Glovo vs Wolt- კონკურენცია პროდუქტის ადგილზე მიტანის სისწრაფეშია

Glovo vs Wolt- კონკურენცია პროდუქტის ადგილზე მიტანის სისწრაფეშია

access_time2020-10-30 13:30:06

კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო მომხმარებლის ქცევა ონლაინ ვაჭრობის მიმართ შეიცვალა. თუ ადრე მომხმარებელი მიტანის სერვისს ძირითადად საკვებისთვის იყენებდნენ, პანდემიის პერიოდში მომხმარებლის მოთხოვნა სურსათზე, სააფთიაქო პროდუქტზე და საყოფაცხოვრებო მოხმარების ნივთებზე გაიზარდა.


როგორც „კომერსანტს“ Glovo- ს მარკეტინგის მერეჯერმა შაკო იოსავამ განაცხადა, მომხმარებლისთვის მიტანის სერვისი სასურველი ნივთის თუ კერძის შეძენის ნომერ პირველი საშუალება გახდა.


„თუ ადრე ბიზნესებისთვის ონლაინ გაყიდვები გაყიდვის დამატებითი საშუალება იყო, ახლა საჭიროებად გადაიქცა.“- აღნიშნავს შაკო იოსავა.


მისივე განმარტებით Glovo კონკურენტებისგან პროდუქტის ადგილზე მიტანის სისწრაფით გამოირჩევა.


„ჩვენი სლოგანი იყო და რჩება  - „მთელი ქალაქი შენს ტელეფონში“. Glovo-ს მეშვეობით 24 საათის განმავლობაში მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს ან გააგზავნოს სასურველი ნივთი და ეს ყველაფერი 1 საათზე ნაკლებ დროში განახორციელოს“ -  აღნიშნავს შაკო იოსავა.


შაკო იოსავას განმარტებით, მოთხოვნიდან გამომდინარე Glovo-მ როგორც თანამშრომლები ასევე პარტნიორი კურიერებიც დაამატა.



რა თქმა უნდა, არც ერთი თანამშრომლის/კონტრაქტორის შემცირება არ მომხდარა. პირიქით გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე დავიმატეთ, როგორც თანამშრომლები, ასევე პარტნიორი კურიერები.“ - აღნიშნავს შაკო იოსავა.


რაც შეეხება სიახლეებს და სამომავლო გეგმებს Glovo-ს მარკეტინგის მენეჯერი აღნიშნავს, რომ Glovo-მ  წინა თვეში ჩაუშვა მიტანის სერვისზე გათვლილი  სივრცე, Cook Room,  რომელშიც გაერთიანებულია პარტნიორი რესტორნების ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული სამზარეულოები.


კომპანია “wolt”-  ის  გენერალური მენეჯერი ნატალია ხიზანიშვილი აღნიშნავს,რომ პროდქტებზემოთხოვნა დიდად არ შეცვლილა, უბრალოდ არსებულ მოთხოვნებს სუპერმარკეტის, სახლის მოვლის და ჰიგიენის პროდუქციაზე მოთხოვნა დაემატა. ნათია ხიზანიშვილი აღნიშნავს, რომ ამ მიმართულებით გაძლიერებული დატვირთვით მუშაობენ.


„რესტორნების და საკვების მიმართულებით იგივე მდგომარეობაა, უბრალოდ მოთხოვნა სუპერმარკეტებზე და სახლის დალაგების პროდუქტებზე გაიზარდა, რომლებიც  ეხლა დავამატეთ. მაგალითად „სუფთა სახლიდან“ და „კარფურიდან“ შესაძლებელია, რომ მომხმარებლებმა პროდუქცია მიიღონ და პატარ-პატარა პრდუქტებზე სახლიდან გასვლა აღარ მოუწიოთ, რითაც ადამიანებმა უფრო დიდი კომფორტი შეიქმნეს“ -  აღნიშნავს ნატალია ხიზანიშვილი

ნატალია ხიზანიშვილიც აღნიშნავს, რომ wolt- ს კონკურენტებისგან  პროდუქტის მიტანის ტემპი და ესქკლუზიური პარტნიორები გამოარჩევენ.

„ჩვენი მომსახურეობა არის რამდენიმე მიმართულებით გამორჩეული, მხარდაჭერის სისწრაფე, ჩვენ  გვყავს მუდმივად რეალურ დროში მხარდაჭერის გუნდი, რომელიც  აკვირდება და საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლებს წამიერად პასუხობს დაშექმნილ პრობლემას უგვარებს, ასევე  გვყავს  ბევრი  ძალიან საინტერესო ექსკლუზიური პარტნიორი, გვყავს ბევრი საერთაშორისო  ბერნდი და ადგილობრივი ბრენდები, რომლებიცმხოლოდ  „ვოლტთან“  თანამშრომლობენ და მხოლოდ  ვოლტით ხდება მათთან  შეკვეთების განთავსება და ზოგადად  ჩვენი სისწრაფე  ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.“ - ნატალია ხიზანიშვილი

Wolt- ის გენერალური მენეჯერი  ნატალია ხიზანიშვილი აღნიშნავს, რომ მათ მომსახურეობაზე მოთხოვნა სულ არის და შესაბამისად მათთან ახალი პარტნიორი კურიერების ზრდა ყოველკვირეულად ხდება.

 

„ჩვენ გვყავს, როგორც მთავარი გუნდის თანამშრომლები ასევე  გვყავს პარტნიორი კურიერები, რომელთა რაოდენობაც იზრდება. ჩვენ მომსახურეობაზე სულ არის  მოთხოვნა და რომ მოვახდინოთ იმ ხარისხის შენარჩუნება, რაც ყოველთვის გვქონდა მუდმივად ხდება გუნდის წევრების რაოდენობის ზრდა, ასევე ყოველკვირეულად ვახდენთ ახალი პარტნიორი კურიერების დამატებასაც“ -  აღნიშნავს ნატალია ხიზანიშვილი

ორივე კომპანიაში აცხადებენ,რომ პანდემიის მიუხედვად მომსახურების ფასი არ შეცვლილა, მიტანის სერვისზე გაზრდილმა მოთხოვნამ კი ადამიანური რესურსის გაზრდის  საჭიროება გააჩინა.

რაც შეეხება  wolt , სამომავლოდ აფთიაქებთან და დიდ სუპერმარკეტებთან თანამშრომლობას იწყებს.

ამ ეტაპზე Wolt-ი თბილისში , ქუთაისში და ბათუმში ოპერირებს,  ხოლო Glovo - თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში და ზუგდიდში.

 

თაკო კვაჭანტირაძე


თეგები:
glovo wolt



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up