ჩვენთან შემოსული ტურისტი არა საქართველოს, არამედ იმ ქვეყნების ეკონომიკას ავითარებს, საიდანაც ვახორციელებთ იმპორტს - ლადო პაპავა

ჩვენთან შემოსული ტურისტი არა საქართველოს, არამედ იმ ქვეყნების ეკონომიკას ავითარებს, საიდანაც ვახორციელებთ იმპორტს - ლადო პაპავა

access_time2019-06-29 16:00:55

„ჩვენთან შემოსული ტურისტი არა საქართველოს ეკონომიკას, არამედ იმ ქვეყნების ეკონომიკას ავითარებს, საიდანაც ვახორციელებთ იმპორტს,” - განაცხადა რადიო კომერსანტის გადაცემაში „ეკონომისტის დრო ლევან ქისტაურთან ერთად“, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ. მისი თქმით, საქართველოს ეკონომიკა მაღალტექნოლოგიურ პროდუქციაზე გადასვლას საჭიროებს.



“ტურიზმი ეკონომიკური განვითარების საკმაოდ კარგი მასტიმულირებელი დარგია. ზოგადი დებულებით,ტურისტის ჩამოსვლა ქვეყანაში ხელს უწყობს წარმოების განვითარებას, თუმცა ეს მთლად კარგად არ მუშაობს საქართველოში. ჩვენს საგარეო სავაჭრო ბალანსს თუ შევხედავთ, ვნახავთ რომ ჩვენი ექსპორტი 3-4-ჯერ ჩამოუვარდება იმპორტს. ჩვენს სამომხმარებლო კალათაში 80% არის იმპორტული საქონელი. ეს კი ნიშნავს იმას,რომ ტურისტსაც ასეთივე რაოდენობის იმპროტულ საქონელს ვთავაზობთ.



ჩვენთან შემოსული ტურისტი არა საქართველოს ეკონომიკას, არამედ იმ ქვეყნების ეკონომიკას ავითარებს, საიდანაც ვახორციელებთ იმპორტს. პირველ რიგში, თურქეთის ეკონომიკას. მსოფლიოში ცნობილი ტურისტული ქვეყნები, მაგ : შვეიცარია, საფრანგეთი, იტალია, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, აშშ, არ არიან მარტო ტურისტული ქვეყნები, იქ არის ეკონომიკის რეალური სექტორი განვითარებული. არის წარმოება და აქვთ მატერიალური დოვლათი.




მეორე მხრივ, იგივე შეგვიძლია ვთქვათ ღვინის ექსპორტზე, ღვინის ექსპორტით ქვეყნის ეკონომიკას ვერ განვავითარებთ. ღვინო ჩვენი ბრენდია, იმიჯია, მაგრამ მასში არის მცირე დამატებითი ღირებულება, რამდენი უნდა გაიტანო ან აწარმოო. ამდენად, ჩვენ გვჭირდება მაღალტექნოლოგიურ პროდუქციაზე გადასვლა.  ხოლო მაღალტექნოლოგიურ პროდუქციის წარმოებაზე გადასვლა ვერ მოხერხდება, თუ ჩვენ არ შევმქნით ცოდნაზე დაფუძნებულ ეკონომიკას.  ასეთი მოდელი დიდიხანია არამარტო წიგნებშია მოცემული, არამედ პრაქტიკაშიცაა აპრობირებული,“ - ამბობს ვლადიმერ პაპავა.



რადიო კომერსანტი


ნათია კეკენაძე







EMC მოუწოდებს სახელმწიფოს, დამსაქმებლებს დასაქმებულების ტრანსპორტირება დაავალოს

EMC მოუწოდებს სახელმწიფოს, დამსაქმებლებს დასაქმებულების ტრანსპორტირება დაავალოს
access_time2020-04-02 15:15:32
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)  ეხმიანება საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 მარტის N204 დადგენილებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების შემცირების მიზნით საჯარო ტრანსპორტის შეზღუდვას და მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, გადადგას სათანადო ქმედითი ნაბიჯები დასაქმებულთა სამუშაო ადგილებზე გადაადგილების უზრუნველსაყოფად. „დღეს, საქართველოში...

Gepherrini: „ასე თუ გაგრძელდა სიტუაცია, ფაქტობრივად ნულზე ვრჩებით“

Gepherrini: „ასე თუ გაგრძელდა სიტუაცია, ფაქტობრივად ნულზე ვრჩებით“
access_time2020-04-02 14:15:17
ჩანთების ქართული  ბრენდი   Gepherrin, რომლის შემოსავლის  მნიშვნელოვანი ნაწილი პროდუქციის ონლაინ მიწოდებას ეყრდნობოდა, მთავრობის ახალი დადგენილების მიხედვით საქმიანობას დროებით სრულად აჩერებს. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა ილია გეფერიძემ „კომერსანტთან“ განაცხადა, ხდება აქტიური კომუნიკაცია მთავრობასთან, რომ მიწოდების სერვისი არ იყოს შეზღუდული ამ ბიზნესისთვის, თუმცა ამ ეტაპზე უშედეგოდ. „ჩვენი მოხმარებლის დიდი ნაწილი დისტანციურად ყიდულობდა ჩვენს...

Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.1862 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.2300 ლარი ღირს

Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.1862 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.2300 ლარი ღირს
access_time2020-04-02 13:15:02
Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/3.1994-ით დაიწყო, 13:00 საათისთვის 1 დოლარი იგივე 3.1862-ის ნიშნულზეა. საქართველოს...

ეროვნული ბანკის 7 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

 ეროვნული ბანკის 7 თანამშრომელს  კორონავირუსი დაუდასტურდა
access_time2020-04-02 11:40:24
ერთი კვირის წინ ეროვნული ბანკის ერთ-ერთ თანამშრომელს დაუფიქსირდა კორონა ვირუსის (COVID-19) დამახასიათებელი სიმპტომები. სიმპტომების გამოვლენისთანავე, ეცნობათ შესაბამის სამსახურებს. ეროვნულმა ბანკმა უზრუნველყო კონკრეტული თანამშრომლისა და მასთან უშუალო შემხებლობაში მყოფ თანამშრომელთა თვითიზოლაციაში გადასვლა, ხოლო იმ სამუშაო გარემოს, სადაც მას უწევდა დღის განმავლობაში საქმიანობა, დეზინფექცია ჩაუტარდა. ჩატარებული კვლევების შედეგად, ვირუსი დაუდასტურდა იზოლაციაში მყოფ 7...

რამდენიმე ეკონომიკური საქმიანობა, მათ შორის მშენებლობა და კომპიუტერული ტექნიკით დისტანციურად ვაჭრობა დასაშვები ხდება

რამდენიმე ეკონომიკური საქმიანობა, მათ შორის მშენებლობა და კომპიუტერული ტექნიკით დისტანციურად ვაჭრობა დასაშვები ხდება
access_time2020-04-02 11:00:19
გაფართოვდა იმ ეკონომიკური საქმიანობების სია, რომლებსაც შესაბამისი პირობებით, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში ფუნქციონირება არ ეზღუდებათ. საქართველოს მთავრობის №211 დადგენილების თანახმად, ამ საქმიანობებს შორისაა: შენობებისა და ნაგებობების მშენებლობა (მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მეწარმე სუბიექტებისთვის), სამოქალაქო მშენებლობა (მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მეწარმე სუბიექტებისთვის), საშენი მასალების წარმოება (მხოლოდ...


მსგავსი სიახლეები

up