ციფრებს მიღმა -  დასაქმებულთა რა ნაწილი დარჩა უმუშევარი სინამდვილეში

ციფრებს მიღმა - დასაქმებულთა რა ნაწილი დარჩა უმუშევარი სინამდვილეში

access_time2021-12-03 10:00:01

ოფიციალურ ინფორმაციას, რომ  შინამეურნეობების 5.8 პროცენტში, ერთმა წევრმა მაინც დაკარგა სამსახური,  სპეციალისტების ნაწილი არ იზიარებს. ისინი ფიქრობენ,  რომ ციფრებში ცდომილებაა. ამის საფუძველს ,,ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის“ ხელმძღვანელს  რამაზ გერლიანს  აძლევს ის გარემოება, რომ კერძო სექტორიდან სამსახური გაცილებით მეტმა ადამიანმა დაკარგა და რატომღაც ისინი ვერ მოხვდნენ კვლევაში.



,,სამსახურის დაკარგვა ერთია, მეორე - შემოსავლების კლება. კვლევა უშუალოდ სამსახურის დაკარგვას უკავშირდება, მაგრამ შემოსავლების შემცირების მხრივ ვითარება ბევრად უფრო მძიმეა. დავუშვათ, პიროვნება მუშაობდა 3 ადგილას, 2 სამსახური დაკარგა  და შერჩა, პირობითად, 200-ლარიანი ხელფასი, თუმცა სტატისტიკისთვის ის დასაქმებულად ითვლება.  საქსტატი ამას ვერ ხედავს. დაფიქსირებული 5,8%  ნამდვილად არის მინიმალიზებული. უშუალოდ პირის მიერ სამსახურის დაკარგვას ხედავენ და არა იმას, რომ შემოსავლები მცირდება. ძნელია ვთქვათ,  რამდენმა დაკარგა სამუშაო რეალურად, მაგრამ კერძო სექტორს თუ ავიღებთ, დაახლოებით 20-22%-ია, ვინც სამსახურის გარეშე დარჩა“, - ამბობს გერლიანი ,,კომერსანტთან“.



მისი თქმით, ზოგი ოჯახი, განსაკუთრებით ის კატეგორია, ვინც სრულად იყო ჩართული ტურისტულ ბიზნესში, უმუშევარი დარჩა. თუმცა ზოგ ოჯახში შეინარჩუნეს, ძირითადად, ვინც საჯარო სექტორშია დასაქმებული. ,,გასაშუალებული მონაცემი მაინც და მაინც სანდო ვერ იქნება, კერძო სექტორი ცალკე უნდა განიხილებოდეს.  პირობითად,  მიწისქვეშა გადასასვლელში ერთი ადამიანი ჰყიდდა სუვენირებს და მისი მომხმარებლები ძირითადად ტურისტები იყვნენ. ცხადია, მან სამუშაო დაკარგა. ასევე სხვა სფეროებში, რა ბედი ეწია გიდების ნაწილს, ასევე ტრანსპორტის იმ სეგმენტს, რომელიც ტურისტულ ჯგუფებს უწევდა მომსახურებას, ამას რეალურად ვერ ასახავს სტატისტიკა. სწორედ ეს არის პრობლემა, რომ  კრიზისული პერიოდისთვის ასეთი ტიპის კვლევა და მონაცემების გამოქვეყნება რელევანტურობის არც ერთ სტანდარტს არ აკმაყოფილებს“, - აცხადებს რამაზ გერლიანი.



ამდენად, უმუშევრობასთან ერთად დიდ პრობლემას ქმნის შემოსავლების კლება. ხალხს არ ყოფნის ჯამაგირი და უფრო და უფრო იზრდება იმ მოქალაქეების რაოდენობა, რომელიც სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვს. აკადემიკოსი ავთო სილაგაძე აცხადებს, რომ Covid-19-ის გამო მოქალაქეებს სიღარიბე ემუქრება. 




,,ათასობით ოჯახია საქართველოში, რომელსაც ყოველდღიური საჭიროებისთვის ფული არ აქვს, ელემენტარულად, საკვების ყიდვის საშუალება არ აქვს ხალხს, ფუფუნების საგნების შეძენაზე ხომ საუბარი გადაჭარბებულიცაა. ეს მდგომარეობა სოციალურ ფონს კიდევ უფრო დაამძიმებს, რადგან ადამიანები უფრო სწრაფად ინაცვლებენ საშუალო ფენიდან სიღარიბეში, ვიდრე პირიქით - საშუალოდან მაღალ ფენაში. ფასების ზრდამ ამ მხრივ ძალიან მძიმედ იმოქმედა, რაც ლარის გაუფასურებას უკავშირდება. დღეს სხვა ალტერნატივა არ გვაქვს, უნდა განვავითაროთ მრეწველობა და სოფლის მეურნეობა და ვებრძოლოთ სიღარიბეს. ამ რეჟმში მოგვიწევს ცხოვრება როგორც პანდემიისას, ისე მომავალშიც, როცა პოსტეპიდემიური პერიოდი დაგვიდგება“, - განაცხადა  აკადემიკოსმა ,,კომერსანტთან“.

 


საქსტატის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, რომელიც ეფუძნება შინამეურნეობების მიერ დეკლარირებულ ინფორმაციას, შინამეურნეობების 5.8 პროცენტში, ერთმა წევრმა მაინც დაკარგა სამსახური დროებით ან ხანგრძლივი პერიოდით, 2021 წლის ივლისიდან გამოკითხვის მომენტამდე პერიოდში. 



დასახლების ტიპის მიხედვით აღნიშნული მაჩვენებლის მნიშვნელობა შეადგენს 6.7 პროცენტს საქალაქო ტიპის დასახლებებისთვის, ხოლო 4.6 პროცენტს — სასოფლო ტიპის დასახლებებისთვის.



2021 წლის ივლისიდან გამოკითხვის მომენტამდე პერიოდში ქვეყანაში შინამეურნეობების 16.1 პროცენტს შეუმცირდა საშუალო თვიური შემოსავლები. ქალაქის ტიპის დასახლებებში აღნიშნული მაჩვენებელი 16.3 პროცენტს, ხოლო სოფლად 15.9 პროცენტს შეადგენს.


მარი ჩიტაია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up