„ჩვენს შეთავაზებებზე იმსჯელებენ“ - ტურიზმის სექტორი ეკონომიკის მინისტრისგან და საბანკო ასოციაციისგან პრობლემების გადაჭრას ელოდება

„ჩვენს შეთავაზებებზე იმსჯელებენ“ - ტურიზმის სექტორი ეკონომიკის მინისტრისგან და საბანკო ასოციაციისგან პრობლემების გადაჭრას ელოდება

access_time2020-03-09 10:20:14

საქართველოს ტურიზმი, რომელიც კორონავირუსთან ბრძოლის ფრონტის წინა ხაზზე არსებული ინდუსტრიაა, მნიშვნელოვანი პრობლემების წინაშე აღმოჩნდა. ბოლო 6 დღის განმავლობაში მარტი - აპრილის თვეების ჯავშნების 80-90% გაუქმდა, რაც ნიშნავს, რომ ინდუსტრია თითქმის გაკოტრების ზღვარზეა, ამ ყველაფერს გადასახდელი საბანკო ვალდებულებებიც დაემატა.


„საქართველოს საბანკო ასოციაციის“ პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ ტურიზმის ინდუსტრიასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და  საბანკო სისტემის ინტერესი არის, რომ თუ სისტემური პრობლემაა იმ სექტორთან ერთად მაქსიმალურად მოძებნოს გამოსავალი.


„ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები, შეხვედრა მქონდა შალვა ალავერდაშვილთან, განვიხილეთ ეს საკითხი და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მოვიპოვოთ ინფორმაცია, კონკრეტული პასუხები და კონკრეტული გამოსავალი ჯერჯერობით ნაპოვნი არ არის, შემდეგ კვირაში მოგაწვდით უფრო დეტალურ ინფორმაციას. მათ უნდათ, რომ წელს პრობლემები არ შეექმნათ, ეს არის მთავარი ამბავი, საუბარი იქნება ვალდებულებების გადავადებაზე თუ სხვა გამოსავალს ვიპოვით, ეს ჯერჯერობით არ ვიცით. საუბარი არის სასტუმროების საკმაოდ დიდ ჯგუფზე, ინდუსტრიასთან შეხვედრა მთავრობასაც აქვს და აქტიურად ვართ მოლაპარაკებებში ჩართული.


ბანკები არცერთ ეტაპზე არ გაურბოდნენ არც პრობლემებს და არც რელურ სურათს, ყოველთვის აბსოლუტურად ადეკვატურად ხდებოდა რეგირება, ნებისმიერი პრობლემის წარმოშობის შემთხვევაში საბანკო სისტემამ მაქსიმალურად აღმოუჩინა მსესხებლებს დახმარება. საბანკო სისტემის ინტერესი არის, რომ თუ სისტემური პრობლემაა იმ სექტორთან ერთად მაქსიმალურად მოძებნოს გამოსავალი, ეს მიკროდონეზე იქნებოდა თუ მთლიანად სისტემურ დონეზე საბანკო სისტემა ყოველთვის რეაგირებდა. რეალურად დღეის მდგომარეობით არ გვაქვს კონკრეტული სურათი, შიგნითაც ვმუშაობთ ამ საკითხზე, იქნება შეხვედრები მთავრობასთანაც. საკმაოდ სერიოზულ გლობალურ საკითხზე ვსაუბრობთ, რომელიც ბევრ კლიენტს ეხება, ამიტომ მალე ალბათ ვერ მოგვარდება და გრძელვადიანი პროცესი იქნება“, -  განაცხადა ალექსანდრე ძნელაძე.


„საქართველოს საბანკო ასოციაციის“ შემდეგ, საქართველოს ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასთან ერთად კორონავირუსის ფონზე არსებულ გამოწვევებსა და მათი დარეგულირების საკითხებზე იმსჯელეს.



„ტურისტული სექტორი ამ გამოწვევას უყურებს, როგორც დროებითს, რომელიც გადალახული იქნება უახლოეს 2, ან მაქსიმუმ 3 თვეში. ეს არის გლობალური ტურიზმის განწყობაც და ჩვენი ტურისტული ინდუსტრიის განწყობაც. ასევე მნიშვნელოვანია, რომ სრულიად გვერდით უდგანან ხელისუფლებას იმ ნაწილში, რაც ეხება ქვეყნის დაცვას ვირუსისგან, პრევენციულ ღონისძიებებს, თუნდაც ეს ღონისძიებები გარკვეულ შეზღუდვებს აწესებდეს. მეტიც, ტურისტული ინდუსტრია მოგვიწოდებს და ჩვენ ამაში ერთიანები ვართ, რომ ამ ნაწილში ვიყოთ მაგალითი მსოფლიოსთვის უსაფრთხოების და ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების თვალსაზრისით. გარდა ამისა, ვიმსჯელეთ და მოვისმინეთ პრობლემები, რაც შეეხება დროებით ფინანსურ გამოწვევებს, რომლებიც წარმოიქმნა იმის გამო, რომ ჯავშნების ნაწილი იქნა გადადებული და ზოგი გაუქმებული“, - განაცხადა ნათია თურნავამ.


სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი აცხადებს, რომ კორონავირუსის გამო ყველაზე დიდი პრობლემა სასტუმროებს შეექმნათ, განსაკუთრებით ცუდი მდგომარეობა კი თბილისშია. მისივე თქმით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან შეხვედრისას მიიღეს პირობა, რომ მათ შეთავაზებებს ეკონომიკური გუნდი განიხილავს.


„ეკონომიკის მინისტრი შეგვპირდა, რომ ჩვენს ყველა შეთავაზებას გადასცემენ ეკონომიკურ გუნდს და მთავრობა ამ პრობლემებზე იმსჯელებს. შეთავაზებები გულისხმობს: 1. საქართველოს მთავრობამ მიიღოს ინდივიდუალური-სამართლებრივი აქტი, ტურიზმის სექტორში დაუძლეველი გარემოებიდან გამომდინარე ტურიზმის სფეროში დასაქმებული ორგანიზაციების, კომპანიების და სასტუმროების მხარდაჭერის მიზნით; 2. მხარდაჭერას ვითხოვთ სახელმწიფო და კომუნალური გადასახადების გარკვეული ვადით გადავადებისა და დავალიანების შემდგომ თვეებზე გადანაწილების შესახებ. ეს გადასახადებია: ქონების გადასახადი; საშემოსავლო გადასახადი და საპენსიო შენატანი; 3. ასევე, ვთხოვთ მხარდაჭერას და შუამდგომლობას ენერგოკომპანიებთან, რომლებსაც უნდა გადავუხადოთ კომუნალური გადასახადები, მათი გარკვეულ ვადამდე გადაწევისა და შემდგომ თვეებში გადანაწილების შესახებ; 4. აგრეთვე, სახელმწიფოს მხარდაჭერას საბანკო სექტორთან. კერძოდ, სახელმწიფოს შუამდგომლობა საბანკო სექტორთან, აღებული საბანკო ვალდებულებების გარკვეულ ვადამდე გადაწევისა და რესტრუქტურიზაციის მიზნით“, - განაცხადა შალვა ალავერდაშვილმა.


აღსანიშნავია, რომ ტურიზმის ინდუსტრიაში შექმნილი მძიმე სიტუაცია იანვარ-თებერვალში, მსოფლიოში სწრაფი ტემპით კორონავირუსის გავრცელების გამო განვითარებულ საფრთხეს უკავშირდება. სასტუმროების 80-90% იანვარსა და თებერვალში ფაქტობრივად დაუტვირთავი იყო. ამას დაემატა ისიც, რომ როგორც კი დაფიქსირდა საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები, მარტსა და აპრილში ჯავშნების 90% მოიხსნა.


ნინო თამაზაშვილი







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up