„ჩვენი სახელმწიფოს მიმზიდველობა, რის გამოც მსოფლიოში „დემოკრატიის შუქურად“ ვიწოდებოდით,ჩაქრა“

„ჩვენი სახელმწიფოს მიმზიდველობა, რის გამოც მსოფლიოში „დემოკრატიის შუქურად“ ვიწოდებოდით,ჩაქრა“

access_time2020-01-27 10:00:43

„სამწუხაროდ „ქართული ოცნება“ არ არის მზად,  რომ ამ წერილზე სწორი პასუხი გასცეს იმიტომ, რომ ეს ნიშნავს მათ მიერ ძალაუფლების ხელიდან გაშვებას. უნდა გახსნან პოლიტიკური სივრცე  ჯანსაღი კონკურენციისთვის და ჩაატარონ პროპორციული არჩევნები. სწორ და არასწორ გადაწყვეტილებებს შორის ყოველთვის არასწორს იღებენ. ეს ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ცუდად დამთავრდება მათი გუნდისთვის.  ჩვენი სახელმწიფოს მიმზიდველობა,რის გამოც მსოფლიოში „დემოკრატიის შუქურად“ ვიწოდებოდით, ეს შუქურა ჩაქრა.“ - ასე აფასებს საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი ბათუ ქუთელია ამერიკელი კონგრესმენების მიერ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთვის გამოგზავნილი წერილის შინაარსსა და საქართველოს მხრიდან ადეკვატური პასუხის გაცემის მზაობას ამ წერილში ჩამოთვლილ შენიშვნებზე.


ოთხი ამერიკელი კონგრესმენი -  ადამ კინზინგერი, ჯერი კონოლი, ელიოტ ენგელი და მაიკლ მაკაული წერილში, რომლითაც ისინი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიმართავენ, შეშფოთებას გამოთქვამენ „დაპირებული დემოკრატიულ რეფორმებზე უარისა და ამასთან დაკავშირებით მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის, ასევე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის პოლარიზაციის გამო“.


ბათუ ქუთელია მიიჩნევს, რომ წერილის შინაარსი ისეთივე მნიშვნელოვანია საქართველოს მომავალი სტრატეგიული განვითარებისთვის, როგორც მათი გამომგზავნი კონგრესმენების სტატუსი ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში. ექსპერტის აზრით, ქართულ მხარეს საქმით მოუწევს დაამტკიცოს , რომ ევროატლანტიკული ინტეგრაციისკენ აქვს გეზი და არა რუსეთის ავტორიტარული რეჟიმისკენ.


“ძალიან მნიშვნელოვანი წერილი იყო თავისი შინაარსით და აქცენტებით.  ყველა საკითხი, რაც ჩვენმა მეგობარმა კონგრესმენებმა დასვეს არის ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის, ამ მთავარი სისტემური პრობლემის სიმპტომი.  ეს კონგრესმენები ის ადამიანები არიან, ვინც ქართულ-ამერიკული სტრატეგიული ურთიერთობის განვითარებაზე აგებენ პასუხს.  ზრუნავენ იმაზე, რომ საქართველომ ამ ურთიერთობის ფარგლებში მიიღოს რაც შეიძლება მეტი დახმარება, როგორც პოლიტიკური, ასევე ფინანსური. ყველანაირ პროექტს სჭირდება ფინანსები, რომელსაც კონგრესი   ამტკიცებს. აქ   ჩვენ გვყავს საქართველოს მეგობართა ჯგუფი და ეს კონგრესმენები არიან ამ ჯგუფის წევრები. ჩვენი პარტნიორები ამ წერილის ბოლოს სვამენ კითხვას, თუ საით მიდის საქართველო, მიდის პუტინისეული ავტორიტარული რეჟიმისკენ, თუ მიდის დემოკრატიისკენ? ამოსავალი წერტილი არის არჩევნები იმიტომ, რომ „ქართული ოცნება“ ხედავს პროპორციულ არჩევნებს, როგორც მათი  ხელისუფლებიდან წასვლას. სწორედ ამ საკითხზე მათი პოზიცია გასცემს პასუხს მიდიან ისინი პუტინის რეჟიმისკენ, თუ მიდიან ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ.“ - ამბობს ბათუ ქუთელია. 



რა მდგომარეობაშია ამ დროს საქართველოში საინვესტიციო გარემო, რა უშლის ხელს ქვეყანას იმაში რომ საფუძვლიანად გამოიყენოს როგორც ევროკავშირთან  გაფორმებული DCFTA, ასევე ამერიკასთან პრეფერენციული სავაჭრო სისტემა? -ამ კითხვაზე პასუხი ბათუ ქუთელიას აზრით ეკონომიკური პოლიტიკის არარსებობას და პროექტების კონკრეტული ადამიანების ინტერესებზე მორგების ტენდენციას უკავშირდება.


„რაც შეეხება ამერიკასთან ვაჭრობის შეთანხმებას და ევროპასთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას (DCFTA), ეს ყველაფერი გვაქვს, მაგრამ  არ ვიყენებთ იმიტომ, რომ არაფორმალურ მმართველს არ სჭირდება თავისუფალი კაპიტალი. ამით ძალაუფლების უზურპაციის ფინანსური ბერკეტები გაუქრება ხელისუფლებას ხელიდან . სამწუხაროდ, ამიტომაც არ ხდება პირდაპრი ინვესტიციების შემოდინება და ეკონომიკურ ზრდაზე და სიჯანსაღეზე ეს პირდაპირ ისახება. ეკონომიკური და საგარეო პოლიტიკა არ გვაქვს. ეს არის ერთი ადამიანის ინტერესებზე მორგებული პროექტები. სამწუხაროდ, ამ პოლიტიკის არარსებობის შედეგია ის,  რაზეც საუბრობენ კონგრესმენები. ამიტომაც დადგა საერთაშორისო ყურადღების ცენტრში ანაკლიის პორტი. აქ გამოჩნდა შერჩევითი სამართალი, პოლიტიკური ზეწოლა. აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომაც გააკრიტიკა წინა პრემიერი და  ეკონომიკური ვექტორის გასწორება გვირჩია თავისუფალი ბაზრებისკენ.  ამის თქმა საჯაროდ გახდა საჭირო ,რადგან ძალიან ბევრი ნიშნები იკვეთება, იმისა, რომ არ არსებობს სტრატეგიული პოლიტიკა ქვეყანაში.“ - აღნიშნა ექსპერტმა.


სასამართლო სისტემა, ოლიგარქიული მმართველობა და არასწორი ინფრასტრუქტურული განვითარება - ეს ის ფაქტორებია, რაც ექსპერტმა დავით სიხარულიძემ „კომერსანტთან“ საუბრისას კონგრესმენების წერილში დასახელებული შენიშვნების გამომწვევ მიზეზებად ჩამოთვალა. ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირება სასამართლო სისტემის მოუწესრიგებლობამ ისევე განაპირობა, როგორც ინფრასტრუქტურაში არსებულმა პრობლემებმა.


„წერილში მოცემულ პრობლემათაგან  ეკონომიკაზე ყველაზე ცუდი გავლენა  სასამართლო სისტემის სისუსტეს აქვს.თუ მეწარმეს, ინვესტორს, არ აქვს შეგრძნება, რომ რამე დავის,კამათის შემთხვევაში ეფექტური სასამართლოს ხელში იქნება, ნაკლებ სავარაუდოა,  რომ ინვესტიცია განახორციელოს. ასევე სახელმწიფოს არაფორმალური, ოლიგარიქიული მმართველობა, როცა სახეზე გვაქვს სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის ძირის გამოთხრა. ეკონომიკური განვითარებისთვის ასევე სტიმული უნდა იყოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა. ბოლო პერიოდში გატარებული პოლიტიკით პრაქტიკულად ჩავარდა ანაკლიის პორტის მშენებლობა, რკინიგზა ნელ-ნელა წამგებიან სფეროდ იქცევა მაშინ, როცა მომგებიანი იყო. არანაირი ქმედითი ნაბიჯები არ მინახავს,რომ საქართველო ლოგისტიკურ ჰაბად გადავაქციოთ.ძალიან შემაშფოთებელია ის, რომ სწორედ ამერიკიდან და ევროკავშირიდან მომავალი ინვესტიციების რაოდენობაა შემცირებული. ფუნდამენტურად მცდარი იყო „ქართული ოცნების“ ეკონომიკური პოლიტიკა, რომელმაც პრაქტიკულად ნულზე დაყვანილი ჩვენი დამოკიდებულება რუსეთის ბაზარზე, ისევ გაზარდა და ეს არანაირად არ არის ასახული ეკონომიკურ ზრდაში, რაც მაშინ იყო უფრო ეფექტური, როცა ემბარგო გვქონდა რუსეთთან. თანამედროვე ეკონომიკა ისაა, როცა თავისუფალ მეწარმეობას შესაძლებლობები ექმნება,  რომელიც თვითონ გაკვალავს გზას  გინდ ევროკავშირის და გინდაც აშშ-ს ბაზარზე. მნიშვნელოვანია კარგად გვესმოდეს, რომ ჩვენი ექსპორტი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება ეფექტური როცა გავა თავისუფალი ეკონომიკის ბაზარზე.რუსეთის ბაზარი კი მხოლოდ კორუფციას ზრდის, იქ ყველა ეკონომიკურ აქტივობას დიდი ეკონომკური რისკები ახლავს თან.“  - ამბობს დავით სიხარულიძე.

 

მარიამ მორგოშია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up