“ჩვენთან “ყოჩაღები“ არიან მაკონტროლებლები და ყოველთვის დაჩაგრულები არიან შემსრულებლები“ - მენაშენეთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი როსტომაშვილი

“ჩვენთან “ყოჩაღები“ არიან მაკონტროლებლები და ყოველთვის დაჩაგრულები არიან შემსრულებლები“ - მენაშენეთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი როსტომაშვილი

access_time2019-05-01 13:30:11

 მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ აუცილებელია სამშენებლო ობიექტებზე უსაფრთხოების ნორმების დარღვევის შემთხვევაში რეგულაციების გამკაცრება. მანვე მერის მოადგილეს უსაფრთხოების ნორმების შემოწმების მიზნით ქალაქის მასშტაბით ე.წ. რეიდების ჩატარება დაავალა.   



„ძალიან მნიშვნელოვანია, კიდევ უფრო გავამკაცროთ ჩვენი მიდგომები და დამოკიდებულება სამშენებლო ობიექტებზე, რომ მაქსიმალურად დაცული იყოს იქ მომუშავე ადამიანების უსაფრთხოება.


თქვენ იცით, რომ ამ მიმართულებით, გასულ წელს, ჩვენ მნიშვნელოვანი ცვლილებები განვახორციელეთ, გავამკაცრეთ რეგულაციები, თუმცა, აუცილებელია კიდევ უფრო მეტი ყურადღება, აუცილებელია რეიდების ჩატარება, რომ ყველასთვის მოულოდნელი იყოს იქ მისვლა და გადამოწმება, რათა კიდევ ერთხელ ყველამ გაითავისოს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის სიცოცხლე“, – განაცხადა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ.





რას ფიქროებენ მენაშენეთა ასოციაციაში რეიდების ჩატარებასა და რეგულაციების კიდევ უფრო გამკაცრებაზე, ამასთან დაკავშირებით „კომერსანტი“ მენაშენეთა ასოციაციის თავმჯდომარეს ირაკლი როსტომაშვილს დაუკავშირდა.


როსტომაშვილი მიიჩნევს, რომ რეგულაციების სიმრავლე სექტორს დიდ ზიანს აყენებს და ამის ნათელი მაგალითი შეჩერებული მშენებლობებია, მისივე მოსაზრებით საჭიროა ნებისმიერი ცვლილების არა ერთბაშად, არამედ ეტაპობრივად განხორციელება.



„თუ ევროპისკენ მივისწრაფვით ნამდვილად იმ სტანდარტებით უნდა ვაშენოთ ქვეყანა, როგორც ხდება ევროპაში, მაგრამ არ შეიძლება ბავშვს 10-წლიანი განათლება 5 წელიწადში მივაღებინოთ. ამას სჭირდება გარკვეული პერიოდი. მოკლე პერიოდში ძალიან ბევრი რეგულაცია დაწესდა სამშენებლო სფეროში, დავიჯერო სამშენებლო სექტორია ყველაზე განუვითარებელი საქართველოში? საჭიროა, რომ ეს ცვლილებები გეგმაზომიერად განხორციელდეს სპეციალისტების დახმარებით. ბევრი რეგულაცია ძალიან მძიმეა სექტორისთვის და ამის შედეგია გაჩერებული ობიექტები, უნდა ავწონ-დავწონოთ რომელი უფრო მნიშვნელოვანია - გაჩერებული ობიექტები თუ ნელნელა გაკეთებული რეფორმები.



რაც შეეხება რეიდებს, მე ზოგადად მსგავსი სადამსჯელო ღონისძიებების მომხრე არ ვარ, მაგრამ თუ ესაა საჭირო დარღვევების გამოსავლენად, კი ბატონო.  მაგრამ ჩვენთან ყოჩაღები არიან მაკონტროლებლები და ყოველთვის დაჩაგრულები არიან შემსრულებლები, იმიტომ რომ ადვილია გაკონტროლება და ვიღაცის გამოჭერა ჩაფხუტი ახურავს თუ არა, ძნელი კი საქმის კეთება მგონია.“ - აცხადებს ირაკლი როსტომაშვილი

 


მარიამ მორგოშია




„გაყიდვები 5-7%-ით გაიზარდა“ - რომელ ტექნიკაზე მოიმატა მოთხოვნამ პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველოში

„გაყიდვები 5-7%-ით გაიზარდა“ - რომელ ტექნიკაზე მოიმატა მოთხოვნამ პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველოში
access_time2020-08-09 15:01:24
ივნის-ივლისში გაყიდვები 5-7%-ით გაიზარდა - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ „ბეკო საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა მეჰმედ მელექმა განუცხადა.   „თუ 2020 წლის იანვარ-ივლისის მონაცემებს, წინა წლის 7 თვეს შევადარებთ, გეტყვით, რომ აქ გაყიდვების მხრივ სიტუაცია იგივე დონეზეა. ეს კი პანდემიის პირობებში კარგი მაჩვენებელია. ზაფხულში მაჩვენებლები უფრო დამაიმედებელია, მეტიც, იანვარ-ივლისში გაყიდვები 5-7%-ით გაიზარდა. გაყიდვების ზრდას ხელს უწყობს ისიც, რომ წელს 3 ახალი მაღაზია...

მსოფლიოს წამყვან ბირჟებზე ნავთობი გაძვირდა – საქართველოში საწვავის ფასის 10 თეთრით გაზრდაა მოსალოდნელი

მსოფლიოს წამყვან ბირჟებზე ნავთობი გაძვირდა – საქართველოში საწვავის ფასის 10 თეთრით გაზრდაა მოსალოდნელი
access_time2020-08-09 20:00:07
ე.წ. დიდი ლოქდაუნისას გაუაფებული ბენზინი საერთაშორისო ბაზრებზე გაძვირების გზას დაადგა. კერძოდ, 29 ივლისის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი...

Bloomberg: კარანტინზე უარის თქმის მიუხედავად, შვედეთმა ეკონომიკა ვერ გადაარჩინა

Bloomberg: კარანტინზე უარის თქმის მიუხედავად, შვედეთმა ეკონომიკა ვერ გადაარჩინა
access_time2020-08-09 18:00:10
  შვედეთმა თავისი ეკონომიკა 1980 წლის შემდეგ რეკორდული ვარდნისგან ვერ დაიცვა  - კარანტინზე და თვითიზოლაციაზე უარის თქმის მიუხედავად, ქვეყნის მშპ 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8,8%-ით შემცირდა  - ასეთია შვედეთის სტატისტიკის სამმართველოს მონაცემები.   პირველ კვარტალთან შედარებით ვარდნა თითქმის ანალოგიურია - 8,6%.   ასევე მკვეთრად დაეცა ექსპორტი და ამავე დროს მასშტაბური ფინანსური დახმარების პროგრამების მიუხედავად,...

აფხაზეთი კრიპტო-ციებ-ცხელებამ მოიცვა - ბოლო 6 თვეში აფხაზეთში 100 ახალი კრიპტოფერმა გაიხსნა

აფხაზეთი კრიპტო-ციებ-ცხელებამ მოიცვა - ბოლო 6 თვეში აფხაზეთში 100 ახალი კრიპტოფერმა გაიხსნა
access_time2020-08-09 16:00:20
აფხაზეთში ნამდვილი კრიპტო-ციებ-ცხელებაა. ეს ძალიან მარტივად იხსნება - კერძოდ კი, ელექტროენერგიაზე ფანტასტიურად დაბალი ტარიფებით.   ერთი კილოვატი ელექტროენერგია აფხაზეთში 1 ცენტზე ოდნავ მეტი ღირს - დანარჩენი მსოფლიოსთვის წარმოუდგენელი ფასი. გასაგებია, რომ ის კრიპტოფერმებს იზიდავს, და მათი რაოდენობა მუდმივად იზრდება - მხოლოდ ბოლო 6 თვეში აფხაზეთში 100 ახალი კრიპტოფერმა გაიხსნა, ჯამურად კი მათი რაოდენობა 8000-ს აღწევს.   ისინი მიტოვებულ შენობებში,...

Facebook-ს აქციები რეკორდულად ძვირდება

Facebook-ს აქციები რეკორდულად ძვირდება
access_time2020-08-09 13:40:12
Facebook-ის აქციების ღირებულება რეკორდულ დონეზე  - 225, 8 დოლარამდე გაიზარდა - ეს უმსხვილესი კომპანიების მხრიდან სოციალურ ქსელში რეკლამაზე ბოიკოტის და კონგრესში მიმდინარე ანტიმონოპოლიური გამოძიების ფონზე ხდება. ყველა ამ უსიამოვნების მიუხედავად, სოციალური ქსელის აუდიტორია და მოგებაც პროგნოზირებულზე მეტად იზრდება. ამ ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ კომპანიის აქციები 7%-ით გაძვირდა. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ წლის მანძილზე Facebook-ის...


მსგავსი სიახლეები

up