ჩვენი უინიციატივო საგარეო პოლიტიკის გამო შუამავლის როლის შესრულება არ შეგვიძლია - ვაჟა ბერიძე

ჩვენი უინიციატივო საგარეო პოლიტიკის გამო შუამავლის როლის შესრულება არ შეგვიძლია - ვაჟა ბერიძე

access_time2020-09-30 12:25:40

„სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირების ცხელ  ფაზაში გადასვლა კავკასიური ომის საფრთხის მოახლოვებას ნიშნავს.  ჩვენ კი, ფაქტობრივად თურქეთის  ეკონომიკაზე ვართ მიბმული, რომელიც  აზერბაიჯანის  მოკავშირეა და დესტაბილიზაცია რეგიონში სასიცოცხლოდ საფრთხის შემცველია  ჩვენი ქვეყნისა და ეკონომიკისთვის,“ - მთიანი ყარაბაღის უკვე აქტიურ ფაზაში გადასული დაპირისპირების შესახებ “კომერსანტთან“ პოლიტოლოგი ვაჟა ბერიძე საუბრობს.


შეიარაღებული კონფლიქტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სულ უფრო მძიმე ფაზაში გადადის. ცეცხლი მთელი ღამის განმავლობაში არ შეწყვეტილა. მთანი ყარაბაღის ე.წ. თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას, რომ მსხვერპლის რიცხვი 95-მდე გაიზარდა. აზერბაიჯანის მხარე კი აცხადებს, რომ შეტევებს 84 სამხედრო ემსხვერპლა.


მოსალოდნელია თუ არა პროცესების განვითარების ბევრად უარესი სცენარი და რა არის საქართველოს ამოცანა, როგორც ეკონომიკური ასევე უსაფრთოების კუთხით ამ კონფლიქტის პროცესში, რათა რეგიონში ვითარების დაძაბვის შემთხვევაში გარდაუვალი ნეგატიური შედეგები ეკონომიკაზე ნაკლებად მძიმე იყოს - ვაჟა ბერიძე მიიჩნევს, რომ რეგიონში პროცესების გაუარესება მოსალოდნელია, რადგანაც ეს არ არის მხოლოდ ორ მხარეს შორის კონფლიქტი და საქართველოს ამოცანაა მაქსიმალურად მკვეთრი პოზიციების დაფიქსირებისგან თავის შეკავება.


„ჩვენთვის  სასურველი იქნებოდა, რომ  გარკვეული თვალსაზრისით  შუამავლის როლი  შეგვესრულებინა, მაგრამ ჩვენი  საგარეო  პოლიტიკის უინიციატივობის და უილაჯობის გამო, რაც  ბოლო წლებში შესამჩნევია, ასეთი  საშუამავლო მისიის შესრულება  არ შეგვძლია, რადგან  ჩვენ  ჩვენი  კონფლიქტებისთვის  ვერ  მოგვივლია და საერთაშორისო არენაზე არც  თუ  ისე  აქტიური ვართ. ჩვენი  ამჟამინდელი  ხელისუფლება შეიძლება  არც თუ  უსაფუძვლოდ  ცდილობს, რომ  აქტიურობით  რუსეთი არ გააღიზიანოს და რუსეთს  აქვს  უამრავი  ბერკეტი საქართველოზე  ზემოქმედებისთვის.

 

ახლა  ჩვენი ამოცანაა, რომ ვიყოთ მაქსიმალურად თავშეკავებულები და  დავაკვირდეთ მოვლენების  განვითარებას,  უფრო  უარესი სცენარით მოვლენების განვითარების გათვალისწინებითაც კი.


უარესში ვგულისხმობ სრულ მასშტაბიან  საბრძოლო მოქმედებებს ფრონტის  მთელ  ხაზზე აზერბაიჯანსა და  სომხეთს  შორის,  მათ  შორის ავიაციის სერიოზული და მასშტაბური გამოყენებით და ამ  კონფლიქტში  რაიმე  ფორმით  თურქეთისა და  რუსეთის  რეალურ და  აქტიურ  ჩარევას.  ამას დამატებული,  უარესის  მოლოდინი მე  მაქვს  იმის  გათვალისწინებითაც, რომ  დავუშვათ  რომელიმე  მხარემ,  მოიპოვა  გადამწყვეტი  სამხედრო უპირატესობა, რას მოიმოქმედებს  ამის შემდეგ დამარცხებისკენ მიმავალი რომელიმე  მხარე.



იყო ერევნიდან მუქარა ნინგეჩაურის   წყალსატევის დაბომბვასთან  დაკავშირებით.  ასევე  საპასუხო განცხადება ალიევის  მხრიდან , რომ შესაძლოა ატომურ ელექტრო სადგურზე მივიტანოთ იერიში, მე  ვერ  გეტყვით  ეს  ინფორმაცია  რამდენად  შეესაბამება  რეალობას. თუ მედიაში  გავრცელებული ეს ინფორმაციები  რეალურია, ეს  იქნება არამარტო  საომარი მოქმედებების  ამა თუ იმ  სცენარით  განვითარება,  არამედ გლობალური  კატასტროფა  ამ  რეგიონის, სამი  ქვეყნისთვის და მიმდებარე  ქვეყნებისთვისაც.   ამიტომ, ჩვენ  უნდა  ვიყოთ  ფრთხილად,  ვიმოქმედოთ  გონივრულად და  ოპერატიულად.  შესაძლებლობის  შემთხვევაში  შევთავაზოთ მხარეებს,  ჩვენს  მოძმე  ხალხს,  რომელთან  ერთადაც უნდა ვიცხოვროთ კიდევ ბევრი  საუკუნე, რომ  დაიწყონ  სამშვიდობო  მოლაპარაკებები  კონფლიქტის  მშვიდობიანი დარეგულირების მიზნით. ყველა შემთხვევაში ოპერატიული  მოთათბირება  უნდა გავაგრძელოთ ჩვენს დასავლელ  სტრატეგიულ  პარტნიორებთან.


რეალურად, აზერბაიჯანი და სომხეთი  ელიან, რომ ეს  კონფლიქტი  გადაწყდეს,  რადგან ეს აზერბაიჯანს  უშლის  ხელს  განვითარებაში და  მეორეს, მხრივ სომხეთს ამყოფებს გეოპოლიტიკურ  ჩიხში , მიუხედავად  რუსეთთან მოკავშირეობისა და მსოფლიოში, მათ შორის შეერთებულ შტატებში სომხური ლობის უზარმაზარი ავტორიტეტისა, ეს ჩიხი არის ისეთი საიდანაც  გამოსავალი არ არსებობს.  ამიტომ, ამ  კონფლიქტის  გამწვავება დიდი კავკასიური ომის  გაჩაღების საწინდარია,  რომელიც  გასცდება რეგიონის  ფარგლებს იმდენად,  რამდენადაც  აქ  იკვეთება  სამი სერიოზული მოთამაშის ინტერესები,“ - განმარტავს პოლიტოლოგი.


დააჩქარებს თუ არა პანდემიის შედეგად კავკასიის რეგიონისა და მათ შორის საქართველოს ეკონომიკის უკუსვლას მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი, ამაზე არაერთი მოსაზრება გამოითქვა ქართულ და უცხოურ მედიაში. მათი უმეტესობა მიიჩნევს, რომ საქართველოს ენერგომიწოდებას საფრთხე არ ემუქრება, თუმცა: 

„ჩვენ  ვსაუბრობთ  ეკონომიკის ამუშავებაზე,  სტაგნაციიდან გამოსვლაზე და  ამას  თუ  სერიოზული კონფლიქტი დაემატა აზერბაიჯანსა და  სომხეთს  შორის,  ფაქტობრივად  თბილისიდან   ორი საათის  სავალზეა რეგიონი,  სადაც  შეიძლება  პოტენციურად  განვითარდეს საომარი მოქმედებები, თავისთავად ცხადია, რომ პროცესს თუ  შევხედავთ  სამხრეთ კავკასიის  პრიზმაში, ის  ამ  სამი სახელმწიფოსთვის  საარსებო საფრთხის  შემცველია.  


ფაქტობრივად  მთელი მსოფლიო დგას რეცესიის წინაშე, ეკონომიკა რეალურად გაჩერებული მდგომარეობიდან არ გამოსულა კორონავირუსის გამო,  ამას  თუ  კონფლიქტის გაღრმავება მოყვა ბუნებრივია ეკონომიკური თვალსაზრისითაც ეს სერიოზულად შეაფერხებს ჩვენ მდგომარეობას და ჩაგვაგდებს უმძიმეს მდგომარეობაში,“ - ამბობს პოლიტოლოგი.


რა სჭირდება რუსეთს და რაზეა წამსვლელი სასურველის მისაღწევად, ამ კითხვაზე პასუხად ექსპერტი განმარტავს, რომ რუსეთ-თურქეთის დაპირისპირება  ამ მოვლენებით, სრულიად ახალ ფაზაში შედის.

 

სომხეთის მთავარი სტრატეგიული პარტნიორი არის რუსეთი, მიუხედავად იმისა, რომ პოპულიზმის და საყოველთაო მხარდაჭერის ტალღაზე  ფაშინიანის ხელისუფლება ცდილობს , როგორმე  დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკური დეტალები და ნიუანსები შეიტანოს  თავის საქმიანობაში,  რა თქმა უნდა შორს  ვერ  მიდის რუსეთის  მხარდაჭერის  გარეშე.  სომხეთის  შესაძლებლობა  შეინარჩუნოს  ასეთი  ვითარება, რაც  გამოიხატება  ცალკეული  ყარაბაღის დ ა  ცალკეული ტერიტორიების  გაკონტროლებაში  კონფლიქტის  ამ  ეტაპზე, უაღრესად  სათუო  გახდება რუსეთის გარეშე.   ამიტომ, საბოლოო  ჯამში  იძულებული გახდება,  რომ რუსეთის  კარნახით  იმოქმედოს.


რუსეთი, უკან  არ  დაიხევს თუ მოვლენები მისთვის არასასურველი მიმართულებით განვითარდა და არც ამ თვალსაზრისით სამხედრო ჩარევაა გამორიცხული. მაინც ვფიქრობ ამ ეტაპზე მოვლენათა  ამდაგვარი განვითარებისთვის მზად არ არის, რადგან ყოფილი საბჭოთა კავშირის მთელ პერიმეტრზე - დაწყებული ბელორუსიდან, უკრაინა- ხაბაროვსკში თვითონ აქვს  პრობლემები. ამ ეტაპზე, რუსეთს მკაფიო პოზიცია არ აქვს და გარკვეული თვალსაზრისით  ყოყმანობს, მაგრამ მას არც უკან დახევა გამოუვა, რადგან რუსეთ-თურქეთის დაპირისპირებაც ამ მოვლენებით ახალ ფაზაში შედის.


ამ ფონზე როდესაც რუსეთ - თურქეთის დაპირისპირება  ჯაჭვი ყალიბდება,  ბუნებრივია მოსალოდნელი იყო ამ კონფლიქტის გალღვობაც,  რომელიც უკვე ბევრი წელია არის  გაყინულ მდგომარეობაში.  დროდადრო კონფლიქტი გადადის  ცხელ  ფაზაში და მსოფლიო ვერაფერს  სთავაზობს  ვერც  აზერბაიჯანს და ვერც  სომხეთს გარდა  იმისა,  როგორც  ყველგან ხდება - კონფლიქტს გაყინავენ და ეს გაყინული კონფლიქტი არ შეიძლება იყოს  უსასრულოდ და იყოს  ასეთ მდგომარეობაში, - აღნიშნავს ვაჟა ბერიძე.


მარიამ  მორგოშია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up