ჩვენი საინვესტიციო მიზანია, მაქსიმალურად დავამარცხოთ ინფლაცია - ინტერვიუ საპენსიო ფონდის დირექტორთან გოგა მელიქიძესთან

ჩვენი საინვესტიციო მიზანია, მაქსიმალურად დავამარცხოთ ინფლაცია - ინტერვიუ საპენსიო ფონდის დირექტორთან გოგა მელიქიძესთან

access_time2021-11-10 10:00:03

საპენსიო სააგენტოს დაარსებიდან დღემდე 29.1%-იანი მომგებიანობა აქვს. რამდენად კარგ მაჩვენებლად ითვლება მაღალი ინფლაციის ფონზე სააგენტოს არსებული ამონაგები, რა ინსტრუმენტებით იცავს ის საპენსიო თანხებს ინფლაციის გავლენისგან, რა მოვალეობას ასრულებს ახლადარჩეული სპეც. დეპოზიტარი და როგორ უწყობს ხელს ფონდი კაპიტალის ბაზრის განვითარებს, ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე „კომერსანტთანსაპენსიო სააგენტოს უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა გოგა მელიქიძემ ისაუბრა.



— საპენსიო ფონდის მოგებიანობა 2019 წლის 1-ლი იანვრიდან 2021 წლის 30 ივნისამდე შეადგენდა 24.5%-ს, ამავე პერიოდში ინფლაციის ცვლილება შეადგენდა 17.8%-ს, ხოლო ლარის კურსის ცვლილება აშშ დოლართან მიმართებაში 18.24%-ს. მაღალი ინფლაციის ფონზე, საპენსიო სააგენტოს ასეთი საპროცენტო ამონაგები რამდენად საკმარისია და რამდენად კარგ მაჩვენებლად ითვლება?



2019 წლის 1-ლი იანვრიდან დღემდე (2 ნოემბრამდე) საპენსიო ფონდის მომგებიანობა არის 29.1%, ხოლო ანალოგიურ პერიოდზე ინფლაცია არის 23.7%, ლარის გაუფასურება ანალოგიურ პერიოდზე კი არის 18.5%. გამოდის, რომ ფონდის (რეფორმის) გაშვების დღიდან (მთელი ამ საინვესტიციო პერიოდის მანძილზე) ინფლაციას 5.3%-ით ჯობნის საპენსიო ფონდის მომგებიანობა. თუ გავითვალისწინებთ პანდემიურ მდგომარეობას, ასევე იმ ფაქტორს, რომ რეფორმა არის საკმაოდ ახალი, მიღწეული ფინანსური შედეგები არის საკმაოდ დამაკმაყოფილებელი.



— საპენსიო სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელის ლევან სურგულაძის თქმით, „თუ ორნიშნა ინფლაცია გაგრძელდა, საპენსიო ფონდის ამონაგები მინუსში იქნება“. რა მოლოდინები აქვს საპენსიო ფონდს ამ საკითხთან დაკავშირებით და არსებობს თუ არა ინსტრუმენტები საპენსიო ფონდში აკუმულირებული ფულის ინფლაციის გავლენებისგან დასაცავად?



ჩვენი საინვესტიციო მიზანი არის, რომ საინვესტიციო პერიოდში ინფლაციას მაქსიმალურად ვაჯობოთ ამონაგებით - სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მაქსიმალურად დავამარცხოთ ინფლაცია. გამომდინარე იქიდან, რომ მსოფლიოშიც და საქართელოშიც გვაქვს ინფლაციური ფონი, ჩვენ პორთფელის მინიმუმ 33%-ს ვინარჩუნებთ ცვალებად საპროცენტო განაკვეთში, რომელიც მიბმულია რეფინანსირების განაკვეთზე (ანუ ინფლაციაზე), ხოლო დანარჩენი 67%-ით მაქსიმალურად ვყიდულობთ მაღალ საპროცენტო განაკვეთს, რათა ვისარგებლოთ ამ მაღალი საპროცენტო განაკვეთების პერიოდით და შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად ვიყიდოთ მაღალი საპროცენტო განაკვეთი. ჩვენ თუ დავინახეთ, რომ მომდევნო წლის მეორე ნახევრიდან ინფლაციამ დასტაბილურება დაიწყო, (რისი მაღალი მოლოდინიც არსებობს) შედეგად მივიღებთ მაღალი საპროცენტო განაკვეთის მქონე ინტუმენტებს პორთფელში. იმ შემთხვევაში, თუ დავინახეთ, რომ ინფლაციამ კლება არ განიცადა, მაშინ ჩვენ სხვა დამატებით შემოდინებებსაც გადავიტანთ ცვალებად საპროცენტო განაკვეთში, იმისათვის რომ გაყვეს ინფლაციას კიდე უფრო მეტი ნაწილი პორთფელის. შეჯამებისთვის, ინფლაციის დაზღვევა ხდება 3 გზით: 1) მაკროეკონომიკური სურათის დეტალური გაანალიზებით/შეფასებით და ინფლაციური ფონის დეტალურად შესწავლით; 2) შესაბამისად, საინვესტიციო პორთფელის 2/3-ით მაღალი ფიქსირებული საპროცენტო გაკანვეთის შეძენით (რომელიც აღემატება ინფლაციას), ხოლო დანარჩენი 1/3-ის შენარჩეუნებით ცვალებად საპროცენტო განაკვეთში, რომელიც დაყვება ინფლაციას.


— საპენსიო სააგენტოს, სხვადასხვა ფასიან ქაღალდებში ინვესტიციის განხორციელების პროცესი არ დაუწყია და უახლოეს პერიოდში არც გეგმავს. თუმცა ორგანიზაციამ 1-ელ ოქტომბერს ამ მიზნით სპეციალიზებული დეპოზიტარის დაქირავების ხელშეკრულება „საქართველოს ბანკთან“ გააფორმა. ფასიან ქაღალდებში ინვესტიციების განხორციელების დაწყებამდე რა მოვალეობის შესრულება მოუწევს ბანკს?


  1. საპენსიო სააგენტო ცალსახად გეგმავს სხვადასხვა ფასიან ქაღალდებში ინვესტირებას უმოკლეს ვადებში.
  2. მიუხედავად იმისა, საპენსიო სააგენტო განახორციელებს, თუ არა ფასიან ქაღალდებში ინვესტირებას, მას უნდა ყავდეს სპეც.დეპოზიტარი - ეს კანონის მოთხოვნაა.
  3. სპეც.დეპოზიტარში ინახება ყველა საპენსიო აქტივი, როგორც ფასიანი ქაღალდები (აქციები, ობლიგაციები, ა.შ..) ასევე დეპოზიტები, მიმდინარე ანგარიშები და ა.შ.
  4. სპეც.დეპოზიტარი წარმოადგენს მთავარ საოპერაციო ბირთვს საპენსიო სააგენტოსთვის, რომელიც ახდენს ყველა საპენსიო აქტივის შენახვას და აღრიცხვას, ასევე ყველა ტრანზაქციის ანგარიშწორებას, ანგარიშგებას, შესაბამისობის რისკის მონიტორინგს და წმინდა საპენსიო აქტივების დამოუკიდებლად გადათვლას და რეკონსილაციას საპენსიო სააგენტოსთან.


შერჩევის დღიდან სპეც.დეპოზიტარი ზემოთ ჩამოთვლილ ყველა ფუნქციას ჯეროვნად ასრულებს.




— საპენსიო სააგენტოს ყოფილმა ხელმძღვანელმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ სასურველი იყო ეს ფუნქცია ცენტრალურ დეპოზიტარს აეღო, რადგან ნებისმიერი ბანკის მომსახურება საპენსიო ფონდს გაცილებით ძვირი დაუჯდება, ვიდრე ცენტრალურ დეპოზიტარის. მისი თქმით, ცენტრალური დეპოზიტარი უკვე აღჭურვილია შესაბამისი სისტემებით და 20-წლიანი მუშაობის გამოცდილებაც აქვს, ბანკისთვის კი ეს დიდ დანახარჯებთან არის დაკავშირებული. რამდენად ეთანხმებით ამ მოსაზრებას და თუ კი, რატომ არ მოხდა ამ ფუნქციის მინიჭება ცენტრალური დეპოზიტარისთვის?



სპეც.დეპოზიტარის შერჩევის კონკურსი ჩატარდა ღიად, ყველა ავტორიზებული პირისთვის და სრულად გამჭირვალედ. მასში ცენტრალურ დეპოზიტარს მონაწილეობა არ მიუღია.



— საპენსიო სააგენტოს ჰქონდა ორი მიზანი. პირველი, საპენსიო ასაკში ადამიანების უზრუნველყოფა და მეორე, კაპიტალის ბაზრის განვითარება. შესაბამისად, არსებული თანხის ბანკებში განთავსებით რამდენად უწყობს საპენსიო ფონდი კაპიტალის ბაზრის განვითარებას ხელს?



საპენსიო სააგენტოს აქვს ერთი მთავარი მიზანი, რომ მისი საოპერაციო და საინვესტიციო საქმიანობა ემსახურებოდეს საპენსიო სქემის მონაწილეების საუკეთესო ინტერესებს.


კაპიტალის ბაზრის განვითარება არის მნიშვნელოვანი რეფორმა და იგი კომპლექსური/მრავალწახნაგიანი გამოწვევაა. კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის საპენსიო ფონდი შეიძლება განვიხილოთ როგორც აუცილებელი პირობა, თუმცა არასაკმარისი. კაპიტალის ბაზრის გასავითარებლად საჭიროა ბევრი თანმდევი პროექტის პარალელურად განვითარება.



— 2023 წლიდან საპენსიო ფონდის დანაზოგების ინვესტირება შესაძლებელი იქნება საშუალო და მაღალრისკიან პორტფელებშიც. ამასთან, მოქალაქეებს, ვინც პენსიას აგროვებს, შეეძლებათ თვითონ განსაზღვრონ - სად ჩაიდოს მათი თანხა - დაბალ, საშუალო თუ მაღალრისკიან პორტფელში. რა მოლოდინები გაქვთ ამ მიმართულებით და რას შეცვლის ეს მომგებიანობის თვალსაზრისით?



მონაწილეებისთვის სამი პორტფელის შეთავაზებით სრულად გაიმართება ფონდის საინვესტიციო ფუნქცია. ჩვენი ფონდის ახალგაზრდა მონაწილეები, რომლებიც საპენსიო ასაკს 30-40 წლის შემდეგ მიაღწევენ, გაცილებით უფრო მეტი რისკის ამტანობით ხასიათდებიან და მათ მეტად შეესაბამებათ უფრო რისკიანი პორტფელები, რომლებიც 2023 წლიდან გაიხსნება. ბუნებრივია, მეტი რისკი პორტფელში დაკომპენსირებული უნდა იყოს მეტი ამონაგებით. საშუალო და მაღალრისკიანი პორტფელები ინვესტიციებისთვის უფრო მეტ არეალს ტოვებს, ვიდრე ახლანდელი ნაკლებად რისკიანი საინვესტიციო პორტფელი, როგორც უცხო ვალუტაში, ისე აქტივების კლასებში. ველით, რომ საშუალო და მაღალრისკიანი პორტფელების მომგებიანობა უფრო მაღალი იქნება, ვიდრე ნაკლებად რისკიანი პორტფელის შემთხვევაში.



— საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი დამტკიცდა, სპეციალიზებული დეპოზიტარი უკვე შერჩეულია, რა უნდა იყოს საპენსიო სააგენტოს შემდგომი ნაბიჯები?



საპენსიო სააგენტოს შემდეგი ნაბიჯები არის გლობალური დივერსიფიკაცია. საპენსიო სააგენტოს კანონით მინიჭებული მანდატით შეუძლია პორთფელის 20% გადაიტანოს გლობალურ ფასიან ქაღალდებში და იგი გამოიყენებს ამ ლიმიტს.

ამავდროულად, საპენსიო სააგენტო გააქტიურდება ქართულ კაპიტალის ბაზარზე - ყურადღებით დაელოდება ქართული კორპორაციული ობლიგაციების, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების (ლარში დენომინირებული) და ქართული სახაზინო ობლიგაციებს.

ასევე, საპენსიო სააგენტო ინტენსიურად აკვირდება ქართულ კაპიტალის ბაზარის მეორად ბაზრებს, სადაც ლიკვიდურობა არის ძალიან დაბალი და შეძლებისდაგვარად მოახდენს ინვესტირებას.


ნინო თამაზაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up