„ჩვენთან არაფერი შეთანხმებულა,რატომ გვაყენებთ ასეთ მდგომარეობაში?“-რომან კაკულია ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს

„ჩვენთან არაფერი შეთანხმებულა,რატომ გვაყენებთ ასეთ მდგომარეობაში?“-რომან კაკულია ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს

access_time2020-06-24 14:30:26

ჯანდაცვის კომიტეტისა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, რომელზეც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია დაჩქარებული წესით ჯანდაცვის სფეროს რეგულირების კანონპროექტს განიხილავდა, საკითხის კენჭისყრა გადაიდო.დეპუტატების მთავარი უკმაყოფილება კანონპროექტის პარლამენტში განხილვამდე სფეროს წარმომადგენლებთან კონსულტაციების არარსებობამ გამოიწვია. მათი თქმით, კანონპროექტზე კენჭისყრის გამართვა კონსულტაციების გამართვის შემდეგ უფრო ლოგიკური იქნებოდა.


კომიტეტზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა კომპანია „პსპ-ს წარმომადგენელმა მამუკა ბრეგვაძემაც, რომელმაც აღნიშნა, რომ ამ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის განხილვის დროს მისი კომპანია ამ დიალოგში არ იყო ჩართული.


ის, რომ კანონპროექტზე მუშაობის პროცესში სფეროს წარმომადგენლები არ იყვნენ ჩართული, კომიტეტზე კარდიოლოგთა ასოციაციის წარმომადგენელმა არჩილ ჩუხრუკიძემაც დაადასტურა და აღნიშნა, რომ სჯობს, კანონპროექტს კენჭი არ ეყაროს, მანამ სანამ არ იქნება განხილვა.


ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების უკმაყოფილებას კომიტეტის სხდომაზევე გამოეხმაურა დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს თამარ გაბუნიას მიმართა და აღნიშნა, რომ სამინისტრო დეპუტატებს უხერხულ მდგომარეობაში აყენებს.



„თქვენს სფეროში უკვე ძალიან მომრავლდა ასეთი ტიპის ჩივილები, რომ ჩვენთან არაფერი შეთანხმებული არაა. რატომ გვაყენებთ ასეთ მდგომარეობაში. დამისახელეთ კონსულტაციის ფორმები, რომელიც გაიმართა და ჩამომითვალეთ ადამიანები, ვისთანაც გაიმართა ეს კონსულტაციები. ასეთ მდგომაროებაში რატომ გვაყენებთ, მერამდენედ არის ეს ამბავი?! დარგი ამბობს, რომ კონსულტციები არ ყოფილა, ჩვენთან მოდიხართ და რაღაც გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ. ან ჩვენ რას გვერჩით და ან დარგს რას ერჩით გავაგებინეთ?! - განაცხადა კაკულიამ.


კაკულიას მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ უპასუხა და აღნიშნა, რომ საკითხი იმდენად ტექნიკური იყო და დაკავშირებული მარეგულირებლის პროცედურულ საქმიანობასთან, რომ აქ რომელიმე დარგობრივ ასოციაციასთან კომუნიკაცია სამინისტროს არ მოუძიებია.


„ვფიქრობ, სამომავლოდ კომიტეტთან მეტს ვიმუშავებთ იმაზე, რომ კონკრეტულ კანონპროექტებთან მიმართებით რა ტიპის კონსულტაციების მოლოდინი უნდა გვქონდეს. იქნება ეს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით, კლინიკებს ჩართულობით თუ პაციენტების ჩართულობით. ყველა მხარეს თავისი ინტერესი აქვთ და მნიშვნელოვანია ყველა მხარის ინტერესის ასახვა ნებისმიერ კანონპროექტში. ჩვენ მზად ვართ გავაცნოთ საზოგადოებას ის ფორმატი, რომელსაც საკონსულტაციოდ ვიყენებთ და არაერთი მუდმივმოქმედი მექანიზმია შექმნილი იმისთვის, რომ ამ ტიპის კონსულტაციები შედგეს, - აღნიშნა გაბუნიამ.


ipn.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up