კონკურენციის სააგენტო პურის ფასის გაძვირების მიზეზებს 8 თვის შემდეგაც ვერ ასახელებს -   ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაიცია დასკვნის დროულად მიღებას ითხოვს

კონკურენციის სააგენტო პურის ფასის გაძვირების მიზეზებს 8 თვის შემდეგაც ვერ ასახელებს - ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაიცია დასკვნის დროულად მიღებას ითხოვს

access_time2019-07-17 11:00:24


“ჩვენთვის მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს ქვეყნის მტრები ვართ თუ არა, კარგი ხალხი ვართ თუ ცუდი, — აცხადებს “კომერსანტთან“ საუბარში ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაიციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან სილაგავა, რომელიც თითქმის მე-8 თვეა საქართველოს კონკურენციის სააგენტოს დასკვნას ელოდება.


ხადურის უწყება ნახევარწელზე მეტია პურის ფასის გაძვირების მიზეზებს სწავლობს.


რატომ გაჭიანურდა თავის დროზე პრმეიერ მინისტრის მიერ დაანონსებული საკითხის მოკვლევა უცნობია, თუმცა შეგახსენებთ მამუკა ბახტაძე ამ თემით პირადად დაინტერესდა და ნოდარ ხადურის უწყებას დაუყოვნებლივი რეაგირებისკენ მოუწოდა:


მინდა შესაბამის ორგანოებს მივმართო, რომ უმოკლეს ვადებში შეისწავლონ ეს სიტუაცია და მოამზადონ ანგარიში, თუ რასთან გვაქვს საქმე. საქართველო არის საბაზრო ეკონომიკა, ჩვენ ვართ ღია ეკონომიკა, მაგრამ არასამართლიანი კონკურენციის კეთების საშუალებას ვერავის მივცემთ.


ეს განცხადება მამუკა ბახტაძემ 2018 წლის 10 დეკემბერს გააკეთა.


რვა თვის შემდეგ პურისა და ხორბლის მწარმოებლები ისევ სააგენტოს დასკვნის მოლოდინში არიან. მათთვის მნიშვნელოვანია დადგინდეს პროდუქტის გაძვირების რეალური ფასი, რადგან გაჩნდა ეჭვი, რომ შესაძლოა ბაზარზე არაჯანსაღი კონკურენცია იყოს. თავად მწარმოებლები კი პურის  ფასის გაძვირებას სხვა არგუმენტებით ხსნიან:



„მოუთმენლად ველოდებით კონკურენციის სააგენტოს დასკვნას, რამ გამოიწვია პურის ფასის ზრდა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს ქვეყნის მტრები ვართ თუ არა, კარგი ხალხი ვართ თუ ცუდი... ეს იმიტომ, რომ პრემიერის განცხადების შემდეგ გაჩნდა კითხვები, შესაძლოა ბაზარზე იყოს არაჯანსაღი კონკურენცია და შესაძლოა ჩვენი საქმიანობიდან გამომიდინარე გაძვირდა პროდუქტი. ამ მოსაზრებას ჩვენ არ ვეთანხმებით, ამიტომ იმედია უახოლეს მომავალში შუალედური შედეგები მაინც დაიდება და სიმართლე გაირკვევა“,- განმარტავს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაიციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან სილაგავა.


პურის ფასის ზრდას ლევან სილაგავა სხვა მიზეზებით ხსნის. კერძოდ, წარმოება პირდაპირ მიბმულია მსოფლიო ბაზარს და  ადგილობრივ ბაზარზე მცირე რესურსია. ასევე მნიშვნელოვანი დაბრკოლება გახდა თავის დროზე გარდამავალი მარაგების კრიტიკული ზღვარი, სამანქანო გადაზიდვები და ბაზრის დივერსიფიცირების პრობლემა.


„როდესაც ბახტაძემ განცხადება გააკეთა, მაშინ გარდამავალი მარაგები იყო კრიტიკულ ზღვარზე. ფასის 190-დან 240 აშშ. დოლარამდე აწევამ კი მყისიერად გამოიწვია ფასის ზრდა ჯერ ფქვილზე, შემდეგ პურზე. აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო 3 წელია ხორბლის მთლიანი მომარაგების თითქმის 60 % გადავიდა სამანქანო გზაზე, რამაც მკვეთრად შეამცირა რკინიგზითა და გემით დატვირთვის რაოდენობა. მესამე პრობლემაა ის, რომ უმეტესად მიბმული ვართ რუსეთის ბაზარს და ბაზრის დივერსიფიცრება აუცილებელია. ყველაფერმა ერთად გააძვირა პროდუქტი, მაგრამ ეჭვები რომ აღარ არსებობდეს, რა თქმა უნდა, კონკურენციის სააგენტოს პასუხი არის მნიშვნელოვანი“.

 

უცნობია, რატომ გაჭიანურდა ბაზრის შესწავლის პროცესი და ამ დრომდე რატომ ვერ მოახერხა ნოდარ ხადურის უწყებამ ყველა კითხვისთვის პასუხი გაეცა.


„კომერსანტი“ უწყებას დაუკავშირდა და როგორც განგვიცხადეს, ამ ეტაპზე კვლავ მონიტორიგნის პროცესი მიმდინარეობს.  შედეგები უახლოეს მომავალში გასაჯაროვდება.


ლევან სილაგავა მონიტორინგის პროცესის გაჭიანურებას კონკრეტული გარმეობით ხსნის:


„სააგენტოს აქვს ორი ფუნქცია - მას შეუძლია დაიწყოს საკითხის კვლევა ან მონიტორინგი. პირველის შემთხვევაში აუცილებელია უწყებას კონკრეტულმა იურიდიულმა ან ფიზიკურმა პირმა მიმართოს. ასეთ შემთხვევაში კონკურენციის სააგენტო ერთი თვის განმავლობაში იწყებს კვლევას და აქვს გონივრული ვადა დასკვნის დასადებად.  რადგან პრემიერ-მინისტრმა მხოლოდ სიტყვიერად დაავალა სააგენტოს საკითხის მოკვლევა, ამიტომ დაიწყო მონიტორიგი, ამ უკანასკნელის შემთხვევაში კი უწყება ვადებში არ არის შეზღუდული. შესაბამისად, აიხსნება პროცესის გაჭიანურებაც, მაგრამ პარალელურად  ჩვენ ვართ ბიზნესი, რომელისთვისაც მნიშვნელოვანია ოპერატიულად გაეცეს ყველა კითხვას პასუხი“.



შეგახსენებთ, გასული წლის 10 დეკემბრიდან მაღაზიებში პურის ფასმა, დაახლოებით, 5-10 თეთრით მოიმატა. მთავრობის სხდომის დაწყების წინ პრემიერმა აღნიშნა, რომ ეს შეიძლება, დაკავშირებული იყოს არასამართლიან კონკურენციასთან. 



სალომე ლემონჯავა






დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი
access_time2021-08-04 21:00:25
დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:   1. ლაშა ტალახაძე ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია ლაშა ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონი მეორედ გახდა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა. ოლიმპიურ ოქროსთან ერთად ტალახაძემ ტოკიოში 3 მსოფლიო რეკორდიც (ატაცი 223 კგ, აკვრა 265 კგ, ორჭიდის ჯამი 488 კგ) მოხსნა.   2. სებ–მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი...

ნათია თურნავას ობიექტების 1 ლარად გაყიდვის იდეა არ მოსწონს

ნათია თურნავას ობიექტების 1 ლარად გაყიდვის იდეა არ მოსწონს
access_time2021-08-04 17:00:28
ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას თქმით, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია არამარტო ერთჯერადი ეფექტი, რომელიც სჭირდება ბიუჯეტს, არამედ ის, თუ რა ინვესტიციას განახორციელებს ბიზნესი და რამდენ ადამიანს დაასაქმებს. “იმ პირობებით, რომლითაც ჩვენ დღეს ვყიდით ობიექტებს უპრეცედენტო ციფრზე გავედით 6 თვეში, თანაც პანდემიის ფონზე. ზუსტი ციფრის თქმა გამიჭირდება, რადგან ყოველდღე მიმდინარეობს აუქციონები, თუმცა უკვე 240 მლნ ლარს გადავაჭარბეთ. უამრავი შემთხვევაა აუქციონების, სადაც...

რეფინანსირებაზე მიბმული 140 ათასზე მეტი სესხი გაძვირდა

რეფინანსირებაზე მიბმული 140 ათასზე მეტი სესხი გაძვირდა
access_time2021-08-04 14:00:38
ეროვნული ბანკის მონეტარული კომიტეტის გადაწყვეტილებით რეფინანსირების განაკვეთი 0.5%-ით 10%-მდე გაიზარდა, რითაც 140 000-ზე მეტ პირს ლარში აღებული სესხი გაუძვირდა. 2008 წლის ოქტომბრის შემდეგ რეფინანსირების განაკვეთი ორნიშნა არასდროს ყოფილა. ლარში გაცემული იპოთეკური სესხები ძირითადად რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. წლის დასაწყისიდან დღემდე განაკვეთი სამ ეტაპად ჯამში 2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა. რეფინანსირების განაკვეთის ზრდამდე 1 დღით ადრე ცნობილი...

ლუკაშენკომ ევროკავშირს ათასობით აზიელი ლტოლვილი შეასია

ლუკაშენკომ ევროკავშირს ათასობით აზიელი ლტოლვილი შეასია
access_time2021-08-04 20:00:48
2 აგვისტოს მონაცემებით, ლიეტუვივს მესაზღვრეებმა 3832 არალეგალი მიგრანტი აღმოაჩინეს, რომლებიც ბელარუსის საზღვართან იმპროვიზირებულ კარვების ქალაქში ცხოვრობდნენ. მათ შორის 2555  - ერაყელი იყო.   ეს ოპონენტების წამებით განთქმული მინსკელი დიქტატორის მხრიდან ევროკავშირის მიმართ შურისძიების ახალი ხერხია.   2021 წელს ერაყიდან ბელარუსის მიმართულებით ავიარეისები აღდგა, რომლებიც მოთხოვნის არარსებობის გამო გაუქმდა. მარგამ მოხდა საოცრება და ერაყელებმა...

ოლიმპიადამ ტოკიოში პანდემიის მძლავრი ტალღა გამოიწვია

ოლიმპიადამ ტოკიოში პანდემიის მძლავრი ტალღა გამოიწვია
access_time2021-08-04 19:00:31
როდესაც მომავალში ისაუბრებენ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, პირველი რასაც გაიხსენებენ, იქნება ის, რომ ერთი კვირის მანძილზე ქალაქში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 217%-ით გაიზრდა და დღიურმა დაინფიცირებამ 10 000-ს გადააჭარბა.   ხელისუფლება შექმნილ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას ვერ უმკლავდება  - იაპონიის პრემიერ-მინისტრის ესუხიძე სუგის გამოსვლები ამ საკითხზე ნაკლებად შთამბეჭდავია, მოსაწყენი, მონოტონური და არავის არაფერში არ არწმუნებს.   პარალელურად...


მსგავსი სიახლეები

up