„ჩვენი შემოსავლების ზრდა მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი კვალიფიკაცია გაიზრდება“

„ჩვენი შემოსავლების ზრდა მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი კვალიფიკაცია გაიზრდება“

access_time2018-12-31 11:36:46

საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი ქობულიას განცხადებით, საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია როგორც შემოსავლების ზრდა, ასევე „ძალიან დიდი პრიორიტეტია სამუშაო ადგილების შექმნა“.


ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში სტუმრობისას განაცხადა.


ამასთან, ეკონომიკის მინისტრი მთავარ გამოწვევებს შორის ასახელებს არა მხოლოდ სამუშაო ადგილების შექმნას, არამედ - კვალიფიციური მუშა ხელის არსებობას.


„მე ხშირად მესმის ბიზნესებისგან, რომლებიც ჩერდებიან იმიტომ, რომ არაა კვალიფიციური მუშა ხელი“, - განაცხადა ქობულიამ და მაგალითად მოიყვანა ერთ-ერთი ავეჯის მწარმოებელი კომპანია, რომელმაც საინვესტიციო ვალდებულების გადახედვაზე განაცხადით ეკონომიკის სამინისტროს სწორედ აღნიშნული მიზეზით მიმართა.


გიორგი ქობულიამ ხაზი იმასაც გაუსვა, რომ ზოგჯერ ანაზღაურება არც ისე მაღალია.



„მე მესმის, რომ ზოგჯერ სამუშაოზე შემოსავალი ისეთია, რომ იმ ადამიანს არც უღირს რომ მივიდეს და იმუშაოს და მე სრულიად მესმის იმ ხალხის გულისტკივილი და მათი მდგომარეობა; ჩემ წრეში მეც მყავს ახლობლები და ვიცი ეს... მეც აქ გავიზარდე, აქ ვცხოვრობდი და ძალიან კარგად ვიცნობ სიტუაციას; ჩვენი შემოსავლების ზრდა მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი კვალიფიკაცია გაიზრდება, უფრო და უფრო მეტ ტექნოლოგიურ და ინოვაციურ ბიზნესებს შემოვიტანთ, უფრო და უფრო მეტად პროდუქტიულები გავხდებით - ამას მოჰყვება შემოსავლების ზრდა. რა თქმა უნდა, დღესდღეობით, ხალხს უჭირს, ჩვენ ძალიან დიდი რაოდენობით გვაქვს უმუშევრობა...


ჩვენი პრიორიტეტი არის შემოსავლების ზრდა, მაგრამ ასევე ძალიან დიდი პრიორიტეტია სამუშაო ადგილების შექმნა“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.


გიორგი ქობულიას თქმით, მომდევნო წლებში მთავრობა საშუალოდ, 60-70 ათასი სამუშაო ადგილის შექმნას გეგმავს.


მინისტრმა პრიორიტეტულ სექტორებს შორის გამოყო ენერგეტიკა, ლოგისტიკა, მომსახურების სექტორი, ბიზნესპორცესების აუთსორსინგი, სოფლის მეურნეობა და კვების მრეწველობა.


bm.ge






“იმედის” აღმასრულებელ დირექტორად გიორგი ცხვიტავა დაინიშნა, შეიცვალა გენერალური დირექტორიც

“იმედის” აღმასრულებელ დირექტორად გიორგი ცხვიტავა დაინიშნა, შეიცვალა გენერალური დირექტორიც
access_time2019-07-19 12:55:25
ჟურნალისტი გიორგი ცხვიტავა “იმედის” აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნა. ინფორმაცია ამის შესახებ “კომერსანტს” თავად ცხვიტავამ დაუდასტურა. ცხვიტავას განცხადებით, ივლისში შეიცვალა ტელეკომპანიის გენერალური დირექტორიც გიორგი ბახტაძე, რომელიც  ელდარ მდინარაძემ ჩაანაცვლა. მდინარაძე 1990-იანი წლების მიწურულს ბიძინა ივანიშვილის მე-9 არხის ერთ-ერთ ხელმძღვანელად მუშაობდა. აღნიშნული მე-9 არხი ბიძინა ივანიშვილმა ვარდების რევოლუციის შემდეგ...

IRI - ეროვნული ბანკის საქმიანობას მოსახლეობის 62% ნეგატიურად აფასებს

IRI - ეროვნული ბანკის საქმიანობას მოსახლეობის 62% ნეგატიურად აფასებს
access_time2019-07-19 12:09:47
საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) საქართველოს მოსახლეობის აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, საქართველოში მთავარ პრობლემად ეკონომიკური ვითარება - უმუშევრობა და დაბალი ხელფასები სახელდება. გამოკითხვისას მოსახლეობას სხვა და სხვა ინსტიტუტის საქმიანობის შეფასება სთხოვეს. გამოკითხულთა ყველაზე დიდი ნაწილი დადებითად საქართველოს საპატრიარქოსა (89%) და ჯარის (87%) საქმიანობას აფასებს. ერთ-ერთი ყველაზე უარყოფითი შეფასება კი საქართველოს...

პრობლემა არა საგარეო-სავაჭრო ბალანსის დეფიციტია, არამედ მისი სიდიდე - გიორგი ცუცქირიძე

 პრობლემა არა საგარეო-სავაჭრო ბალანსის დეფიციტია, არამედ მისი სიდიდე - გიორგი ცუცქირიძე
access_time2019-07-18 18:30:47
“პრობლემა არა საგარეო-სავაჭრო ბალანსის დეფიციტია, არამედ მისი სიდიდე!”, – ამ სათაურით აქვეყნებს პოსტს საბანკო-საფინანსო საქმის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში. პოსტს კომერსანტი უცვლელად გთავაზობთ: “პრობლემა არა საგარეო-სავაჭრო ბალანსის დეფიციტია, არამედ მისი სიდიდე! აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში საგარეო სავაჭრო ბრუნვის ზრდასთან ერთად, იზრდებოდა წმინდა ექსპორტი და...

ჯიპიაი-მ ლოიალობის პროგრამა ეკოისტი დაიწყო

ჯიპიაი-მ  ლოიალობის პროგრამა ეკოისტი დაიწყო
access_time2019-07-18 16:00:27
მათთვის ვისაც ჯანსაღი ცხოვრების წესის დაწყება სურს „ჯიპიაი ჰოლდინგი“ მასშტაბურ ლოალობის პროგრამას იწყებს, სახელწოდებით „ეკოისტი“. პროგრამა მოიცავს განსაკუთრებულ პირობებს, როგორც დაზღვეულებისთვის, ისე ნებისმიერი სხვა მსურველისთვის.  რა არის ეკომონეტა? ამ მოძრაობაში მთავარი ადგილი უჭირავს „ეკომონეტას“, რომელსაც კომპაინიაში ჯანსაღი ცხოვრების ახალი ვალუტად მოიხსენიებენ. ჯანსაღი ცხოვრებისთვის დამახასიათებელი ქმედებების სანაცვლოდ...

უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი: ჩინეთი არ იყენებს აბრეშუმის გზას

უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი: ჩინეთი არ იყენებს აბრეშუმის გზას
access_time2019-07-18 19:00:28
რუსეთის მიერ შემოღებული სატრანზიტო შეზღუდვების გამო უკრაინული ექსპორტი 3 წლის მანძილზე ცენტრალურ აზიაში 10-ჯერ  შემცირდა. ჩინეთი არ იყენებს დიდი აბრეშუმის გზას და ძირითადად ახორციელებს სატვირთო გადაზიდვებს ყაზახეთის, რუსეთისა და ბელორუსიის გავლით - განაცხადა უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ვიქტორ დოვგამა. „ჩინელებთან მიმდინარე მუდმივი მოლაპარაკებების მიუხედავად, ახალი აბრეშუმის გზა ჯერჯერობით არ მუშაობს. ამ ეტაპზე ის რჩება...


მსგავსი სიახლეები

up