჰყიდა.


ფინურმა კონცერნმა თავისი ადგილი ისტორიაში უკვე დაიმკვიდრა - მობილური ტელეფონების არსებობის ისტორიაში 10 ყველაზე გაყიდვადი მობილური ტელეფონიდან 7 - სწორედ Nokia-ს მოდელია.


rbc.ru

 





დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-09-23 21:00:22
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:   1. ბათუმში კუნძულის აშენებას „ამბასადორი“ აპირებს – ახალი მონაცემები აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მიერ დაანონსებული კუნძულის მშენებლობას ბათუმში შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ გეგმავს.     2. მუნიციპალიტეტების შავი ხვრელი - რატომ...

ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან კი გამყარდა

ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან კი გამყარდა
access_time2021-09-23 18:00:28
23 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.24 თეთრით 3.1179-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.1100 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 0.19 თეთრით 3.6532-მდე გამყარდა, ხოლო ბრიტანულ ფუნტთან 1.36 თეთრით 4.2650-მდე გაუფასურდა. თურქულ ლირასთან ლარი 0.01 თეთრით 0.3601-მდე, ხოლო აზერბაიჯანულ მანათთან 0.31 თეთრით 1.8322-მდე გამყარდა. 100 რუსულ რუბლთან კი 0.58 თეთრით 4.2872-მდე, ხოლო 1000 სომხურ დრამთან 3.35 თეთრით...

ბათუმში კუნძულის აშენებას „ამბასადორი“ აპირებს – ახალი მონაცემები

ბათუმში კუნძულის აშენებას „ამბასადორი“ აპირებს – ახალი მონაცემები
access_time2021-09-23 17:20:01
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მიერ დაანონსებული კუნძულის მშენებლობას ბათუმში შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ გეგმავს. ეს ინფორმაცია „ბათუმელებმა“ ინფორმირებულ პირებთან კომუნიკაციისა და საჯარო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით დაადასტურა. ინვესტორი ელგუჯა ქებურიასთან ერთად ბიზნესმენი ფრიდონ ქათამაძეა, თუმცა მისი წილი კომპანიაში ბევრად მცირე – 18 პროცენტია. ამ პროექტისთვის შპს „ამბასადორ ბათუმი აილენდი“ 2021 წლის ივნისში დააფუძნა ოფშორში,...

BAG ინდექსი: კომპანიების საინვესტიციო გეგმები პანდემიამდე არსებულ მდგომარეობას უბრუნდება

BAG ინდექსი: კომპანიების საინვესტიციო გეგმები პანდემიამდე არსებულ მდგომარეობას უბრუნდება
access_time2021-09-23 14:30:32
BAG ინდექსის ფარგლებში, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, წევრებისა და მათი შვილობილი კომპანიების ინვესტიციების ცვლილების ტენდენციასაც აკვირდება. ცხადია, 2020 წელს, მკვეთრად შემცირებული შიდა თუ საგარეო მოთხოვნის, ლოგისტიკური სირთულეებისა და სხვა დაბრკოლებების გათვალისწინებით, კომპანიებმა თავიანთი საინვესტიციო გეგმები მნიშვნელოვნად დააკორექტირეს. მიმდინარე წელს კი, პანდემიის მიუხედავად, ინვესტიციების ზრდის ტემპი კოვიდამდე არსებულ მდგომარეობას უბრუნდება. ცნობისათვის, 2019 წელს ჯამური ინვესტიციები...

ვლადიმერ პაპავა: საუბარი, რომ „ვისოლში“ საწვავი არ ჩავასხათ, კონკრეტულ ქსელში საკვები არ ვიყიდოთ, ბიზნესზე ტერორია

ვლადიმერ პაპავა: საუბარი, რომ „ვისოლში“ საწვავი არ ჩავასხათ, კონკრეტულ ქსელში საკვები არ ვიყიდოთ, ბიზნესზე ტერორია
access_time2021-09-23 14:55:34
ეკონომიკის ექსპერტმა ვლადიმერ პაპავამ სარეკლამო ბიზნესზე ზეწოლის შესახებ „პრაიმტაიმის“ პრეს–კლუბში განცხადება გააკეთა. მისი თქმით, იმაზე საუბარი, რომ „ვისოლში“ საწვავი არ ჩავასხათ, კონკრეტულ ქსელში საკვები არ ვიყიდოთ, ბიზნესზე ტერორია. „ქვეყანაში დღეს წინასაარჩევნო პერიოდია. დაძაბული სიტუაციაა. პოლიტიკურად ცხელი შემოდგომაა. ამ პირობებში არის ხშირი ურთიერთბრალდება. ამაში, სამწუხაროდ, ყვება ბიზნესი. ნუ გვავიწყდება, რომ ცხოვრება არჩევნების შემდეგაც გრძელდება და ეს...


მსგავსი სიახლეები

up