მწვანე ზონაში ყოფნით საქართველომ სარგებელი ვერ მიიღო

მწვანე ზონაში ყოფნით საქართველომ სარგებელი ვერ მიიღო

access_time2020-09-22 11:00:10

ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გართულებასთან ერთად საქართველოს მთავრობა საერთაშორისო ავიამიმოსვლის თანდათანობით გახსნას აანონსებს, მაშინ როდესაც ვირუსის გავრცელების სტაბილური დინამიკისას საზღვრების 100%-იანი ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღეს. საერთაშორისო მიმოსვლებსა და ტურიზმის სფეროში არსებულ პრობლემებზე „კომერსანტთან“ ავიაციის ექსპერტი თამუნა თანდაშვილი საუბრობს.


„ჩვენი ინფორმაციით, ევროპის ქვეყნებში ასეთი შეზღუდვა არ არის და ჩვენი რეგულაცია ზედმეტად მკაცრია. როდესაც ვირუსის გავრცელების დინამიკა არ იყო ასეთი აგრესიული - ჩაკეტილი ვიყავით და ზაფხულის პერიოდში საზღვრები არ გაიხსნა. რატომ ხსნის ახლა, როცა ევროპაშიც უფრო ცუდი სიტუაციაა ვიდრე იყო? ეს არ არის გასაგები და ლოგიკას არ ექვემდებარება.


გასაგებია, რომ ეს გადაწყვეტილებები საერთაშორისო მოლაპარაკებებით არის მიღებული, მაგრამ ბაზრისთვის დამაზიანებელი ნამდვილად არის იმიტომ, რომ ეს  არა მხოლოდ საქმიანი მიმოსვლა, არამედ ჩვენი ტურიზმი ავიაციაზე დგას და აქ შეზღუდვები ტურისტული ნაკადების შემოსვლაზე პირდაპირ გავლენას ახდენს. ასევე გაუგებარია როგორ მოხვდა საქართველოში ამდენი რუსი ტურისტი, როდესაც ავიამიმოსვლა ჩაკეტილია, ანუ რასთან გვაქვს საქმე რთული ასახსნელია და ვფიქრობ, რომ სახელმწიფო ორგანოებმა მიღებული გადაწყვეტილებები კიდევ უფრო მკაფიოდ და გამჭვირვალედ უნდა ახსნან“, - განმარტავს თამუნა თანდაშვილი.


როგორც თამუნა თანდაშვილმა აღნიშნა, მთავრობის მხრიდან გარკვეულ ცდომილებებს აქვს ადგილი და ერთიანი სტრატეგია მათ არ გააჩნიათ. ასევე, ავიაციის ექსპერტის განმარტებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავალდებულო კარანტინის გავლა ყოვლად მიუღებელია.



„წითელი ზონა ვართ თუ მწვანე, ჩემს კომპეტენციას ნამდვილად სცილდება, თუმცა, როცა მწვანე ზონა ვიყავით საქართველომ ვერანაირი სარგებელი ვერ მიიღო. დაპირებისამებრ საზღვრები არ გაიხსნა. ტურიზმის ადმინისტრაციამ გამოგვიგზავნა ოფიციალური წერილი პარტნიორებისთვის, რომ პირველ რიცხვში გახსნის თაობაზე ინფორმაცია მიგვეწოდებინა, თუმცა, როდესაც ორი დღით ადრე ისევ ჩაკეტვა დაანონსდა, მთელი ინდუსტრია უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდა.


ახლა რაღაც უცნაური გადაწყვეტილებებია მიღებული. ყოველთვე გამოდის ნოტამი, რომელიც გვამცნობს, რომ არაა ისევ ჩაკეტილი, ან რაღაც ცვლილებები ხდება, რაც ერთიან სტრატეგიაზე არ მიუთითებს. მესმის, როდესაც საქმე ამდენი ადამიანის ჯანმრთელობას ეხება რთულია გადაწყვეტილებების მიღება. როგორც ვხედავთ, ეს ვირუსი არსად არ მიდის და დანარჩენმა მსოფლიომ მასთან თანაცხოვრება დაიწყო. ჩვენთვის განსაკუთრებით რთული იქნება იმ ობიექტების ფინანსური კრიზისი, რომელზეც  ქვეყანა დგას.


ტურიზმის ალიანსმა განცხადება გააკეთა, რომ საქართველოს მოქალაქეების კარანტინში გადაყვანის გადაწყვეტილებას არ ემხრობა და PCR ტესტებით რეგულირებისა და მწვანე სტატუსის მქონე ქვეყნებთან ფრენების აღდგენის მომხრეა. ეს არის ის მიმართულებები რაზეც ალიანსიც მუშაობს და ვფიქრობთ, რომ კოორდინირებულად მთავრობასთან ჩვენი რეკომენდაციები უბრალოდ ხმაური კი არა, არამედ რაღაც შედეგის მომტანი იქნება“, - ამბობს თამუნა თანდაშვილი.


როგორც თამუნა თანდაშვილმა „კომერსანტს“ განუცხადა ტურიზმის ანტიკრიზისულ გეგმაში ცვლილებებია შესატანი, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ქვეყანა მნიშვნელოვან ფინანსურ წყაროს დაკარგავს.


„რეალურად უკვე შეცვლილი რეალობა გვაქვს და ის ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც პირველად მაისის თვეში გამოვიდა ახალი დახმარების პაკეტების შემუშავებას საჭიროებს.  გრძელ ვადაში ვხედავთ, რომ თუ ტურისტები არ შემოვლენ სასტუმროები არ გაიხსნება. თუ სასტუმროები ვერ გაიხსნება, შესაბამისად ალტერნატიული სამუშაო ადგილების დაკარგვას ექნება ადგილი. რაღაც მინიმუმი მაინც უნდა გააკეთოს მთავრობამ რომ ამდენი სამუშაო ადგილი არ დაიკარგოს. პოზიცია ასეთია, რომ მაქსიმალურად შენარჩუნდეს სამუშაო ადგილები რათა ეკონომიკურ საქმიანობაში ჩასართველად ადამიანებს მინიმალური დოვლათი ჰქონდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაფრის ფასი გაიზრდება. იქიდან გამომდინარე, რომ ტურიზმიდან შემოდინებული სახსრები ქვეყნისთვის უალტერნატივო შემოსავლის წყარო იყო და წარმოებაში ჩვენ ძლიერები არ ვართ, საერთო დიდი კრიზისი გველოდება. 2 თვეში კი დიდი წარმოების ქვეყანად ვერ გადავიქცევით. დონორების დახმარება და ის ვალი, რომელსაც სახელმწიფო იღებს ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა ინდუსტრიაზე თანაბრად იყოს გადანაწილებულიყო და  შერჩევითობის პრინციპით დახმარებების გაწევა არ მოხდეს“, - აღნიშანს თანდაშვილი.


ანი ცარციძე




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up