ჩვენი შესაძლებლობა იყოს ეს პორტი, რაც ხელიდან გავუშვით -  ნიკა შენგელია ანაკლიის პორტზე

ჩვენი შესაძლებლობა იყოს ეს პორტი, რაც ხელიდან გავუშვით - ნიკა შენგელია ანაკლიის პორტზე

access_time2022-09-23 18:00:22

„რეგიონში მიმდინარე ომის გამო ტვირთნაკადები  გაზრდილია. აქამდე ვამბობდით, რომ საქართველო სატრანზიტო ქვეყანაა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ არანაირი სატრანზიტო ქვეყანა ჩვენ არ ვართ“ -  ამის შესახებ საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ცენტრის ვიცე-პრეზიდენტმა ნიკა შენგელიამ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში “პროფესიონალები“ ისაუბრა.


მისი თქმით, კარწახის გამშვები პუნქტი ტვირთნაკადებს ვერ აუდის, 10 და 15 კილომეტრიანი რიგებია და მალფუჭებადი საქონელი ფუჭდება. იგივე მდგომარეობაა ლარსზეც. კოლაფსს საქართველომ თავი ვერ გაართვა, საჭიროა დამატებითი მუშა-ხელი, ვინც ამ  ტვირთებს გაატარებს და აღრიცხავს.

 

„საჭიროა, რომ თუნდაც გამშვები პუნქტების მიმართულებით ინფრასტრუქტურაში ინვესტიციები ჩაიდოს, ასევე გააკეთონ ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც საქართველომ რიკოთის მიმართულებით დაიწყო და 2023 წელს უნდა დასრულებულიყო და ერთი წლით გადაწიეს. ეს პროექტები, რომ არ იყოს, საქართველოში ეკონომიკური ზრდა არ იქნებოდა. საქართველოში ეკონომიკა ვალის ხარჯზე იზრდება, ეს ვალი მიდის ინფრასტრუქტურაში და შემდეგ ეს ჩვენ შვილებს და  შვილიშვილებს დააწვება კისერზე. მოსახლეობას, რომ გონია მთავრობა  ბიუჯეტიდან აკეთებს ამ ყველაფერს ეს ასე არ არის, ვალით კეთდება.


 

აღმოჩნდა, რომ ანაკლიის პორტთან  დაკავშირებით მთავრობამ დაუშვა ძალიან დიდი შეცდომა. ისე  ვითარდება მდგომარეობა, რომ რუსეთს მინიმუმ ორი-სამი წელიწადი სანქციებს არავინ არ მოუხსნის. თუ აქამდე გვქონდა იმედი, რომ გაზაფხულზე ომი  დამთავრდებოდა, ამ მობილიზაციის გამოცხადებით ამის ნიშანწყალი აღარ ჩანს. სანქციები კი არ მოეხსნება რუსეთს კიდევ გაეზრდება და შეიძლება დაუბრუნდეს იმ დროს, როდესაც რკინის ფარდა იყო ჩამოფარებული. ამიტომ ჩვენი შესაძლებლობა იყო ეს პორტი, რაც  ჩვენ ხელიდან გავუშვით.  ჩვენ  ვხედავთ, რომ საქართველო  სატრანზიტო ქვეყნის  ფუნქციას  კარგავს. ვხედავთ, რომ  ეკონომიკური ცენტრი შესაძლოა სამ  წერტილში  გადანაწილდეს,  ესენია: ჩინეთი  ინდოეთი და აზიის რომელიმე ქვეყანა. დიდი  ცვლილების  წინაშე დავდექით და 2027 წლამდე ალბათ ეს ყველაფერი დამთავრდება და დავინახავთ თუ საით ვართ ჩვენ და სად იქნება ჩვენი განვითარების  ვექტორი“, -  აღნიშნა ნიკა შენგელიამ



თაკო კვაჭანტირაძე




სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შენობის გასასხვისებლად მორიგი აუქციონი 30 სექტემბერსაა ჩანიშნული

სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შენობის გასასხვისებლად მორიგი აუქციონი 30 სექტემბერსაა ჩანიშნული
access_time2022-09-24 23:00:00
თბილისში კოსტავას 68-ში მდებარე სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შენობა მორიგ აუქციონზე იყიდება. მიმდინარე აუქციონზე, რომელიც 30 სექტემბერსაა ჩანიშნული, ობიექტის საწყისი ღირებულება დღგ-ს გარეშე 65 000 000 ლარს, ხოლო დღგ-ს ჩათვლით 76 700 000 ლარს შეადგენს, რომელიც მყიდველს შემდეგი გრაფიკით უნდა გადაიხადოს: 45% - ხელშეკრულების დადებიდან 1 თვეში; 20% - არაუგვიანეს 2022 წლის 31...

ევროპის ავტომობილების ბაზარი პანდემიამდელ ზრდის დონეს დაუბრუნდა

ევროპის ავტომობილების ბაზარი პანდემიამდელ ზრდის დონეს დაუბრუნდა
access_time2022-09-25 11:00:20
აგვისტოს თვეში, ევროპაში ავტომობილების გაყიდვები 4,4%-ით გაიზარდა, რაც 650,305 მანქანას შეადგენს.    ევროპის ავტომობილების მწარმოებელთა ასოციაციის (ASEA) მონაცემებით, ეს პირველი დადებითი შედეგი იყო 13 თვიანი ვარდნის...

ბელარუსმა მარცვლეულის ექსპორტის აკრძალვა 6 თვით გაახანგრძლივა

ბელარუსმა მარცვლეულის ექსპორტის აკრძალვა 6 თვით გაახანგრძლივა
access_time2022-09-24 21:01:27
ბელარუსის მინისტრთა საბჭომ ქვეყნიდან ხორბლისა და სხვა მარცვლეულის ექსპორტზე აკრძალვა, კიდევ ექვსი თვით გაახანგრძლივა. ამავდროულად, რეზოლუციის მოქმედება არ ვრცელდება ბელარუსის რესპუბლიკის გარეთ ექსპორტირებულ საქონელზე ევრაზიის ეკონომიკური კავშირის (EAEU) წევრ ქვეყნებში. ბელარუსიდან დროებითი ექსპორტისთვის აკრძალული საქონლის სიაშია ხორბალი, ჭვავი, ქერი, სიმინდი, ფეტვი, წიწიბურა, შვრია და სხვა...

საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე უარის თქმა 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს - პუტინმა კანონს ხელი მოაწერა

საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე უარის თქმა 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს - პუტინმა კანონს ხელი მოაწერა
access_time2022-09-24 18:00:05
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე უარის თქმის შემთხვევაში თავისუფლების 10 წლამდე ვადით შეზღუდვას ითვალისწინებს, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, შესაბამისი დოკუმენტი გამოქვეყნებულია იურიდიული ინფორმაციის ოფიციალურ ინტერნეტ პორტალზე. ამასთან, კანონი დეზერტირობისთვის, ან სამხედრო მოსამსახურეების მიერ გაწვევის შემთხვევაში სამხედრო სამსახურში გამოუცხადებლობის...

საცობები ყოველთვის იყო თბილისში, მაგრამ ასე გადამეტებით არ ყოფილა - კახა კალაძე

საცობები ყოველთვის იყო თბილისში, მაგრამ ასე გადამეტებით არ ყოფილა - კახა კალაძე
access_time2022-09-24 17:20:47
საცობები ყოველთვის იყო თბილისში, მაგრამ ასე გადამეტებით არ ყოფილა, ეს გამოწვეულია ქეთევან დედოფლისა და მელიქიშვილის ქუჩებზე მიმდინარე მნიშვნელოვანი და საშვილიშვილო სამუშაოების გამო, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, რაც შეეხება წერეთლისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩების რეაბილიტაციას, პროცესი ქეთევან დედოფლისა და მელიქიშვილის ქუჩებზე სამუშაოების დასრულების შემდეგ დაიწყება. „ეს სამუშაოები დაიწყება მას...


მსგავსი სიახლეები

up