დღეს მთავრობის სხდომის დაწყებამდე თბილისი მერმა კახა კალაძემ დაგეგმილ ახალ ინფრასტრუქტურულ პროექტზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ზოგიერთი პროექტის გამო შესაძლოა შეჩერდეს გარკვეული მშენებლობა ან არ გაიცეს ნებართვები, თუმცა ეს ყველაფერი ქალაქის განვითარებასა და კეთილმოწყობას ემსახურება.
„როცა ვსაუბრობთ ქალაქის საჭიროებებზე, შეიძლება მოგვიწიოს გარკევული მშენებლობების შეჩერება, ნებართვების არგაცემა, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ადამიანების უკმაყოფილება. შესაძლოა მოგვიწიოს ხეების გადარგვაც, მოჭრაც, თუმცა ეს ყველაფერი მიმართულია იქითკენ, რომ ხვალინდელი თბილისი იყოს უკეთესი და არ მოგვერიდოს გადაწყვეტილებების მიღება“,- განმარტავს კახა კალაძე.
რაც შეეხება კონკრეტულ პროექტებს, თბილისის მერმა ახალი სატრანსპორტო კვანძის შესახებ გაამახვილა ყურადღება. მისივე თმით, ცინცაძე-კარტოზიას პროექტმა შესაძლოა გააჩინოს კითვები საზოგადოებაში, თუმცა ქალაქი ვერ დარჩება იმ დროში, როცა 50 წლის წინ მხოლდო რამდენიმე მანქანა გადაადგილდებოდა თბილისის ქუჩებში.
„ჩვენ დღეს ვიწყებთ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას. ეს არის ახალი სტარანსპორტო კვანძი. კერძოდ ცინცაძე-კარტოზიას პროექტი მაქვს მხედველობაში. აღნიშნული პროექტის განხორციელება დაახლოებით 2 მლნ. 700 ათასი ლარი დაჯდება და მის დასრულებას 5 თვე დასჭირდება. შედეგად მოეწყობა ორდონიანი კვანძი, გზაგამტარი, რომელიც უზრუნველყოფს აღნიშნულ ქუჩებზე ავტო-სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოდ და თავისუფლად მოძრაობას. მსგავსი პროექტიები მიმართულია იმისკენ, რომ მოქალაქეების კომფორტი , ურბანული საჭიროებები მოწესწრიგებული იყოს ქალაქში. ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია. შეიძლება გაჩნდეს კითხვები მასთან დაკავშირებით, თუმცა ჩვენ ნამდვილად ვერ მოვერიდებით გადაწყევტილებების მიღებას და ვერ დავრჩებით იქ, როცა 50 წლის წინ რამდენიმე მანქანა რომ დაიოდა დედაქალში. შესაბამისად გვიწევს მსგავსი გადაწყევტილებების მიღება“,- განმარტავს კალაძე.
კახა კალაძემ ასევე ისაუბრა ზოგიერთ ქუჩაზე მაღალი ელექტროგადამცემი ხაზების არსებობაზე. მისი თქმით, აღნიშნული სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს როგორც მოქალქეებისთვის, ისე ტრანსპორტის თავისუფალი გადაადგილების კუთხით.
„დედაქალქის ზოგიერთ რაიონში და კონკრეტულ ქუჩებზე მაღალი ელექტროგადამცემი ხაზებია, რაც სეიროზული პროებლებაა არამხოლოდ იქ მცხოვრები მოსახლეობისთვის, ასევე ქალაქში გადაადგილების თვალსაზრისით. როგორც ვიცი თელასთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რათა ამ ხაზების მიწაში ჩადება მოხდეს. შედეგად ჩვენ გავათავისუფლებთ ამ ქუჩებზე დიდ მოცულობას,რაც ხელს შეუწყობს უსაფრთხოებას. მინდა მადლობა გადავუხადო თელასს თანამშორმლობისთვის და იმედია, მალე ჩატარდება ეს სამუშაოები. საუბარია კონკრეტულად ოდიშელიძის, საირმის, ტაშკენტისა და საბურთალოს ქუჩებზე“,-განმარტავს კალაძე.