„ჩვენი საზღვრების დაცვა არა მარტო კონტრაბანდისგან, არამედ ბიოლოგიური საფრთხეებისგანაც გვჭირდება - რა პერსპექტივა აქვს ქართულ თხილს ევროპის ბაზარზე

„ჩვენი საზღვრების დაცვა არა მარტო კონტრაბანდისგან, არამედ ბიოლოგიური საფრთხეებისგანაც გვჭირდება - რა პერსპექტივა აქვს ქართულ თხილს ევროპის ბაზარზე

access_time2019-11-08 19:00:01

ცნო­ბი­ლი იურის­ტი ლია მუ­ხა­შავ­რია რამ­დე­ნი­მე წე­ლია, თბი­ლი­სი­დან გუ­რი­ა­ში გა­და­ვი­და საცხოვ­რებ­ლად. იურის­ტო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, მან სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბას მიჰ­ყო ხე­ლი. მე­ურ­ნე ქა­ლის ამ­პ­ლუა კარ­გად მო­ირ­გო და სოფლის მეურნეობაში არსებულ პრობლემებზე „კომერსანტთან“ საუბრობს, თუ როგორია ქართული თხილის პოტენციალი საერთაშორისო ბაზარზე, რა სიძნელეებს აწყდებიან ადგილობრივები ბანკებისგან ფინანსების ხელმისაწვდომობის კუთხით და რა ხარჯებთანაა დაკავშირებული მეურნეობისგან უკუგების მიღება?


„სოფელში დუხჭირი მდგომარეობაა, არ არის ცოდნა,ინფორმაცია, გამოცდილება, ფულზე მისაწვდომობა, ტექნიკა - ყველაფერი  დეფიციტია. პირველ რიგში, სოფლის მეურნეობის სამინისტრო უნდა ატარებდეს იმ პოლიტიკას, რომ ეს ცოდნა და გამოცდილება იყოს ხელმისაწვდომი ფერმერებისთვის.  მოგეხსენებათ, რომ სასოფლო -სამეურნეო უნივესრიტეტი აგრონომებით აღარ ამარაგებს სფეროს.  იქ უშვებენ მენეჯერებს, იურისტებს,  მაგრამ აგრონომებს ძალიან მცირე რაოდენობით. არა მარტო მაღალი დონის სპეციალისტები,  არამედ საშუალო პროფესიული განათლების მქონე სპეციალისტებიც არ არიან ამ სფეროში. მეურნეობა არის ძალიან ხანგრძლივი პროცესი.  ვისაც ფული აქვს, ურჩევნია ვაჭრობაში ჩადოს.  სოფლის მეურნეობას კი მინიმუმ 3-5 წელი მაინც უნდა , რომ ინვესტიციამ  უკუგება მოგცეს . იმ ვითარებაში, როცა ქვეყანაში ინვესტიცია ჭირს და ინტერესი ნაკლებადაა ჩვენთან ფულის ჩადების, ბუნებრივია არავინ სოფლის მეურნეობისიკენ არ იხედება.“ - ასე აფასებს ლია მუხაშავრია სასოფლო-სამეურნეო გამოცდილებით მიღებულ რამდენიმეწლიან გამოცდილებას.


იურისტი გურიაში რამდენიმე მიწის ნაკვეთს ფლობს,  რომელიც დაახლოებით 12 ჰექტრამდეა,  ნაწილზე მოყვანილია თხილი , ხოლო რამდენიმე ჰექტარზე გაშენებულია სხვადასხვა ხეხილი და ერთწლიანი კულტურები. ლია მუხაშავრია ამბობს, რომ მეურნეებისთვის  მთავრი პრობლემა არასაკმარისი სასოფლო სამეურნეო ტექნიკა და მუშა ხელია. მანვე აღნიშნა, რომ ქართული თხილის პოტენციალი ევროპის ბაზარზე გაიზრდება მაშინ, როდესაც ხარისხობრივად ადგილობრივი თხილი თურქულ თხილს აჯობებს, რომელიც დღესდღეობით მონოპოლისტია ამ დარგში.



„იმის გამო, რომ ჩვენ არ გვაქვს თხილის დიდი მასშტაბი და მოცულობა , ჩვენს პროდუქციას ვყიდით ქვეყნის შიგნით. ქვეყნის გარეთ და ევროკავშირში თხილის გატანა დაკავშირებულია მთელ რიგ პრობლემებთან. პირველ რიგში  ქართულ თხილს ძალიან აქვს შელახული რეპუტაცია.  რამდნიმე წლის წინ, თხილის ფქვილს გაურიეს მიწის თხილი და ეს აღმოაჩინეს გერმანიაში. ჩვენ უნდა ვამტკიცოთ, რომ კეთილსინდისიერები ვართ. რისკი იმისა, რომ დაწუნების მერე სრულიად გაკოტრდები, ძალიან მაღალია. ყველა მეურნე ვერ შეწვდება ლაბორატორიულ შემოწმებებს, ამ თანხების მისაწვდომობა კი ბანკებში ძალიან ცოტას აქვს. დღეს რომ გაიტანო ევროპაში ქართული თხილი,  მყიდველს უფრო დაბალი ფასი უნდა შესთავაზო, ვიდრე სთავაზობს თურქეთი. დაბალი ფასი ნიშნავს იმას, რომ თვითღირებულების დონეზე უნდა ჩამოვიდეს ეს თანხა, რაც ხელსაყრელი არ არის. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ის, რომ უფრო მაღალხარისხიანი თხილი უნდა ვაწარმოოთ ვიდრე თურქები აწარმოებენ. თურქეთის გვერდის ავლით ქართული თხილის გაყიდვა პრაქტიკულად შეუძლებელია და თურქეთი გვკარნახობს პირობებს როცა ჩვენი თხილი არ არის მაღალი ხარისხის.“ - ამბობს მუხაშავრია


ბოლო წლების მანძილზე თხილის მეურნეობასა და ფაროსანას შორის ბრძოლა დასასრულს მიუახლოვდა, თუმცა, ამას ბევრი შრომა, რესურსი და ფინანსები დასჭირდა. როგორც ლია მუხაშავრია აცხადებს, სახალმწიფომ ბიულოგიური საფრთხეების წინააღმდეგ ბევრად უფრო ეფექტური დაცვითი ღონისძიებები უნდა მიიღოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მსგავსი რამ კვლავ განმეორდება და ეფექტი შესაძლოა სოფლის მეურნეობისთვის მომაკვდინებელი აღმოჩნდეს.

 


„თუ დასავლეთში არ ცხოვრობ ვერ მიხვდები რატომ არის ფაროსანა დიდი უებდურება. 4 წლის წინ  რამდენიმე ადამიანი აფრთხილებდა მთავრობას, რომ გადამჭრელი ზომებია მისაღები, თორემ მერე ძალიან დაგვიანებული იქნება.  მათი ხმა არ იქნა შესმენილი, ვიდრე საყოველთაოდ არ მოიცვა დასავლეთი ფაროსანას შედეგებმა. ფაქტობრივად, ბოლო წლებია მოსავალი განადგურდა,საუბარი მაქვს  არამარტო თხილზე, არამედ ერთწლიან  ბოსტნეულზე, ნათესებზე,რამაც  გურია და სამეგრელო შიმშილის ზღვარზე  დატოვა. წლების მერე ღონისძიებებმა გარკვეული შედეგი მოიტანა. გარდა იმისა, რომ სახელმწიფომ მოახდინა შეწამვლა, თვითონ ფერმერებმაც აქტიურად მოუარეს და დაიცვეს თავიანთი მოსავალი და წელს მოსავალი არის.  თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია,  რომ მთავრობამ გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები, რომ მომავალშიც ასეთი პარაზიტები არ შემოგვესიონ. გვყავს არაკეთილისმსურველები და ბიოლოგიური ომები რომ არსებობს და ეს დიდი ხანია ცნობილია. 10 წლის წინ დასავლეთ საქართველოში ამერიკული პეპელა იყო, რომელიც ასევე ხელოვურად  შექმნილი იყო, ისევე როგორც ბოლოდროინდელი გამძლე და სიცოცხლისუნარიანი ფაროსანა.   ჩვენი საზღვრების დაცვა არა მარტო კონტრაბანდისგან, არამედ ბიოლოგიური საფრთხეებისგანაც გვჭირდება, მაგრამ ვინაიდან სოფლის მეურნეობა არ არის მთავრობის პრიორიტეტული საკითხი, ამასაც არ ექცევა ყურადღება.“ - აღნიშნა ლია მუხაშავრიამ

 

მარიამ მორგოშია




„ვალები სტრესს იწვევს“ - ამსტერდამის მთავრობა ახალგაზრდების სესხებს შეისყიდის

„ვალები სტრესს იწვევს“ - ამსტერდამის მთავრობა ახალგაზრდების სესხებს შეისყიდის
access_time2020-01-19 11:00:31
ამსტერდამის მთავრობამ გადაწყვიტა, ახალგაზრდების ვალები შეისყიდოს და ისინი სესხებისგან გაათავისუფლოს.   როგორც Guardian -ი წერს, ნიდერლანდელი ახალაგზრდები სულ უფროდაუფრო მეტ სესხს იღებენ და ეს ევროპაში ერთგვარი ტრენდი გახდა, მათ შორის დიდ ბრიტანეთში. მიზეზი ხშირ შემთხვევაში, ძვირადღირებულები საგანმანათლებლო კურსების დამთავრებაა.   პროექტის თანახმად, მუნიციპალური საკრედიტო ბანკი კრედიტორებთან ვალების შესყიდვაზე მოლაპარაკებებს...

ლევან კობერიძე - ჯანდაცვის სფეროში 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით ძალიან დიდი პრობლემებია

ლევან კობერიძე - ჯანდაცვის სფეროში 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით ძალიან დიდი პრობლემებია
access_time2020-01-18 21:00:59
მინდა გითხრათ, რომ ჯანდაცვის სფეროში 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით ძალიან დიდი პრობლემებია, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.   მისი განმარტებით, სამედიცინო სერვისები მოქალაქეებს შეფერხებით მიეწოდება, 520-ე დადგენილება კი არც რეფორმა არ არის და არც ფასწარმოქმნა.   „დადგენილების ამოქმედებიდან 2 თვეზე მეტი გავიდა და მთავრობის წევრებთან მხოლოდ რამდენიმე პიარ შეხვედრა ჩატარდა, მე ასე...

ვის ეკუთვნის და რა შემოსავალზე მუშაობს „ისთ ფოინთი“ - როგორი იყო კომპანიის ფინანსური მაჩვენებლები 2018 წელს

ვის ეკუთვნის და რა შემოსავალზე მუშაობს „ისთ ფოინთი“  - როგორი იყო კომპანიის ფინანსური მაჩვენებლები 2018 წელს
access_time2020-01-19 16:00:49
სავაჭრო ცენტრმა „ისთ ფოინთმა“, რომელიც 2015 წლის სექტემბერში გაიხსნა, 2018 წელი ზარალით დაასრულა. ამის შესახებ კომპანიის 2018 წლის ინდივიდუალური ანგარიშიდან...

„მომდევნო კვირიდან თბილისში 18 მეტრიანი ავტობუსი დაიწყებს მოძრაობას“

„მომდევნო კვირიდან თბილისში 18 მეტრიანი ავტობუსი დაიწყებს  მოძრაობას“
access_time2020-01-18 17:00:42
„მომდევნო კვირიდან თბილისში 18 მეტრიანი ავტობუსი დაიწყებს მოძრაობას სატესტო რეჟიმში“ - ამის შესახებ ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი ვიქტორ წილოსანი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე...

როგორ დაასრულა ოლიგარქმა, რომელიც მოლდოვას არაფორმალურად მართავდა

როგორ დაასრულა ოლიგარქმა, რომელიც მოლდოვას არაფორმალურად მართავდა
access_time2020-01-19 13:00:51
"ჩრდილოვანი მმართველი" - ასე მოიხსენიებდნენ საერთაშორისო მედიასა, თუ პირად საუბრებში ვლადიმირ პლახოტნიუკს, რომელიც მოლდოვას 9 წლის განმავლობაში არაფორმალურად მართავდა. მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე მაღალი თანამდებობა, რომელიც პლახოტნიუკს ქვეყანაში ეკავა, პარლამენტის ვიცესპიკერის პოსტი იყო, ის აკონტროლებდა ქვეყნის ყველა ოფიციალურ უწყებასა და ინსტიტუტს, ასევე მედიის უდიდეს ნაწილს. პლახოტნიუკი იყენებდა თავის გავლენას სასამართლო სისტემასა და ქვეყნის სხვა ინსტიტუტებზე, რათა...


მსგავსი სიახლეები

up