თავისუფალ ბაზართან PPA შეუთავსებელია, დროულად უნდა ამოქმედდეს ენერგეტიკული ბირჟა -  Helios energy Georgia პრემიერს ეხმიანება

თავისუფალ ბაზართან PPA შეუთავსებელია, დროულად უნდა ამოქმედდეს ენერგეტიკული ბირჟა - Helios energy Georgia პრემიერს ეხმიანება

access_time2022-06-23 16:00:38

„PPA მექანიზმის აღდგენაზე დიდი ხანია საუბარი მიდის, თუმცა ეს დაპირება შესრულებული არ არის, გარდა ამისა აქ საკითხავია თუ რა პირობით მოგვცემენ PPA - ს“, -  ამბობს „კომერსანტთან“ Helios energy Georgia- ს დამფუძნებელი თორნიკე დარჯანია, რომელიც  პრემიერის გუშინდელ განცხადებას PPA მექანიზმის (გარანტირებული შესყიდვის ხელსეკრულება) აღდგენის შესახებ გამოეხმაურა.

 

დარჯანიას განმარტებით თუ სახელმწიფომ PPA მექანიზმი კვლავ იმ ფორმით შემოიღო, როგორც ეს ენერგეტიკის სამინისტროს გაუქმებამდე იყო მისთვის ეს საინტერესო არ იქნება. ენერგეტიკოსების მოთხოვნაა, რომ აღდგეს ენერგეტიკული ბირჟა და ენერგიის გაყიდვა მოხდეს აუქციონის წესით.

 

„PPA მექანიზმი იყო მანამ, სანამ  ენერგეტიკის  სამინისტრო  გაუქმდებოდა, მაშინ ამბობდნენ, რომ დენს ჩვენგან შეიძენდნენ რვა თვის განმავლობაში, ხოლო დანარჩენი 4 თვე - არა. საუბარი იყო მაისი, ივნისი, ივლისი, აგვისტო, ანუ მაშინ როდესაც მზე აქტიურ ფაზაშია. ახლა  თუ ისევ ის პრინციპი ამოქმედება, ჩვენთვის ეს საინტერესო არ იქნება, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისევ და ისევ  ბაზარი, ანუ ენერგეტიკული ბირჟის დროულად ამოქმედება.



„თუ ჩვენ  ვამბობთ,  რომ ბაზარი უნდა იყოს თავისუფალი და  ეს  ბაზარი  უნდა გავხსნათ, მაშინ ამ მოცემულობაში PPA შეიძლება შეუთავსებელი იყოს. PPA არ არის  თავისუფალი ბაზრის  ელემენტი. მთელი რიგი ქვეყნები ელექტოენერგიას აუქციონის წესით ყიდიან და ამბობენ, ვინც ყველაზე ნაკლებ ფასს შემოგვთავაზებს ერთ კვტ/სთ-ში, მისგან ვიყიდით ენერგიას“, - ამბობს თორნიკე დარჯანია.

 

გუშინ  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა  პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განმარტა, რომ ქვეყნის ეკონომიკური გუნდის და მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ენერგეტიკის განვითარებაა და ამის შესახებ მსოფლიო სავალუტო ფონდთან მთავრობა აქტიურად მუშაობს. მისი თქმით, PPA-ს სტრუქტურის შემოღება-დაბრუნებას აპირებენ. 


თაკო კვაჭანტირაძე






Colliers- ის ინფორმაციით თბილისში პრემიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა 143%-ით გაიზარდა

Colliers- ის ინფორმაციით თბილისში პრემიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა 143%-ით გაიზარდა
access_time2023-03-26 09:00:57
2023 წლის თებერვალში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3,421 ერთეული შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიდთან შედარებით 5% -...

საქართველოში არასეზონურ მარწყვზე მოთხოვნა იზრდება

საქართველოში არასეზონურ მარწყვზე მოთხოვნა იზრდება
access_time2023-03-25 23:55:13
საქართველოში მარწყვის იმპორტი იზრდება - ამის შესახებ ინფორმაციას East Fruit ავრცელებს. მათივე ცნობით 2023 წლის იანვარსა და თებერვალში ქვეყანაში 420 ტონა ახალ მარწყვი შემოვიდა, რაც  გასული წლის ანალოგიურ პერიოდს...

“რუსეთი ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ შეიარაღებას განათავსებს, რომლის საცავი პირველი ივლისისთვის მზად იქნება” ვლადიმერ პუტინი

“რუსეთი ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ შეიარაღებას განათავსებს, რომლის საცავი პირველი ივლისისთვის მზად იქნება” ვლადიმერ პუტინი
access_time2023-03-25 23:00:47
რუსეთი ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ შეიარაღებას განათავსებს, რომლის საცავი პირველი ივლისისთვის მზად იქნება, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა...

ქართულმა კომპანიებმა ლონდონში IFE 2023-ში მიიღეს მონაწილეობა

ქართულმა კომპანიებმა ლონდონში IFE 2023-ში მიიღეს მონაწილეობა
access_time2023-03-26 13:30:46
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში ექსპორტის მიმართულების ორგანიზებითა და USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის მხარდაჭერით, ქართულმა კომპანიებმა ლონდონში, საკვებისა და სასმელის მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენაზე International Food & Drink Expo (IFE 2023) მიიღეს მონაწილეობა. სააგენტოს დაფინანსებით, საკვები და სასმელი პროდუქციის მწარმოებელმა ქართულმა კომპანიებმა გამოფენაში  მეორედ  მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიებას ყოველწლიურად 25 000-მდე...

რომელ ქვეყნებში გადის საქართველოდან ავტომობილები რეექსპორტზე

რომელ ქვეყნებში გადის საქართველოდან ავტომობილები რეექსპორტზე
access_time2023-03-25 22:08:54
...


მსგავსი სიახლეები

up