„ჩვენს კომპანიაზე ხშირად ვრცელდება გადაუმოწმებელი ინფორმაცია“ -

„ჩვენს კომპანიაზე ხშირად ვრცელდება გადაუმოწმებელი ინფორმაცია“ -"მარგი

access_time2020-11-15 16:05:35

„მარგის“ დამფუძნებელი მისი კომპანიის მიერ წარმოებულ პურ-პროდუქტებზე ფასის გაზრდას უარყოფს. გელა სულაბერიძე აცხადებს, რომ ბოლო ერთი წელია „მარგის“ პურის ფასი 1,30-ლარიდან 1,65 ლარამდე მერყეობს. 

ცნობისათვის, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპანია „მარგის“ მიერ წარმოებული პროდუქტი ზოგიერთ სუპერმარკეტში 50-55 თეთრით გაძვირდა, რაც კომპანიაში კატეგორიულად უარყვეს. როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას გელა სულაბერიძე აცხადებს, მისი კომპანიის გარშემო ხშირად ვრცელდება სხვადასხვა გადაუმოწმებელი ინფორმაცია, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

,,სამწუხაროდ, ძალიან ხშირად ვრცელდება სხვადასხვა ჭორი ჩვენი კომპანიის შესახებ. ეს ხან ეხება იმას, რომ გაკოტრების პირას ვართ, ხან იმას, რომ პროდუქციას ვაძვირებთ და ხანაც დასაქმებულებს ვამცირებთ. სინამდვილეში, ,,მარგის“ ერთ წელზე მეტია პროდუქციის ღირებულება არ შეუცვლია. პური ,,მარგის“ ფასი იმის მიხედვით, კონკრეტული სარეალიზაციო ობიექტი რამდენს ამატებს, მერყეობს 1.30 თეთრიდან, 1.65 თეთრამდე. ეს მინდა რომ ხაზგასმით აღინიშოს, რადგან ყველა ჭორის შედეგ უმარავი მომხმარებელი მირეკავს და მისვამს კითხვებს. როცა პროდუქციაზე ფასის მატება მოხდა, ეს იყო საყოველთაო გაძვირება მიზეზები კი ყველასათავის ცნობილია.

,,მარგის“ ერთადერთი დამფუძნებელი მე გახლავვართ და არც მე და არც ერთ ჩემს წარმომადგენელს, არ გვქონია მსგავსი ფაქტი, რომ დახლზე პროდუქცია მოსალოდნელზე ძვირად დაგვხვედროდა, არც პრობლემები გვაქვს კომპანიის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით. ვრჩებით ბაზარზე და ვაგძელებთ მოსახლეობის ჯანსაღი და საჭირო პროდუქციით მომარაგებას“, -ამბობს გელა სულაბერიძე.

გელა სულაბერიძე პური და მიუსლი ,,მარგის“ მნიშვნელობაზეც საუბრობს, როგორც ჯანმრთელ ასევე დაავადებული ადამიანებისთვის.


,,თავად ვარ ექიმი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. ეს არის ჩემი სამეცნიორო ნაშრომის შემდეგ შექმნილი კომპანია და თავად ვარ მისი ერთადერთი დამფუძნებელი, მე მეკუთვნის როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო პატენტებიც. „მარგი“ ჯანსაღი, ბუნებრივი, მცენარეული ბოჭკოებით მდიდარი, დაბალკალორიული საკვებია. ასეთ საკვებზე მოთხოვნა მთელ მსოფლიოში ძალიან დიდია და დღითიდღე იზრდება. სხვა ანალოგიურ საკვებთან „მარგის“ უპირატესობა ისაა, რომ იგი შეუზღუდავი რაოდენობით და ვადით შეიძლება მიიღონ როგორც ჯანმრთელებმა, ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, ისე ავადმყოფებმა“, - ამბობს გელა სულაბერიძე.

ცნობისთვის, პური „მარგი“ ხორბლის ქერქის ნაფქვავი პროდუქტის ბაზაზე ორიგინალური ტექნოლოგიით მზადდება და არ არღვევს პურის მომზადების ტრადიციული, კლასიკური მეთოდის პრინციპებს. „მარგის“ ბრენდით წარმოებული პროდუქცია კი ბაზარზე

Bpn







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up