„ჩვენთვის

„ჩვენთვის "ლოქდაუნიც" ზარალია და მომლოდინე რეჟიმში ყოფნაც“ – „ოკტოპუს ფიტნეს კლუბი“

access_time2020-11-22 16:00:02

„ბიზნესისთვის დახურვა-არ დახურვის მოლოდინის რეჟიმიც ცუდია, ისევე როგორც ლოქდაუნი", - ასე ეხმიანება „ოკტოპუს - ფიტნეს კლუბის“  დირექტორი გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის დამძიმების გამო შესაძლოა დაიხუროს როგორც სპორტული დარაბზები, ისე დიდი სავაჭრო ქსელები (მოლები), სილამაზის სალონები. საუბარია, საქალაქთაშორისო ტრანსპორტის შეზღუდვაზეც.

 

გიორგი ასათიანი აღნიშნავს, რომ მოლოდინს თან ახლავს უამრავი პროცესი, რომელიც დაკავშირებულია ფინანსურ ზარალთან, იმ ფიქსირებულ ხარჯებთან, რასაც დახურვის პირობებში მაინც თავს ვერ არიდებ.

 

"მომხმარებელს, რომელსაც უნდა ჩვენი აბონიმენტის შეძენა და ვრცელდება ინფორმაცია, რომ შეიძლება 2 კვირაში დაიკეტოს ფიტნეს-კლუბი ან პირობითად 3 კვირაში, ბუნებრივია ის გადაიფიქრებს აბონიმენტის შეძენას,“ - ამბობს „ოკტოპუს - ფიტნეს კლუბის“  დირექტორი.

 

როგორც ასათიანი აცხადებს, ყველა ბიზნესი ერთნაირ სიტუაციაშია, მეტ-ნაკლებად ზოგი ძალიან ზღვარზეა, ზოგი - ნაკლებად. რაც შეეხება „ოკტოპუს - ფიტნეს კლუბს“,  განხორციელებული აქვს რამდენიმე მილიონიანი ინვესტიცია. მათ შორის, 2020 წელს კომპანიამ ქსელის განვითარებაში დაახლოებით 5 მილიონი ლარი ჩადო. გამომდინარე იქიდან, რომ მიმდინარე წელი კრიზისულია კომპანიისთვის, ნებისმიერი ტიპის შემოსავლების შემცირება სახარბიელო ნამდვილად არ იქნება.


 

„აუცილებელია, გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები, მათ შორის, მოხდეს მთავრობასა და ბიზნესს შორის კომუნიკაცია, სადაც ერთობლივი კონსულტაციების შედეგად ფიტნეს ინდუსტრიას დაუწესდება შეღავათები თუნდაც საგადასახადო მიმართულებით. ქმედითი ნაბიჯი უნდა გადაიდგას იმისთვის, რომ ბიზნესს გარკვეული შეღავათი ჰქონდეს. ასე მომლოდინე რეჟიმში ყოფნა წარმოუდგენელია,“ - აცხადებს გიორგი ასათიანი.

 

მისი განცხადებით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, კომპანიას შემოსავლები საგრძნობლად შეუმცირდა.

 

ფიტნეს კლუბი „ოკტოპუსი“  2016 წლის ზაფხულში გაიხსნა. ის აღჭურვილია უმაღლესი ხარისხის Lifefitness - ის და Tecnogym - ის ტრენაჟორებით. კლუბი გამორჩეულია ავანგარდული ინტერიერით.

 

წყარო: ბიზნესპარტნიორი



თეგები:
ოკტოპუს



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up