მომხმარებლის ქცევა შეიცვალა - როგორია შატოების სეზონი ტურისტების გარეშე

მომხმარებლის ქცევა შეიცვალა - როგორია შატოების სეზონი ტურისტების გარეშე

access_time2020-10-17 11:30:00

ღვინის წარმოება, ქართული კულტურის გაცნობა თუ სხვა შემეცნებით-დასასვენებელი აქტივობები, რასაც მომხმარებელს შატოები სთავაზობენ, აქამდე უცხოელი ტურისტების მთავარი სამიზნე ლოკაციები იყო. 


ჩაკეტილი საზღვრებისა და ტურისტების დეფიციტით გამოწვეული სიცარიელის შევსებას 2020 წლის სეზონზე ადგილობრივი დამსვენებლები შეეცადნენ, თუმცა რამდენად აისახა შიდა ტურიზმი შატოების საქმიანობასა და შემოსავლებზე, ამის გარკვევას „კომერსანტი“ შუხმან ვაინს ჯორჯიაში შეეცადა. როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას შუხმან ვაინს ჯორჯიას გენერალურმა დირექტორმა ნუცა აბრამიშვილმა განაცხადა, პანდემია ჯერ არ დამთავრებულა და კრიზისული პერიოდი ჯერ კიდევ წინაა.


„შუხმან ჯგუფისთვის“, რომელიც სხვადასხვა მიმართულებითაა დივერსიფიცირებული, ღვინის ექსპორტი მთავარი მამოძრავებელი ძალა აღმოჩნდა. კომპანიას წარმოებული პროდუქციის 95%-ი, რომელიც წელიწადში 1.5 მლნ. ბოთლს მოიცავს, გასაყიდად ქვეყნის გარეთ გააქვს.


„ამ ეტაპისთვის, რასაც ზოგადად სექტორი ინარჩუნებს ეს არის მეღვინეობა და ღვინის ექსპორტი. გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანაში ჩაკეტილობის დროსაც ღვინის წარმოების მიმართულებით არ ყოფილა არანაირი შეზღუდვა და  ქართულ ღვინოზე მოთხოვნა ნარჩუნდება, ჩვენც ვანხორციელებთ დაგეგმილ ექსპორტს, რომელიც ერთიან ჭრილში კომპანიის სტაბილურობის შენარჩუნებაში გვეხმარება. გარდა ამისა, სტაბილურობა ასევე თანამშრომლების შენარჩუნებით განისაზღვრება და მათ გაშვებას არც ვაპირებთ. შესაბამისად, ჩვენთვის ნომერ პირველი გამოსავალი არსებული სიტუაციის შენარჩუნებაა, რომელიც სამომავლოდ როგორც თანამშრომლების ასევე კომპანიის საქმიანობის კეთილდღეობაზე იქნება დამოკიდებულება“, -განმარტავს ნუცა აბრამიშვილი.


როგორც „შუხმან ჯგუფში“ განაცხადეს ტურისტული სეზონი ჯერ არ დამთავრებულა და სასტუმროში ადგილობრივი დამსვენებლების მიღებას აქტიურად განაგრძობენ. მიუხედავად ამისა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით სტუმრების რაოდენობა ფაქტობრივად განახევრებულია.



„კახეთში ახლა რთველის პერიოდია და ეს პროცესიც ყოველგვარი სტანდარტების დაცვით, შეუფერხებლად მიმდინარეობს. ეს როგორც კომპანიის, ასევე ქვეყნის წარმოებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ცხადია  ქვეყანა ჩაკეტილია და ჩამოსული სტუმარი არ გვყავს, თუმცა აქ იმ კარგი ინფორმაციის თქმა შემიძლია, რომ ადგილობრივი ტურიზმი ძალიან გააქტიურდა. ჩვენმა ხალხმა საკუთარი ქვეყნის მონახულება დაიწყო და სოციალური პასუხისმგებლობის ეს ტვირთი იკისრა. შესაბამისად, არც სასტუმრო დაკეტილა და სხვადასხვა სასტუმრო მიმართულებებიც (ღვინის სპა, რესტორანი, ღვინის სადეგუსტაციო სერვისები და სხვ.) ფუნქციონირებს.


ზოგადად, მომხმარებლის ქცევა 100%-ით რადიკალურად შეიცვალა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართველები აუცილებლად განაგრძობენ ჩვენივე არაჩვეულებრივი რეგიონების, კურორტების თუ სასტუმროების მონახულებას. ეს ძალიან კარგია, რადგან ეკონომიკაში არსებული თანხის ჩაბრუნება ხდება. ყოველთვის მომხრე ვარ ტრადიციული და ეროვნული პროდუქციის მოხმარების, რომელიც  როგორც საქართველოში წარმოებულ სხვადასხვა პროდუქციაზე, ასევე ქართულ სასტუმროებზე აისახება. ვფიქრობ, რომ ამ ძალიან რთულ პერიოდში ყველას ვალია შეძლებისდაგვარად  გვერდში დავუდგეთ ერთმანეთს.


ცხადია ის მონაცემები ვერ გვექნება, როგორიც გვქონდა თუნდაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში და შეგვიძლია ვთქვათ, რომ სტუმართა რაოდენობა განახევრებულია. თუმცა, წლის ჭრილში 40%-იან დატვირთულობას ვინარჩუნებთ, რომელსაც ქართველი დამსვენებლები შეადგენენ. გამომდინარე იქიდან, რომ პანდემიური პროცესებია და პროდუქტებზე მოთხოვნაა დავარდნილი, ასევე, ჯერჯერობით არც უცხოელი  სტუმარი ჩამოდის ქვეყანაში, ეს ძალიან ცუდად აისახება უკვე ადგილობრივ გაყიდვებზე. შესაბამისად, ეს მიმართულებაც ფაქტიურად განახევრებულია.“ - აღნიშნავს ნუცა აბრამიშვილი.


„შუხმან ჯგუფის“ გენერალური დირექტორის თქმით, მოლოდინები პოზიტიური აქვთ თუმცა, სამუშაო პროცესების ჩვეულ რეჟიმში დაბრუნებას გარკვეული დრო სჭირდება.


„მჯერა, ყოველ რეცესიას შემდგომ მოყვება აღმავლობა. ეს აღმავლობა აუცილებლად დადგება, მაგრამ ყველაფერი დროსთანაა დაკავშირებული. როგორც ჩვენ, ასევე სექტორმა და ზოგადად ბიზნეს-საზოგადოებამ  მეტნაკლებად რისკების მართვა უნდა მოახდინოს. ამ სიტუაციას ჩვენ ვუყურებთ, როგორც ერთ-ერთ ეკონომიკურ კრიზისს, რომელიც ამ შემთხვევაში პანდემიით არის გამოწვეული და რომელიც სამწუხაროდ დაგეგმილზე უფრო გრძელვადიანია. ეს დრო უნდა მოვახმაროთ იმას, რომ შევინარჩუნოთ სტაბილურობა და არ გვქონდეს ძალიან ბევრი წითელი ციფრები და უარყოფითი ეფექტები როგორც კომპანიაში ასევე სექტორში.


გამომდინარე იქიდან, რომ ვართ ექსპორტიორი კომპანია და ძირითადად შემოსავლები უცხოურ ვალუტაში გვაქვს, კომპანია არ ზარალობს. შესაბამისად, პანდემიის პროცესში ჩვენი სასტუმროს მიმართულებით  გარკვეული ფასდაკლებები გვაქვს. ვითვალისწინებთ ქართველი მოსახლეობის მსყიდველობით უნარიანობას, რომელიც მკვეთრად განსხვავდება უცხოელი ტურისტისგან, ამიტომ ჩვენთან ფასის ცვლილება არ ყოფილა და არც ვგეგმავთ“, - განმარტავს ნუცა აბრამიშვილი.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up