„ჩვენთვის ცნობილია იმ კოლოსალური სამუშაოს შესახებ, რომელსაც ჭიათურის გარემოს დაცვის პრობლემების გადასაჭრელად ახორციელებთ“ - მეტალურგთა საერთაშორისო ევრაზიული ფედერაციის წერილი „ჯორჯიან მანგანეზს“

„ჩვენთვის ცნობილია იმ კოლოსალური სამუშაოს შესახებ, რომელსაც ჭიათურის გარემოს დაცვის პრობლემების გადასაჭრელად ახორციელებთ“ - მეტალურგთა საერთაშორისო ევრაზიული ფედერაციის წერილი „ჯორჯიან მანგანეზს“

access_time2020-07-28 14:58:30

მეტალურგთა საერთაშორისო ევრაზიული ფედერაციის (მსეფ) პრეზიდენტმა და გენერალურმა მდივანმა „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურ მმართველ ნიკოლოზ ჩიქოვანს ოფიციალური წერილით მადლობა გადაუხადეს. წერილი ბოლო საინფორმაციო ანგარიშების საფუძველზე მომზადდა, რომლებიც წარმოდგენილი იყო უკანასკნელ პერიოდში საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის მიერ.


„კომერსანტი“ „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.


„ჩვენ დადებითად ვაფასებთ შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ დამოკიდებულებას, როგორც გარემოსდაცვითი, სოციალური და საყოფაცხოვრებო საკითხების, ასევე სოციალურ-ეკონომიკური, შრომითი და სამართლებრივი საკითხების მიმართ,“ - აღნიშნულია წერილში.


მეტალურგთა საერთაშორისო ევრაზიულმა ფედერაციამ ასევე დადებითად შეაფასა კომპანიის დამოკიდებულება, როგორც გარემოსდაცვითი, სოციალური და საყოფაცხოვრებო საკითხების, ასევე სოციალურ-ეკონომიკური, შრომითი და სამართლებრივი საკითხების მიმართ.


„პატივცემულო, ბატონო ნიკოლოზ!


„გაცნობებთ, რომ მეტალურგთა საერთაშორისო ევრაზიული ფედერაციის (IEMF) წევრები არიან 56 პროფესიული კავშირი, რომლებიც წარმოადგენენ 15 მილიონზე მეტ დასაქმებულ მუშაკს ევრაზიის კონტინენტის 20-ზე მეტი ქვეყნიდან, მათ შორისაა საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირი.



სოციალური დიალოგისა და შრომის სტანდარტების განვითარების მიზნით, IEMF რეგულარულად ახორციელებს ფართომასშტაბიან სასწავლო პროგრამებს, ატარებს კონფერენციებსა და სიმპოზიუმებს, ქმნის საერთაშორისო პლატფორმებს და კოორდინაციას უწევს წევრი ორგანიზაციების გამოცდილების გაცვლის პროცესებს - რეგულარულად იღებს ინფორმაციას წევრი ორგანიზაციებისგან და შემდგომი რეაგირების მიზნით, აწარმოებს მიღებული ინფორმაციის ღრმა ანალიზს.


ჩვენ ამ წერილს გწერთ ბოლო საინფორმაციო ანგარიშების საფუძველზე, რომლებიც წარმოდგენილი იყო უკანასკნელ პერიოდში საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის მიერ.


ჩვენ დადებითად ვაფასებთ შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ დამოკიდებულებას, როგორც გარემოსდაცვითი, სოციალური და საყოფაცხოვრებო საკითხების, ასევე სოციალურ-ეკონომიკური, შრომითი და სამართლებრივი საკითხების მიმართ.


ჩვენთვის ცნობილია იმ კოლოსალური სამუშაოს შესახებ, რომელსაც თქვენ ახორციელებთ ქალაქ ჭიათურის გარემოს დაცვის პრობლემების გადასაჭრელად. ჩვენ ყველაფერი ვიცით თქვენს მიერ დანერგილი ახალი ტექნოლოგიებისა და საწარმოს განვითარების დადებითი გეგმების შესახებ.


ჩვენ ასევე დეტალურად ვართ ინფორმირებულნი იმის შესახებ, თუ რა მოცულობის სამუშაოები ჩატარდა თქვენ მიერ ჭიათურელი მაღაროელების და ზესტაფონელი მეტალურგების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.


ჩვენ ვიცნობთ შპს "ჯეორჯიან მანგანეზის" ადმინისტრაციასა და პროფკავშირს შორის გაფორმებულ კოლექტიურ ხელშეკრულებებს და მაღალი სტანდარტის ყველა შეთანხმებას, რომლებსაც თქვენ აღწევთ პროფკავშირთან რეგულარული კომუნიკაციისა და შრომის საკითხებისადმი თქვენი სწორი დამოკიდებულების გზით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მადლობას გიხდით წევრ ორგანიზაციასთან - საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიულ კავშირთან ღირსეული სოციალური პარტნიორობისთვის. გისურვებთ წარმატებებს და ბიზნესის სტაბილურობას.“ - ნათქვამია წერილში.


აღსანიშნავია, რომ „ჯორჯიან მანგანეზმა“ დადებითი შეფასებები და მადლობის წერილი გასულ კვირას შვეიცარული ორგანიზაცია IndustriALL Global Union-ისგანაც მიიღო.


ორგანიზაციის პრეზიდენტის და მისი მდივნის მიერ გამოგზავნილ ოფიციალურ წერილში შეფასებები „ჯორჯიან მანგანეზის“ ბოლო სამი წლის საქმიანობის, დასაქმებულების შრომითი და სოციალური პირობების გაუმჯობესების, ასევე გარემოს დაცვის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების კუთხით გაკეთდა.


IndustriALL Global Union-ი, რომლის სათაო ოფისიც ჟენევაშია, სამთო, ენერგეტიკისა და წარმოების მრეწველობის დარგებიდან 140 ქვეყანაში 50 მილიონზე მეტ მუშაკს აერთიანებს.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up