„ციფრული ბანკი ბევრად აიაფებს საბანკო სერვისების განხორციელებას“ - ლევან ბოძაშვილი ციფრულ და ფიზიკურ ბანკს შორის განსხვავებებზე

„ციფრული ბანკი ბევრად აიაფებს საბანკო სერვისების განხორციელებას“ - ლევან ბოძაშვილი ციფრულ და ფიზიკურ ბანკს შორის განსხვავებებზე

access_time2022-11-23 10:00:39

ეროვნულმა ბანკმა საქართველოში პირველ ციფრულ ბანკზე საქმიანობის ლიცენზია გასცა. როგორც მარეგულირებელში აღნიშნავენ, ბანკის ბიზნეს მოდელი ევროკავშირის ფინანსურ სისტემასთან ინტეგრაციას ეფუძნება და მომხმარებლებისთვის ინოვაციური ციფრული პროდუქტების შეთავაზებას გულისხმობს.


ხელოვნური ინტელექტის, ახალი ტექნოლოგიების და Blockchain სამართლის სპეციალისტი ლევან ბოძაშვილი „კომერსანტთან“ ციფრულ ბანკსა და ფიზიკურ ბანკს, რომელიც ონლაინ სერვისებს ახორციელებს, განსხვავებებზე საუბრობს. მისი თქმით, ციფრული ბანკი ბევრად აიაფებს საბანკო სერვისების განხორციელებას.


„ციფრულ ბანკსა, რომლის უფრო სწორი ტერმინია ნეო ბანკი და ფიზიკურ ბანკს შორის განსხვავება ბევრია. ფიზიკური ბანკის ონლაინ სერვისების შემთხვევაში, ადამიანური რესურსი მაინც არის გამოყენებული, ხოლო ციფრულ ბანკის შემთხვევაში ჩვენ გვაქვს სრული ავტომატიზაცია იმ ადმინისტრაციული ამოცანების, რომელსაც ბანკი ახორციელებს, მათ შორის გადარიცხვები, მონაცემების დამუშავება,  სესხების გაცემა, ამონაწერი, ყველაფერი არის ავტომატიზებული. ბევრ ციფრულ ბანკს მსოფლიოში აქვს საკრედიტო შეფასების ავტომატიზირებული სისტემა, არა ჩვეულებრივი პროგრამირების მეშვეობით, არამედ ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით. განსხვავება არის ასევე ის, რომ ციფრულ ბანკს არ აქვს ქეში, ბანკში ხორციელდება არაფიზიკური მოქმედებები და მას აქვს შედარებით სხვა სალიცენზიო მოთხოვნები დადგენილი. ასევე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომ როდესაც ბანკი იყენებს პროგრამირებას, აქ იბადება კითხვა, რამდენად გამჭვირვალეა პროგრამირების ელემენტები, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი და მანქანური დასწავლა, რადგან ასეთ შემთხვევაში პრაქტიკულად მომხმარებელს არ აქვს საშუალება ფიზიკურად მივიდეს ბანკში და გაარკვიოს პრობლემასთან დაკავშირებული საკითხები, ვინაიდან მომხმარებელთან ურთიერთობაც ხორციელდება სრულად ავტომატიზირებულად.


ნეო ბანკი ონლაინ ბანკისგან განსხვავდება იმითაც, რომ მას არ აქვს ფილიალები და მასში ფინანსური ტექნოლოგიები შერწყმულია ფინანსურ ალგორითმებთან და ავტომატიზაცია სრულიად განსხვავებულია. ციფრული ბანკი შესაძლოა თავის თავში მოიცავდეს არა ერთი კონკრეტული ბანკის სერვისებს, არამედ ერთდროულად რამდენიმეს, მათ შორის საერთაშორისო ბანკების. გარდა ამისა, საერთაშორისო გადარიცხვები დღეს ვადებთან და ხარჯებთან არის დაკავშირებული, ციფრული ბანკის შემთხვევაში, თუ მას გამოყენებული აქვს ახალი ტექნოლოგიები საგადარიცხვო საშუალებებზე, ეს არის სწრაფი და იაფი, ვიდრე ჩვეულებრივი საბანკო გადარიცხვები. სრულად ციფრული ბანკის შემთხვევაში მისით სარგებლობა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში არის შესაძლებელი. არსებითი განსხვავება არის ის, რომ ციფრული ბანკი ბევრად აიაფებს საბანკო სერვისების განხორციელებას, მას ნაკლები ხარჯი აქვს, მაგალითად ადამიანურ რესურსზე შეუდარებლად ცოტა ეხარჯება. ციფრული ბანკის შემთხვევაში გაცილებით მარტივია ციფრული ეროვნული ვალუტის გამოყენება. ვთვლი, რომ ჩვეულებრივ ბანკებსაც მალე გაციფრულება მოუწევთ“,  ამბობს ლევან ბოძაშვილი.



რისკ-ფაქტორებზე საუბრისას Blockchain სამართლის სპეციალისტი განმარტავს, რომ ბანკი ვალდებულია ინფორმაცია მიაწოდოს ეროვნულ ბანკს, მაგრამ ალგორითმი, რომელსაც ის იყენებს, წინასწარ არ არის შემოწმებული, თუ რამდენად შეუძლია მას გააფართოოს მოქმედების არეალი.


„როდესაც საქმე ეხება ხელოვნულ ინტელექტს, მომხმარებელთა უფლებები უნდა იყოს დაცული. სებ-მა გამოსცა უკვე ბრძანება თუ როგორ უნდა გამოიყენონ ხელოვნური ინტელექტი, თუმცა ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია, რომ ბანკი ვალდებულია ინფორმაცია მიაწოდოს ეროვნულ ბანკს, მაგრამ ალგორითმი რომელსაც ის იყენებს, წინასწარ არ არის შემოწმებული, თუ რამდენად შეუძლია მას გააფართოოს მოქმედების არეალი და გადავიდეს ისეთ მოქმედებებში, რომლის გაკონტროლება შესაძლოა ბანკისთვისაც კი არ იყოს ადვილი. ეს ყველაფერი დასახვეწია, რომ არ წარმოიშვას სასამართლო დავები, მითუმეტეს, რომ ტექნოლოგიებთან მიმართებით დავების განხილვის წესები ჯერ კიდევ არ გვაქვს კანონმდებლობაში. ტექნოლოგიური აუდიტის და ექსპერტიზის დადგენის საკითხები პრობლემურია“,  აღნიშნავს ბოძაშვილი.


მისი თქმით, ციფრული ბანკის ლიცენზიაზე განაცხადი რამდენიმე ორგანიზაციას აქვს შეტანილი და ნეო ბანკი სამომავლოდ აუცილებლად იქნება მომგებიანი და ეფექტური. 


„ტენდენციებს თუ გავითვალისწინებთ, ბუნებრივია რომ ციფრული ბანკი იქნება მომგებიანი და ეფექტური სამომავლოდ, გასარკვევია ის თუ თითოეულ ციფრულ ბანკს მომგებიანობის რა ბიზნეს მოდელი აქვს. თუ ჩვენ ვსაუბრობთ, რომ საკომისიო და მომსახურების გადასახადი ფაქტობრივად არ აქვთ, მაშინ ბანკი მოსახლეობის ძალიან დიდ რაოდენობაზე უნდა გავიდეს, რომ მოგება მიიღოს. ლიცენზიაზე განაცხადი სხვებსაც აქვთ შეტანილი, შესაძლოა ორი-სამი ციფრული ბანკი უკვე გაჩნდეს საქართველოში. სამომავლო ტენდენცია არის რომ მომავალი თაობები ძირითადად ყველაფერს ონლაინ ახორციელებენ, მაგალითად დღეს ამერიკაში მოსახლეობის 65% ციფრულ ბანკს იყენებს.


ციფრული ბანკის წარმატება დამოკიდებულია უკვე არსებული მომხმარებლების სავარაუდოდ ადაპტირებად რაოდენობაზე. მაგალითად, თუ ჩვენ ავიღებთ ორგანიზაციას, რომელსაც უკვე ჰყავს მომხმარებლების დიდი რაოდენობა, მათი ინტეგრირება ლიცენზიის არებობის შემდეგ ავტომატურად მოხდება ციფრულ ბანკში და ბუნებრივია, ისინი უფრო მარტივად შეძლებენ მომხმარებლამდე ინფორმაციის მიტანას, ვიდრე ახალი ბანკი, რომელსაც ძალიან ხარჯიანი მარკეტინგი დასჭირდება. პატარი ბაზარი ვართ და არსებული ნიშის გამოყენება არის მის მომგებიანობაში გადამწყვეტი ფაქტორი, აქ მთავარია, რამდენად გაქვს მომხმარებელთა ბაზასთან წვდომა და რამდენად სწრაფად შეგიძლია ინტეგრაცია გააკეთო“,  განმარტავს ლევან ბოძაშვილი.


აღსანიშნავია, რომ ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული ციფრული ბანკის ლიცენზირების პრინციპების თანახმად, აპლიკანტის ბიზნეს მოდელისა და კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების შემდგომ, საბანკო ლიცენზია გარკვეული შეზღუდვებით გაიცემა, ხოლო ციფრული ბანკის სრულად გამართვისა და საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობის მოთხოვნის ეტაპობრივად შევსებისთვის ვადა განისაზღვრება.




TIME-მა წლის გმირებად ირანელი ქალები დაასახელა

TIME-მა წლის გმირებად ირანელი ქალები დაასახელა
access_time2022-12-07 20:00:41
ირანში საპროტესტო გამოსვლები სექტემბრის თვეში 22 წლის...

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი TIME - მა წლის ადამიანად დაასახელა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი TIME - მა  წლის ადამიანად დაასახელა
access_time2022-12-07 17:19:11
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ჟურნალმა TIME-მა წლისადამიანად დაასახელა. 44 წლის, ყოფილი კომიკოსი, მსახიობი, მწერალი და პროდიუსერი, უკრაინის პრეზიდენტის პოსტს  2019 წლიდან იკავებს.   მანამდე...

ევროკავშირი გაზის ზღვრულ ფასად 220 ევროს განიხილავს

ევროკავშირი გაზის ზღვრულ ფასად 220 ევროს განიხილავს
access_time2022-12-07 17:45:28
ევროკავშირის ქვეყნები გაზის ზღვრული ფასის 220 ევრომდე (231 დოლარამდე) შემცირებას განიხილავენ. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.   ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, ჩეხეთის წინადადებით, თუ ხუთი დღის განმავლობაში გაზის საფასური 1 მგვტ/სთ-ზე 220 ევროს (1000 მ³-ზე 2 321 ევროს) გადააჭარბებს, ფასზე ლიმიტი უნდა დაწესდეს. სააგენტოს ცნობით, ინიციატივა წევრი ქვეყნების შეხვედრიდან ერთი კვირით ადრე გაჩნდა, რომელზეც ბლოკი შეთანხმების მიღწევას იმედოვნებს, რადგან „საკითხმა 27 წევრი...

განახლდება თუ არა რუსეთზე ფრენა - საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია მოწოდებით გამოდის

განახლდება თუ არა რუსეთზე ფრენა - საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია მოწოდებით გამოდის
access_time2022-12-07 18:00:32
დასავლეთმა უნდა გადახედოს საკუთარ შეხედულებებს და რუსეთის საჰაერო სივრცის გავლით ფრენების განახლებას შეეცადოს. ამის შესახებ საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) გენერალურმა დირექტორმა უილიამ უოლშმა ჟენევაში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა, იუწყება The Telegraph. 2023 წელს ჩინეთმა შესაძლოა შეამსუბუქოს ანტიკორონავირუსული შეზღუდვები, თქვა უოლშმა, რაც ჩინურ ავიაკომპანიებს British Airways-თან შედარებით ანიჭებს უპირატესობას, რომლის ფრენები შეიძლება საათობით გახანგრძლივდეს...

ლარის კურსი დოლართან 0.41 თეთრით, ევროსთან კი 0.48 თეთრით გამყარდა

ლარის კურსი დოლართან 0.41 თეთრით, ევროსთან კი 0.48 თეთრით გამყარდა
access_time2022-12-07 17:05:23
7 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.41 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6902 ლარი გახდა. სებ-ის ცნობით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.48 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8239 ლარი გახდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში კი ლარით და რეგიონალური ვალუტებით ვაჭრობა დღის განმავლობაში მცირედი ცვლილებებით გამოირჩეოდა. ქართული ლარის კურსი Bloomberg-ზე კი დილიდან...


მსგავსი სიახლეები

up