ჩვენმა ოთხწლიანმა მოღვაწეობამ ქვეყანას კეთილდღეობა და სწრაფი განვითარება მოუტანა

ჩვენმა ოთხწლიანმა მოღვაწეობამ ქვეყანას კეთილდღეობა და სწრაფი განვითარება მოუტანა

access_time2020-09-07 10:00:57

საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტს უფლებამოსილების ვადა 31 ოქტომბერს ეწურება. 2016 წელს მმართველი პარტია მოვიდა ლოზუნგით: „თავისუფლება, კეთილდღეობა და სწრაფი განვითარება“. „კომერსანტი“ იწყებს სტატიების ციკლს, სახელწოდებით   რა წვლილი შეიტანა ქართველი ხალხის კეთილდღეობასა და სწრაფ განვითარებაში თითოეულმა დეპუტატმა ამ ოთხი წლის განმავლობაში. მასალების ციკლი ეძღვნება მოქმედი მმართველი პარტიის მიერ წინა არჩევნების დროს გაკეთებული საარჩევნო დაპირების შესრულების თემას.


პარლამენტარები ერთხმად უსვამენ ხაზს იმას, რომ ბოლო წლებში, სწორედ სწრაფ განვითარებას ვადევნებდით თვალს.


ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე და უმრავლესობის დეპუტატი სოფიო კილაძე „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მმართველმა პარტიამ ქართველი ხალხის კეთილდღეობისთვის მაქსიმუმი გააკეთა, განსაკუთრებით პანდემიის დროს. 


„მგონია, რომ ყოველმხრივ გვაქვს გაუმჯობესება. წინასაარჩევნოდ, რა თქმა უნდა შევკრებთ მონაცემებს რა შესრულდა და რა ვერ  შესრულდა, ყოველთვის შეიძლება უკეთესის და მეტის გაკეთება, მაგრამ მგონია რომ ძირითადი მიმართულებით ნამდვილად ბევრი გაკეთდა. როგორც კი იქნება „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროგრამა, გამოქვეყნდება ეს კონკრეტული ნაბიჯები უფრო დაწვრილებით.


წინასაარჩევნო პროგრამაზე მე პირადად ვმუშაობდი და ამიტომ ზუსტად ვიცი რა მიმართულებები გვაქვს ჩადებული და მგონია, რომ ბევრი რამ გაკეთდა. მიუხედავად იმისა, რომ ახლა პანდემია ჩვენს საზოგადოებას ძალიან დაეტყო, ამასაც მგონია რომ სახელმწიფომ და საზოგადოებამ ძალიან კარგად გავართვით თავი.


რაც შეეხება საკანონმდებლო ცვლილებებს, მაგალითად პირველი და მნიშვნელოვანი კონსტიტუციაა და ის რეფორმა რომელიც ჩავატარეთ, შედეგად ახლა გვაქვს მართლაც ძალიან კარგი კონსტიტუცია, სამართლებრივადაც და შინაარსობრივადაც გამართული. ეს ყველაზე ფუნდამენტური საკითხია ჩემი, როგორც იურისტის აზრით. ასევე ჩემი კონკრეტული ინიციატივებიც შემიძლია დავასახელო, ბავშვის კოდექსი რაც ახლახანს  შევიდა ძალაში, სოციალური მუშაობის რეფორმა და დასაქმების რეფორმაც. დასაქმების რეფორმა ასე მედიაში არ გაშუქებულა,  მაგრამ მგონია რომ ერთი წლის თავზე როდესაც ეს ამოქმედდება ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი იქნება“,  განაცხადა სოფიო კილაძემ.



პანდემიის დაწყებამდე, საქართველო რეგიონში ნომერ 1-ლი ქვეყანა გახლდათ მზარდი ეკონომიკური განვითარების მაჩვენებლითმიიჩნევს საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილი. კითხვაზე, თუ რომელ დარგში იყო წინსვლა და სწრაფი განვითარება ქვეყანაში, დეპუტატი პასუხობს, რომ როგორც ჯანდაცვის, ისე სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურული პროექტების, კერძო მეწარმეების ხელშეწყობის კუთხით, ყველა ის დანაპირები,რომელიც გაცემულ იქნა 2011 წელს შესრულდა და სრულდებოდა, რომ არა კორონავირუსის პანდემია.


„ეკონომიკური განვითარების მსგავსი მაჩვენებელი ჩვენი სამეზობლოდან არცერთ სახელმწიფოს არ ჰქონდა. ამას ადასტურებდა მსოფლიო  ბანკი, სავალუტო ბანკი, საერთაშორისო პარტნიორების მიერ დადგენილი ოფიციალური ცნობები და მონაცემები. პანდემიამ ეს ყველაფერი სამწუხაროდ დაბლა დაწია.


საქართველოში არ დაგებულა იმდენი გზა  2003-2012 წლის განმავლობაში,რაც დაიგო ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ; ჩვენთან არ გახსნილა იმდენი საწარმო დამოუკიდებლობის დღიდან  დღემდე, რაც ბოლო პერიოდში გაიხსნა - განსაკუთრებით 2015-2016 წლებში, საუბარია 400-ზე მეტ საწარმოზე;  


საქართველოში სოფლის მეურნეობის კუთხით, დამოუკიდებლობის დღიდან დღემდე,  არ ყოფილა იმდენი დახმარება სახელმწიფოს მხრიდან ჩვენი ფერმერებისთვის, რაც ხორციელდება ამჟამად. მოქმედებს არაერთი პროექტი და პროგრამა,რომელიც ხელს უწყობს ფერმერებს, დაამუშავონ მიწა, მოიყვანონ შესაბამისი პროდუქტი, მოახდინონ მათი დასაწყობება, შენახვა და რეალიზაცია.


სიღარიბის კუთხით, ბაღებში ბავშვებს უფასო სწავლება შევსთავაზეთ, ბავშვების სამჯერადი სრულფასოვანი კვების საკითხი დაწესდა და მნიშვნელოვნად შემცირდა ბავშვებში სიღარიბის მაჩვენებელი.


ჯანდაცვის კუთხით, უპრეცედენტოდ მაღალეფექტიანი საყოველთაო დაზღვევის პროგრამა მოქმედებს,რომელმაც ჩვენი საზოგადოება დაიცვა, არა მხოლოდ ავადმყოფობისგან, არამედ საკუთარი სახლების და ქონების გაყიდვისგან. 2012 წლამდე ვერ ახერხებდნენ ისინი მკურნალობას. ჩვენს საზოგადოებას დღეს c ჰეპატიტის მკურნალობის პრობლემა არ აქვს, მისი მკურნალობა არის უძვირესი, საქართველოს ხელისუფლებამ კი მოახერხა და ჩვენი მოქალაქეების დიდ რაოდენობას მიეცა განკურნების შესაძლებლობა.

ჩვენ შორს ვართ იმ აზრისგან,რომ ყველაფერი იდეალურად არის, გასაკეთებელი ბევრია. საქართველოს 20% ოკუპირებულია, ჩვენი მოსახლეობის 20%-იც არ იმყოფება საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების არეალში. ჩვენი რესურსი არის 20%-ით ნაკლები,ვიდრე ამის შესაძლებლობა გვექნებოდა.


ამ კონტექსტიდან და რესურსებიდან გამომდინარე, სწორედ ეს იყო სწრაფი განვითარება.


ჩვენი ხელისუფლებისა და მედიკოსების დაუზოგავი შრომის შედეგად არ მივიღეთ ისეთ მძიმე შედეგი, როგორიც ჩვენმა მეზობლებმა მიიღეს. დახმარებას იღებენ 17 წლამდე ბავშვები, ხდება საბანკო ვლდებულებების გადავადება, კომუნალური გადასახადების გადახდა, პანდემიის შედეგად იმ  პირების კომპენსაცია, ვინც სამსახური დაკარგა, ან ვინც თვითდასაქმებული იყო, მათ შორის იმ პირებისიც, ვინც სრულყოფილად ვერ წარმოადგინა დოკუმენტაცია, შესაბამისი დახმარებები მაინც გაიცა, ეს იმ პირობებში,როცა საქართველოს მწირე რესურსი გააჩნია. დიახ, აქედან გამომდინარე უნდა ითქვას,რომ ჩვენი დაპირებები მაქსიმალურად და ზედმიწევნით სრულდება,“ - განმარტავს დავით მათიკაშვილი.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up