ჩვენი ხელისუფლების მხრიდან ევროატლანტიკური კურსის ერთგულება ქვეყნის განვითარების გარანტიაა - დავით ზალკალიანი

ჩვენი ხელისუფლების მხრიდან ევროატლანტიკური კურსის ერთგულება ქვეყნის განვითარების გარანტიაა - დავით ზალკალიანი

access_time2020-10-26 17:08:16

„საქართველო მზად არის, ევროკავშირის წევრობაზე ოფიციალური განაცხადი 2024 წელს შეიტანოს“ – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის საგარეო პოლიტიკის მიმართულების წარდგენისას განაცხადა. ინფორმაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

დავით ზალკალიანის თქმით, ეს ამბიციური განცხადებაა, მაგრამ აღნიშნული გადაწყვეტილების უკან ხელისუფლების მიერ ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში წარმოებული სწორი პოლიტიკა, განხორციელებული რეფორმები და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების შეუქცევადობაა.

„როგორც არასდროს ისე ახლოს ვართ ევროპასთან, როგორც არასდროს ისე ახლოს ვართ ნატოსთან. და ეს სწორედ იმ თანმიმდევრული, სწორი და გააზრებული საგარეო პოლიტიკის შედეგია, რომელსაც ქართული ოცნების ხელისუფლება ბოლო 8 წლის განმავლობაში ახორციელებს“ – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

თავის გამოსვლაში მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება იმ მაღალ სანდოობაზე გაამახვილა, რითიც საქართველო ევროკავშირის მხრიდან სარგებლობას.

დავით ზალკალიანის თქმით, სწორედ ამ მაღალმა სანდოობამ გახადა შესაძლებელი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაფორმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმებასთან ერთად, და საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის/შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედება, ასევე ევროკავშირთან მთელი რიგი უნიკალური და უპრეცედენტო ფორმატების დაფუძნება, კერძოდ, როგორიცაა უსაფრთხოების სტრატეგიული დიალოგი, ენერგეტიკის, ასევე ადამიანის უფლებების საკითხებზე დიალოგის ფორმატები, და საქართველოს მთავრობასა და ევროკომისიის დიალოგის მაღალი ფორმატი.

დავით ზალკალიანის თქმით, ამ კონკრეტული და ხელშესახები შედეგების საფუძველზე, ევროკავშირის და ევროპელი პარტნიორების მხრიდან დღეს საქართველო აღიარებულია, როგორც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ლიდერი ქვეყანა, როგორც ევროკავშირის მთავარი სტრატეგიული პარტნიორი და მოკავშირე ევროპული უსაფრთხოების საკითხში, როგორც სამაგალითო რეფორმატორი ქვეყანა.

მიღწეული შედეგების კვალდაკვალ, საქართველო ახალ ამბიციურ გეგმებსაც ისახავს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის, „რაც გულისხმობს ევროკავშირის ერთიან ბაზარში გაწევრიანებას, 4 თავისუფლების მოპოვებით, და რაც ასევე ნიშნავს საქართველოს ფიზიკურ ინტეგრაციას ევროკავშირში“.


თავის გამოსვლაში მინისტრმა ვრცლად ისაუბრა შავი ზღვის, როგორც ევროპასთან დამაკავშირებელი რეგიონის მნიშვნელობაზე. მისი თქმით, სამწუხაროდ, საქართველოს არ აქვს სახმელეთო საზღვარი ევროკავშირთან, მაგრამ საქართველოს აქვს შავი ზღვა, რომელსაც ის აქტიურად გამოიყენებს მნიშვნელოვანი ფიზიკური და ინტეგრაციული პროცესების განსავითარებლად ენერგეტიკის, ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და განათლების მიმართულებით.

„დიახ, ჩვენ გვინდა უკვე ვიმოქმედოთ ისე, როგორც ევროკავშირის წევრმა ქვეყანამ, ჩვენ გვინდა ევროკავშირის უფრო მეტ პროექტსა თუ პროგრამაში გაწევრიანება“ - დასძინა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

დავით ზალკალიანმა ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესზეც გაამახვილა ყურადღება.

„დღეს ყველა ერთხმად აღიარებს, რომ საქართველო არის ყველაზე წარმატებული ასპირანტი. ამ შედეგებს მომავალში ჩვენ აუცილებლად განვავრცობთ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველო მზად იყოს იმ მომენტისთვის, როდესაც ნატო საქართველოს მისაღებად პოლიტიკურად ჩამოყალიბდება“ - განაცხადა მან.

მისი თქმით, როგორც სანდო და საიმედო პარტნიორმა, საქართველომ მნიშვნელოვანი ადგილი დაიმკვიდრა ევროატლანტიკური უსაფრთხოების არქიტექტურაში, რაც ქართველი ჯარისკაცების უდიდესი დამსახურებაა. გაიზარდა საქართველოს მნიშვნელობა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესშიც.

ზალკალიანის თქმით, ნატოსთან საქართველოს თანამშრომლობა დღეს უმაღლეს ნიშნულზეა, და სწორედ ამ თანამშრომლობის ნათელი მაგალითია ის, რომ საქართველოს გააჩნია ნატოს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, კერძოდ, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი, ნატო-საქართველოს კომისია, წლიური ეროვნული პროგრამა.

„შავი ზღვის უსაფრთხოების გასაძლიერებლად, დღეს უამრავი ნატოელი პარტნიორი შემოდის პორტებში, ჩვენ მომავლშიც გავაგრძელებთ წვრთნებს, არა იმისთვის რომ საქართველო ომისთვის ემზადება, არამედ იმისთვის, რომ საქართველო იყოს მდგრადი თავდაცვის თვალსაზრისით. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ მშვიდობისთვის“ - დასძინა დავით ზალკალიანმა.

მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება არის ის ხელისუფლება, რომელმაც საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსი კონსტიტუციაში ასახა.

დავით ზალკალიანის თქმით, ეს უმნიშვნელოვანესი განაცხადია, რომლის კონსტიტუციის სიმაღლეზე აყვანა ქვეყნის საგარეო პოლიტიკის სწორი მიმართულებით განვითარების კიდევ ერთი გარანტიაა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up