ჩვენი ყოველდღიური საზრუნავია თუ როგორ გავამარტივოთ ლოგისტიკური სერვისების მიწოდება - MGL Georgia

ჩვენი ყოველდღიური საზრუნავია თუ როგორ გავამარტივოთ ლოგისტიკური სერვისების მიწოდება - MGL Georgia

access_time2021-01-20 15:17:27

არსებობის 8-წლიანი ისტორიით, გადამზიდავი კომპანია MGL Georgia დღეს სფეროში ერთერთ მოწინავე პოზიციებს იკავებს. კომპანია საქართველოში 2012 წელს დაარსდა, მანამდე კი ბულგარეთში ფუნქციონირებდა. 2017 წელს ჩინეთში გაიხსნა ახალი ფილიალი MGL Shenzhen-ი. „კომერსანტთან“ ინტერვიუში კომპანიის დირექტორმა ლალი ოყუჯავამ კომპანიის გეგმებსა და მიღწევებზე ისაუბრა.

 

არის თუ არა დღეს დიდი კონკურენცია საქართველოს გადაზიდვების ბაზარზე?

კონკურენცია გადაზიდვების ბაზარზე საკმაოდ დიდია და ამასთანავე მზარდი. ეს ძალიან კარგია, ვინაიდან კონკურენციას ხვეწს, ავითარებს დარგს და საბოლოოდ საუკეთესო მომსახურებას ღებულობს ამ სერვისებით დაინტერესებული მხარეები. ჩვენ დიდ პატივს ვცემთ ჩვენს კონკურენტებს, რადგან მათი დახმარებით,  მუდმივად ვვითარდებით და იმედი მაქვს, რომ ქართული ლოგისტიკა უფრო ამბიციური იქნება მსოფლიო ბაზარზეც.

 

რითია გამორჩეული კომპანია MGL Georgia სხვა კონკურენტებისგან?

MGL GEORGIA გამორჩეული იდეის მატარებელია.ჩვენ პატივისცემაზე  აგებულ ურთიერთობებს ვაყალიბებთ. მრავალფეროვანი , მაგრამ ერთი ღირებულების ირგვლივ გაერთიანებული ადამიანებისგან შემდგარი გუნდები, ზრუნავენ იმაზე, რომ ჩვენს ბიზნეს-პარტნიორებს გაუმარტივონ ლოგისტიკური გადაწყვეტილებები და დააზოგინონ დრო და რესურსები. ჰუმანურობა, ლოიალურობა და სამართლიანობა, ურთიერთპატივისცემა და პასუხისმგებლობა-ამის შერწყმაა ჩვენი განსხვავებულობა.

სხვადასხვა კულტურის და ეროვნების, ტრადიციების და ბიზნეს გამოცდილების გაზიარებამ, მოგვცა შესაძლებლობა, მათ შორის საუკეთესო გამოცდილებით გვეხელმძღვანელა.კომპანიის მთავარი პრიორიტეტი და მისი წამყვანი ძალა - მისი თანამშრომლებია, ჩვენ ვამაყობთ ჩვენი გუნდის წევრებით და გვჯერა რომ ადამიანების შესაძლებლობები უსაზღვროა.


 

რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?

ჩვენი ყოველდღიური საზრუნავია თუ როგორ გავამარტივოთ ლოგისტიკური სერვისების მიწოდება ჩვენი მომსახურეობით დაინტერესებული კომპანიებისთვის, აქედან გამომდინარე დაგეგმილია ამ მიმართულებით  კონკრეტული  ნაბიჯები.

 

რას ურჩევდით მათ, ვისაც ამ სფეროში უნდა დასაქმება ან ბიზნესის დაწყება?

ამ სფეროში დასაქმების მსურველებს ვურჩევდი სიმტკიცეს და დიდი ნებისყოფის გამოვლენას,დიდი შრომა და ადამიანების სიყვარულია საჭირო, რომ წარმატებას მიაღწიო.ის რაც გულით კეთდება, ის რაზეც იზრუნებ,ის რასაც მოუვლი, ყოველთვის მოგცემს ნაყოფს. ჩემი პირადი გამოცდილებით მიღებას წინ უძღვის გაცემა და გაცემას ბევრი არ არის მიჩვეული, შედეგად ღებულობს იმედგაცრუებას.

 ამ დარგში ბიზნესის დამწყებებს ვუსურვებდი წარმატებას და ვურჩევდი არ შეუშინდნენ წარმატებამდე  უამრავ დაბრკოლებას. გამოცდილების მიღებაც კი დიდი წარმატებაა.

 

(R)






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up