„ჩვენი ქვეყანა უცხოელი ინვესტორებისთვის მიმზიდველი აღარ არის“

„ჩვენი ქვეყანა უცხოელი ინვესტორებისთვის მიმზიდველი აღარ არის“

access_time2019-10-15 14:00:35

„ჩვენი ქვეყანა უცხოელი ინვესტორებისთვის მიმზიდველი აღარ არის,“ - განაცხადა რადიო კომერსანტის გადაცემაში „ეკონომისტის დრო ლევან ქისტაურთან ერთად“ გადასახადის გადამხდელთა კავშირის დირექტორის მოადგილემ, საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ წარმომადგენელმა ქეთევან კრიალაშვილმა. მან გადაცემაში 2020 წლის ბიუჯეტის შესახებ ისაუბრა.



„ეკონომიკური ზრდის არც 4%, 5%, 6% ან 7% არ უნდა ჩაითვალოს პროგრესად. ქვეყანაში იმპორტის შემცირება გულისხმობს იმას, რომ რაღაც კუთხით, ჩვენ მივიღეთ კონკურენციის შეზღუდვა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ფასების ზრდა. იმიტომ რომ ქვეყანა იმპორტზე დამოკიდებულია და ამას ვერ შევცვლით. იმპორტის შეზღუდვა ფასების ზრდას გულისხმობს იმ პროდუქტზე, რაც შემოგვაქვს. რაც შეეხება, ინვესტიციებს და ფულად გზავნილებს, ვხედავთ,რომ ბოლო პერიოდში ფულადმა გზავნილებმა აჯობა ინვესტიციებს, რაც ნიშნავს იმას,რომ ჩვენი ქვეყანა უცხოელი ინვესტორებისთვის მიმზიდველი აღარ არის. რა ინვესტიციებიც შემოდის, ისიც ქართველების მიერ უცხოეთში დაფუძნებული კომპანიების თანხებია.



ახალ ბიუჯეტში სოციალური ხარჯების ზრდას აუცილებლად უნდა ჰქონდეს ეკონომიკური ზრდის ფუნდამენტი. რაღაც აუცილებლად უნდა ვაწარმოოთ, უნდა გაიზარდოს ეკონომიკა და ამის საფუძველზე უნდა მოხდეს სოციალური კეთილდღეობის ზრდა. ასევე გვქონდა ამბიცია,რომ მცირე მთავრობა შეგვექმნა, თუმცა შრომის ანაზღაურების ხარჯებშიც ზრდა გვაქვს 100 მილიონით. ქონების მართვის სააგენტოს ბიუჯეტი 91 მლნ-მდე იზრდება, მოლოდინი გვაქვს რომ 120 მლნ-ი უნდა შემოგვივიდეს და ამისთვის 91 მლნ უნდა დაიხარჯოს ერთწლიან ანაზღაურებაზე. ჩემთვის ეს ყველაფერი აბსოლუტურად გაუგებარია.




ჩვენ ასევე ბევრ ფულს ვხარჯავთ სოფლის მეურნების სექტორში. აგროპროექტებისთვის ბიუჯეტი 130 მილიონამდე გაიზარდა და აღმოვაჩინეთ,რომ 6 წლის განმავლობაში სახელმწიფომ 2 მილიარდამდე ლარი დახარჯა სოფლის განვითარებაში და რეალურად მხოლოდ 400 მლნ მივიღეთ. ჩვენ ვხარჯავთ არასწორ თანხებს, არაეფექტიანად.



ეკონომიკურ ზრდას განსაზღვრავს კერძო სექტორი. ქვეყანაში კი გვყავს სახელმწიფო კომპანიები,რომლებიდანაც ოცნების ხელისუფლების დროს ვერცერთმა შეძლო  მოგებაზე გასვლა. ისინი ჩვენი ბიუჯეტიდან ფინანსდებიან და კონკურენციაში შედიან კერძო სექტორთან, 6 წლის განმავლობაში,როგორ შეიძლება ვერ მიხვდე,რომ ეს კომპანიები არ გვჭირდება,“- ამბობს ქეთევან კრიალაშვილი.


ნათია კეკენაძე




Forbes: აპრილის ეკონომიკა და გადასახადების გრძელი სია

Forbes: აპრილის ეკონომიკა და გადასახადების გრძელი სია
access_time2020-04-01 20:00:58
1 აპრილს მილიონობით ამერიკის მაცხოვრებლისთვის იჯარის გადახდის ბოლო ვადა ყველაზე დამამძიმებელი აღმოჩნდა. უძრავი ქონების ყოველი მეოთხე მოქირავნე ახლა შემოსავლის მეოთხედზე მეტს საცხოვრებელზე იხდის. საცხოვრებლის ქირა კი მხოლოდ პირველია იმ გადასახადების რიგში, რისი მოგვარებაც აპრილში ხალხს მოუწევს -  კომუნალური გადასახადები, საკრედიტო ბარათები, დაზღვევა, იპოთეკა, სტუდენტური გადასახადი - ბევრი რამ რასაც არაერთი ამერიკელი უბრალოდ ვერ გასწვდება. კარგი ამბავი ისაა, რომ აპრილიდან სექტემბრის...

ლიბერთი მომხმარებელზე ზრუნვას განაგრძობს

ლიბერთი  მომხმარებელზე ზრუნვას განაგრძობს
access_time2020-04-01 17:50:52
დღეიდან, 1 აპრილიდან, ლიბერთის გადაწყვეტილებით, არაასაკობრივი პენსიონერები „პენსია ჩარიცხვამდე“ სერვისით უფასოდ ისარგებლებენ. ,,ჩვენ ვაგრძელებთ მომხმარებელზე ზრუნვას და მათ უსაფრთხოებასა და საჭიროებებზე მორგებულ კიდევ ერთ სიახლეს ვთავაზობთ. დღევანდელი გადაწყვეტილებით, არაასაკობრივ პენსიონერებს შეეძლებათ შეუფერხებლად და რაც მთავარია, ნულოვანი ტარიფით გაიაქტიურონ ‘პენსია ჩარიცხვამდე’ სერვისი სერვისცენტრებსა და ლიბერთის ნებისმიერი ბანკომატის საშუალებით. გვინდა, ვთხოვოთ...

1 აპრილი - ქართული ლარი მყარდება, თურქული ლირა მცირედით გაუფასურდა

1 აპრილი - ქართული ლარი მყარდება, თურქული ლირა მცირედით გაუფასურდა
access_time2020-04-01 19:00:37
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი ძირითადად მკვეთრად უფასურდება, სამეზობლოში ვალუტის კურსები ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან მყარდება.    ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 1 აპრილის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 4 თეთრით გამყარდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2413 ლარი შეადგინა. Bloomberg-ზე დილიდან ვაჭრობა...

საქართველოს მთავრობამ ყველა დეველოპერული მშენებლობა შეაჩერა

საქართველოს მთავრობამ ყველა დეველოპერული მშენებლობა შეაჩერა
access_time2020-04-01 18:10:11
საქართველოს მთავრობამ ყველა დეველოპერული მშენებლობა შეაჩერა. როგორც „კომერსანტმა“  გაარკვია, შესაბამისი ცვლილება „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ მთავრობის დადგენილებაში შევიდა.    ინფორმაციის გადამოწმება მთავრობის ცხელ ხაზზეც ვცადეთ, სადაც განგვიცხადეს, რომ დეველოპერული საქმიანობა ქვეყანაში გუშინ აიკრძალა. 144-ზე გვითხრეს, რომ შპს-ს იმ შემთხვევაში აქვს მუშაობის უფლება...

ხელისუფლების სახიფათო გადაწყვეტილება - ზემო რაჭა ტურისტულ დანიშნულებას დაკარგავს

 ხელისუფლების სახიფათო გადაწყვეტილება - ზემო რაჭა ტურისტულ დანიშნულებას დაკარგავს
access_time2020-04-01 17:50:09
„თუ იქნება ჰესი, არ იქნება მდინარე აქ. კარგად დაიმახსოვრეთ, რომ აქ იქნება პატარა, რუჩუაზე ოდნავ დიდი ნაკადული“, - ეს სიტყვები მოძრაობა „არა ონის კასკადის“ ერთ-ერთ აქტივისტს ეკუთვნის, რომელიც მან რაჭის სოფელ ნიგავზების მდინარის ვიდეოკადრებთან ერთად გამოაქვეყნა. ასე გააპროტესტა მან რაჭაში ჰიდროელექტრო სადგურის მშენებლობა. გარემოს დაცვის სამინისტროსგან მშენებელი კომპანიისთვის რამდენჯერმე შენიშვნებით უკან დაბრუნებული პროექტი მოწონებულია - 2020 წლის 17 მარტს, როცა ქვეყანა მთლიანად...


მსგავსი სიახლეები

up